შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაშით დაღლილი მოთამაშე


9-06-2015, 10:53
ავტორი 11♥
ნანახია 2 153

ღია ფანჯრის რაფაზე ვზივარ, უაზროდ გავცქერი ქუჩას უკვე ორი საათია. ცივა, ქუჩაში ხალხის მოძრაობა ნელ-ნელა მცირდება. საკუთარი სხეულის ჯერ კიდევ სიცოცხლიანობაში რომ დავრწმუნდე, ყავის ბოლომდე დაულეველ ჭიქას ფეხს ვკრავ და იატაკზე ვარდება. დავარდნის მომენტს შენელებული კადრით ვხედავ: ერთი, ორი, სამი და ბრახ! ნამსხვრევები ყავის ნალექში ერევა და იატაკზე გადმოყრილ ნივთებს მეტად შთამბეჭდავ იერს სძენს. "ჯანდაბა!" - ვფიქრობ და ნახევრად უსიცოცხლო სხეულს იატაკზე ვდებ. თითქოს სულით ვცოცხლობ და სხეული უბრალო ჩასაცმელად მექცა. ბოლო დროს ხასიათი შემეცვალა, საკმაოდ აგნოსტიკოსი გავხდი, სამყაროში ყვეკაფერი თავდაყირა დადგა, ოთახის ბოლოში რამდენიმე საათის უკან მოსროლილ პატარა ნივთს ვხედავ, თვალები ხელახლა მევსება ცრემლით, მაინც მეღიმება. ყველა მაინც ჩემს ამ ღიმილს არის მიჩვეული, ჰგონიათ, არაფერი მაწუხებს, თუმცა უკვე ნიღბის ტარებამაც დამამძიმა და საკუთარ თავსაც დაუფარავად ვაჩვენებ, როგორ მიკვდება სხეული... რეალიბა მწარეა და ოცნებებს შორის ვიძირები, ვგრძნობ, დღითი დღე ვკარგავ საღად აზროვნების უნარს. წამით სარკაზმმა შემიპყრო. საკუთარი თავიც კი ვასამართლე, გავკიცხე და ვეკაიფე... იმდენად ამომივიდა ყელში ამ "ადამიანური" სიყალბის ყურება ყოველდღე, აღარც კი იწვევს ჩემს გაღიზიანებას... უბრალო ღიმილით შემოვიფარგლები. ჰაერი ყელამდეა გაჟღენთილი თვალთმაქცობით, აფერისტობით - სუნთქვაც კი გაუჭირდება კაცს, მაგრამ ზოგიერთი მოკვდავი ისე ხარბად დაეწაფება ამ სიბინძურეს, სულაც არ აწუხებს სირცხვილის გრძნობა. ამიტოაც დავიმეგობრე ჯიუტი ღამე, მე მგავს, მე ვგავარ...
მეწვება სხეული, ზიზღს ვგრძნობ. სისხლი ისე მჭიდროდ ეკვრის კარს რომ მგონია ვეღარ შევაჩერებ, ვეღარ გავუძლებ...
მეტირება, მეტირება როგორც ყოველთვის. ცრემლით ვისველებ მაჯას და ვაკვირდები... რამდენად მიყვარდა ან რამდენად მჯეროდა იმ სამყაროსი რომელსაც ვხედავდი. მელნით დატანჯულ. ირგვლივ მიმოფანტულ ფურცლებს ვუყურებ. სიგარეტს ვუკიდებ, სიბნელეში, კვამლის სუნად იფრქვევა დამწვარი "ბიჩოკი" და ბოლი ფანჯრებამდე აღწევს. უკიდეგანოდ, კარგავს სივრცეში, ფორმას, ზომას, მიმართულებას.
მე როგორ წავიდე წინ, როცა მთელი ცხოვრება უკან მრჩება... იმ გზაზე ვდგავარ, რომელიც არსად მიდის... იმ ფერებს ვხატავ, რომელსაც ვერავინ ხედავს... იმ სიტყვებს ვწერ, რომელიც არავის ესმის... სხეულიც სულ გაყინული მაქვს, სულ მცივა... თუმცა ზაფხულია, მაგრამ მე მაინც მზის სხივებს დახარბებული უკვე მერამდენე დღეა, მის გამოჩენას ველი... წვიმაც არ მტოვებს, სულ წვიმს... ნამტირალევი ქალის სახეს დაემსგავსა ცა. საერთოდ, წვიმა ძალიან მაგონებს ტირილს, თავისი დასაწყისით, მოქმედებითა და დასასრულით, თავიდან ცა მოიღრუბლება, შავი ფერი ისევ დაფარავს ლურჯს, როგორც ნათელ სახეს კოპები შუბლზე. ისევ წვიმს... მაინც წვიმს... სულ წვიმს... კოკისპირულად...



№1  offline წევრი Ignifex

კარგი იყო,მიყვარს ასეთები. წარმატებებს გისურვებ<3

 


№2  offline წევრი 11♥

მადლობა ♥♥♥
--------------------
ჟ.ძებისაშვილი

 


№3  offline წევრი ფსიქო.13

ახლა წავიკითხე და,უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა.
იმის შემდეგ,რაც შენ მომწერე გამარჯვებას მხოლოდ შენ იმსახურებო... ეს წავიკითხე და,ვერ დავიჯერე შენც რომ იღებდი კონკურსში მონაწილეობას.
ძაან მაგარი ადამიანი ხარ,ვერ გეტყვი,ისე შემიყვარდი. არ ვიცი,შენნაირები ცოტანი არიან,სხვებს რომ ამხნევებენ და მათ რომ აკლიათ ეს გამხნევება.
ვფიქრობ,მე ვერ გავიმარჯვებ,მაგრამ შენი მოგება ჩემზე უფრო გამიხარდება...
არვიცი,ძაან მაგარი ადამიანი ხარ,კიდევ ერთხელ გეუბნები. ადამიანი ხარ,რაც დასაფასებელია... love
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№4  offline წევრი 11♥

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო :* რა ტკბილი ხარ რომ იცოდე :* ♥♥♥
--------------------
ჟ.ძებისაშვილი

 


№5  offline მოდერი Mary Drey

...................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent