შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უდანაშაულო


7-06-2015, 02:12
ავტორი madamfiso
ნანახია 1 773

მწერლობა მინდოდა…
ვცადე კიდეც, უბრალოდ ცოტა ძნელია ამ საქმიანობით თავის გატანა…
ამიტომ სხვა სამსახურიც მოვძებნე და ეს ორი ერთმანეთს მშვენივრად შევუთავსე სწავლასთან ერთად…
რეტრო ბარში დავიწყე სიმღერა…
არ გამჭირვებია, რადგან ბავშვობიდან კარგად ვმღეროდი…
არც ისე რთული ყოფილა მარტო ცხოვრება…
თავშესაფრიდან შავი კნუტი წამოვიყვანე.
გულზე თეთრი პატარა ლაქა ჰქონდა.
ასე თავს მარტოსულად არ ვიგრძნობდი და შევძლებდი ვინმეზე მეზრუნა.
ვერ ვიტყვი რომ ბედნიერი ვიყავი.
თუმცა ცუდად არ ვყოფილვარ.
უბრალოდ ამისთვის დრო აღარ მრჩებოდა…
გვიან ღამით შინ დაბრუნებულს, შავი კნუტი, რომელსაც ლინდა დავარქვი, ფეხებზე მეალერსებოდა, სანამ მე საჭმელს ვუყრიდი თავის პატარა ჯამში.
იმის გამო, რომ იაპონური ყოველთვის ყველაფერი მომწონდა საწოლის ყიდვას იატაკზე ძილი ვამჯობინე.
ლინდასაც არ ჰქონდა საწოლი, თუმცა არამგონია ამას დისკომფორტი შეექმნა მისთვის, რადგან მთელი ღამე ჩემს გულზე ფეთქავდა.
მამშვიდებდა მისი სუნთქვა, რომელსაც მე “ხრუტუნს” ვუწოდებდი.
ასე მდორე იყო და ერთფეროვანი ჩემი ყოველი დღე.
თუმცა მშვიდი.
***
ბარი გვიან იხსნებოდა, მაგრამ იმ დღეს ადრე მომიწია მისვლა.
ჩემი საყვარელი მუსიკა იყო ჩართული ცარიელ დარბაზში.
ამაცეკვა.
ირგვლივ არავინ იყო და ცოტა გავთამამდი.
სულელივით, მარტომ დავიწყე ცეკვა.
უცებ წელზე ხელის შეხება ვიგრძენი, ფიქრებიდან გადმომაგდო რეალობაში.
რეალობაში დაბრუნებული, უცნობ ქერა მამაკაცს ვალსს ვეცეკვებოდი.
უცნაურმა ჭიანჭველებმა დამიარეს სხეულში.
ცეკვა შევწყვიტე და უკან დავიხიე რამდენიმე ნაბიჯით.
მუსიკაც დამთავრდა.
გასახდელში გავედი, სცენაზე გასასვლელად ვემზადებოდი.
“ეს იდუმალი მამაკაცი ნეტავ ვინ იყო?”-ვფიქრობდი, რადგან პირველად შევამჩნიე.
თუმცა, ეს უბრალო ინტერესი იყო უცნობის მიმართ და არა ის გაცხოველებული სიყვარული, რომელსაც ყოველთვის გავურბოდი.
ალბათ მეშინოდა კიდეც მისი…
ასე კარგად არასდროს მიმღერია, როგორც იმ საღამოს.
ოვაციებით და ყვავილებით გამანებივრეს.
ოვაციებს და ტაშს ჩემთვის ვიტოვებდი, ყვავილებს კი ჩემს ვიზაჟიზტს ვჩუქნიდი, რადგან არასდროს მიყვარდა ისინი. (თუმცა ზოგიერთი იყო რომელიც მიყვარდა, მაგრამ არასოდეს არავის უჩუქებია, არცერთი მათგანი ჩემთვის)
ის ქერაც იქ იყო, მეგობრებთან ერთად და თვალს არ მაცილებდა.
სიწითლეს ვგრძნობდი მაკიაჟის სქელი ფენის ქვეშ…
იმ დღის შემდეგ ყოველდღე ვხედავდი.
უფრო და უფრო მეტს ვფიქრობდი მასზე, თუმცა არც ეს იყო სიყვარული.
ერთ ცარიელ მაგიდასტან ვიჯექი და ვფიქრობდი, ყველაფერზე ერთად.მოულოდნელად ვიღაცამ ჩემს წინ შამპანურის ბოთლი დადგა.
-იმ ქერასგანაა..-მე, დედამიწაზე ჩამოვარდნილ-ახლადგამოფხიზლებული, თავიდან გონს ვერ მოვედი.
-გმადლობთ, არ იყო საჭირო, -ვუპასუხე და მაგიდას გავშორდი.
ვიმღერე…
ალბათ ყველაზე ცუდად ჩემს ცხოვრებაში.
მაინც ყვავილები.
მაინც ტაში.
უკვე თენდებოდა.
ქურთუკი მოვიცვი და გასვლა დავაპირე.
ვიღაც ხელზე შემეხო.
ქერა…
და მისი თანმხლები ჭიანჭველებიც, რა თქმა უნდა.
ხელზე მომქაცა, მაგრამ გრძნობა უკვე დაკარგული მქონდა.
გულზე მიმიხუტა.
ყურში ჩამჩურჩულა, “არ წახვიდე!”
ენა ჩამივარდა.
“ღმერთო ჩემო, მისი ხმა…”
გავიფიქრე და გული წამივიდა.
როდესაც გამოვფხიზლდი, გასახდელში ვიწექი დივანზე და ის ქელა წინ მეჯდა.
-გამარჯობა, -გამიღიმა.
-გაგიმარჯოს, -გავუღიმე მეც.
-რატომ ღელავ?
-არ ვღელავ.
-აბა, გეშინია?
-არა.
-რატომ ცახცახებ მაშინ?
-მცივა…
-რა გქვია?
-ანა…
-მადლობა…-ვუთხარი და წამოვჯექი, ქურთუკს გადავწვდი და წამოდგომა ვცადე, ხელი შემაშველა.
-გეჩქარება?
-კი.
-სად?
-უნივერსიტეტში.
-წაგიყვან…
-არ მინდა, ისედაც შეგაწუხე.
-რას ამბობ, მაინც იქით მივდივარ…
-რომ არ იცი სად ვსწავლობ?-გამეცინა მე.
-რა მნიშვნელობა აქვს?…
-კარგი, კარგი წავიდეთ…
***
ლექციებზე ნახევრად მეძინა. სტამბაში უნდა გამევლო, ერთ-ერთი ყოველკვირეული ჟურნალი ორ გვერდს უთმობდა ჩემს ახლადდაჯღაბნილ რომანს. მაგრამ ლინდა გამახსენდა, რომელიც მთელი ღამით მარტო დავტოვე მშიერი, ამიტომ სტამბას მოვუბოდიშე ტელეფონით და კატის საჭმელით დატვირთულმა (შეცდომის გამოსასყიდად), 7 სართულის ყველა კიბე ავირბინე. საბრალო კნუტი ისეთი გახარებული იყო არასოდეს დამავიწყდება მისი ნაღვლიანი, გაბრწყინებული თვანები და აცახცაცებული თეთრი ლაქა გულზე.
რამდენიმე დღე არ ჩანდა ის ქერა.
თავიდან დავინტერესდი რატომ…
თუმცა გადავწყვიტე რომ ჩემთვის სულერთი იყო, მისი სახელიც კი არ ვიცოდი.
სიმღერა რომ დავამტავრე მაგიდას მივუჯექი და ლიმნიან წყალს დავეწაფე.
-ჯერ არ წასულხარ?-ნაცნობი ხმა…
-არა…
-გინდა წაგიყვანო?
-არა, გმადლობთ.
-რატომ?
-არ მივდივარ.
-როცა წახვალ.
-საერთოდ არ მივდივარ!
-კარგი…
-ვიცი რომ დაოჯახებული ხარ!-მივახალე.
-რაა? რა სისულელეა!
-მანქანაში ნიშნობის ბეჭედი შევნიშნე, იმ დღეს… ცუდად დამალე.
-რომც ვიყო შენთვის მნიშვნელობა აქვს?
-რა თქმა უნდა!
-გინდა დავშორდე?
-არა! არც კი მიცნობ…
-მაშინ გავიცნოდ უკეთ…
-ადამიანების გაცნობას ტყუილით იწყებ?
-ხანდახან…
-კარგი, მაშინ მშვიდობით…
ავდექი და კარისკენ წავედი.
დამეწია და ისევ გულზე მიმიკრა.
ჭიანჭველებმა ისევ დამიარეს, მაგრამ აღარ იყო ისეთი სასიამოვნო როგორც მანამდე.
ეს უფრო ზიზღს მგვრიდა.
თავი გავითავისუფლე და წავედი.
-იცოდე ვერარასდროს მნახავ…-მომაძახა უკნიდან.
ცრემლი დამიგუბდა გულში, მაგრამ უკან არ მიმიხედავს ისე გავეცალე.
იმ დღის შემდეგ მართლა აღარ მინახავს.
მოვიდა, ამიფორიაქა ერთფეროვნება და უკანმოუხედავად წავიდა…
***
ქუჩაზე ვიდექი.
ლინდა გულზე მიმეკრო და მწვანე სინათლეს ველოდებოდი გადასასვლელად.
აინთო.
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
სიბნელე.
ყვირილი.
ტკივილი.
ვახელ თვალებს.
თეთრხალათიანები.
საავადმყოფო.
მივხვდი რაც ხდებოდა.
ვიღაც დამეჯახა.
გონს მოსულს მაშინვე ჩემი კატა გამახსენდა.
მითხრეს გაიქცაო.
ძალიან დამწყდა გული.
მის დაკარგვას უფრო მეტად განვიცდიდი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოტეხილობას ჩემს სხეულზე.
კარის მიღმა ჩოჩქოლი იყო.
ვიღაც ქალი შემომივარდა.
თმაში მწვდა და საწოლიდან გადმომაგდო.
წიხლებს მირტყამდა, მე კი შეწინააღმდეგების ძალა არ გამაჩნდა.
როგორღაც ჩამომაცილეს.
ჩანთიდან რაღაც ამოიღო და წინ დამიგდო.
-შენც იგივე მოგელის, დამპალო!-მხოლოდ ამის თქმა მოასწრო სანამ პალატიდან გააძევებდნენ.
ეს ლინდა იყო.
ჩემი კნუტი.
ეს ის იყო რაც მისგან დარჩა.
არაამქვეყნიური ტკივილი ვიგრძენი.
დაჭრილი ცხოველის ხმაზე ავბღავლდი შავმატერიაგულზემიკრული.
ახლაც არ ვიცი ვინ იყო ის ქალი, ან რა დავუშავე.
მე თუ დავუშავე ლინდას რას ერჩოდა?
***
წლების შემდეგ ისევ ვზივარ, პატარა საფლავის ქვასთან წარწერით “ლინდა”…
ახლაც ისეთივე ერთფეროვანია ცხორება როგორც თავიდან…
უბრალოდ ახლა სხვა კატა მყავს.
სხვა სახელით…

ავტორი:ანო სანებლიძე (მადამ ფისუნია)



№1  offline წევრი ფსიქო.13

მაპატიე,ამ ბოლო დროს შენ ჩანახატებს ვერ ვკითხულობდი,მთლიანად საკონკურსო ჩანახატზე ვიყავი გადართული...
ბრავო,მადამ.
უყვარხარ ფსიქო.13-ს.
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline წევრი madamfiso

ფსიქო.13
მაპატიე,ამ ბოლო დროს შენ ჩანახატებს ვერ ვკითხულობდი,მთლიანად საკონკურსო ჩანახატზე ვიყავი გადართული...
ბრავო,მადამ.
უყვარხარ ფსიქო.13-ს.


არაუშავს ძვირფასო მეც გამოცდები მაქვს და ქოფი-პეისთ რეჯიმში ვდებ ყველაფერს :(

მადლობა, ფისოსაც უყვარს ფსიქო <3
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№3  offline მოდერი Mary Drey

..........................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent