შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი ოცნებები ანუ პროფესიები


6-06-2015, 10:17
ავტორი ფსიქო.13
ნანახია 1 982

გაისმა ჰანგები,უცნობი ჰანგები...მე ჰანგებს ავყევი,ამ ჰანგებს ავყევი...
სასაცილოდ არ გეყოფათ ალბათ,მაგრამ მე ვცეკვავ საკუთარ თავთან,ეს პროცედურა ჩემმა ფსიქოლოგმა მასწავლა,ამშვიდებსო,მაგრამ პირიქით,შენი მონატრება უფრო მომეძალა,მაგრამ ხომ იცი,ფსიქოები არ ტირიან... ნელა ვცეკვავდი,მიუხედავად მელოდიისა,მაინც ჩემსას "ვუბერავდი".

ძველი ოცნებები ანუ პროფესიები


პატარა რომ ვიყავი,აი სულ პატარა რომ ვიყავი,ჟურნალისტობა მინდოდა,ყველა და ყველაფერი მაინტერესებდა,ახალი რაღაცეების აღმოჩენა მინდოდა,სკოლის მერე,თითოეულ მოსწავლეს ჩუმად მივყვებოდი ხოლმე და მასზე რამე უცნაურს გავიგებდი თუ არა,ჩემ პატარა დღიურში უცნაური ფორმის ასოებით ვჯღაბნიდი... ერთ დღეს,სკოლიდან წამოსვლისას იგივე გავაკეთე,მერე სკვერში დავჯექი და ჩანთა გავხსენი,მაგრამ დღიური იქ აღარ იყო. რამდენიმე დღე სკოლაში არ მივსულვარ,გაუთავებლად ვტიროდი,იქ ისეთი რაღაცეები ეწერა,მის დაკარგვას ვლამობდი. დედამ ძალით გამიშვა სკოლაში,მივედი თუ არა,ჩემმა შურიანმა კლასელმა ნინიმ,ხელში ჩემი დღიური აათამაშა,გავიქეცი და თმებით ვითრიე,თუმცა ერთ-ერთმა კლასელმა მასწავლებელს დროულად დაუძახა,ჩემი დღიური მასწავლებლის ხელში აღმოჩნდა და,მიყვირა,სკოლიდან პირდაპირ სახლში წადი და ამ სისულელეებს მორჩიო,თან დღიურის ფურცლები ჩემს თვალწინ დახია. მე მას კახპა ვუწოდე,ჩავთვალე ღმერთი მიხედავდა. მაშინ ჟურნალისტობაზე უარი ვთქვი და ოცნებაც შევწყვიტე.

ცოტა წამოვიზარდე და,ექიმობა გადავწყვიტე,მინდოდა ხალხი განმეკურნა,მომაკვდავები გამეცოცხლებინა. დედას ვთხოვე,ჩემთვის ეყიდა "ექიმის ნივთები". დამპირდა,როცა მოვიცლი,გიყიდიო. რამდენიმე თვეში,პატარა სათამაშოები მომიტანა,გაბრაზებულმა დავავლე ხელი და ფანჯრიდან გადავაფრინე,დედაჩემს ჩემი არ სწამდა... გამწარებულმა დედაჩემმა ბოლო ხმაზე მიკივლა,შენ ექიმი კიარა,მხვეტავი თუ გამოხვალ და რა აზრი ქონდაო. მე მივუახლოვდი და თვალებში ჩავაშტერდი,ჩავთვალე რომ ღმერთი მიხედავდა და აღარაფერი ვუთხარი.

ძველი ოცნებები ანუ პროფესიები


გავიდა დრო,ამჯერად მომინდა ვყოფილიყავი მხატვარი,ხატვა მართლა მეხერხებოდა და ახლაც მეხერხება,ვჯდებოდი ხოლმე შუა ქუჩაში და ვხატავდი ყველაფერს ისე,როგორც მე მინდოდა,ისე როგორც მე ვხედავდი,და არ ვცდილობდი ძველი დამეტოვებინა,ყველაფერს ვცლიდი ახლით... ვაგვროვებდი და ვაგროვებდი ნახატებს,მერე გადავხედავდი ხოლმე და ვტკბებოდი. გადავწყვიტე ჩემი მეზობლისთვის,რომელიც მხატვარი იყო,მიმეტანა ეს ნამუშევრები. მივდიოდი,როცა ქარი ამოვარდა და... აღარ გავიქეცი,ჩავთვალე რომ ღმერთს არ სურდა მე მხატვარი გამოვსულიყავი და თავჩაღუნული გავემართე ჩემი სახლისკენ...

ძველი ოცნებები ანუ პროფესიები


ახლა ფსიქოლოგობა მინდა,არ ვიცი რა იქნება,არც არაფერი ვიცი,მაგრამ ერთს ვიტყვი:არასდროს ჩათვალოთ რომ ღმერთს ასე სურს,ამ შემთხვევაში ვერაფერს მიაღწევთ,ღმერთს სურს იბრძოლოთ,თქვენც რა გიშლით ხელს? იცით,ეს რამ დამაწერინა? დღეს დილას,ჩემი დაწყებითების დამრიგებელი ვნახე,რომელმაც გამიღიმა და მითხრა,მაპატიე,შენგან მართლა კარგი ჟურნალისტი გამოვიდოდა,იბრძოლე ამისთვისო. დღეს დედაჩემი ჩემს ოთახში შემოვიდა და,ის გადაყრილი ექიმის ნივთები მაჩვენა,თან გამიღიმა. დღეს მეზობლის ბიჭმა ქუჩაში მიმავალს დამიძახა და მითხრა,ნახატები ვნახე შენი ხელმოწერითო,მხოლოდ 3 ფურცელი,მაგრამ ძალიან ლამაზიაო. მე ვცდილობ ვიყო ოპტიმისტი,გახსოვდეთ,არალიცენზირებულ პსიქოფატებსაც შეგვიძლია ვიყოთ ადამიანები!!
მუსიკის ჰანგებზე ვცეკვავ და ვიღიმი,კვლავ მენატრება...
სიყვარულით,ფსიქო.13



№1  offline წევრი Annee

რა კარგი იყოო ^_^ ძალიან ძალიან მომეწონა.. <3 <3

 


№2  offline წევრი ფსიქო.13

myself
მომეწონა, თან ძალიან love

<3 madloba
Annee
რა კარგი იყოო ^_^ ძალიან ძალიან მომეწონა.. <3 <3

mixaria rom mogewona <3
Mrs. animal
მომეწონა, კარგი იყო, სიყვა! love

madloba siyv <3
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№3  offline მოდერი Mary Drey

.......................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent