ერთი კვირაა არ უწვიმია...
არ წვიმს.... უკვე ერთი კვირაა არ უწვიმია.... ყველას სახეზე ღიმილი აკერია, მაგრამ ნახევარზე მეტი ყალბია. სამწუხაროდ, წვიმა მხოლოდ სკოლის დღეებშია და ვერ ვახერხებ ფანჯრის რაფაზე შემომჯდარმა აცრემლებული თვალებით ვუყურო წვიმის წვეთებს და ვერ ვითვლი მათ რიტმს, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეესაბამება ჩემს გულის ცემას. არა, ცრემლები იშვიათად ამშვენებენ ჩემს გაყინულ ლოყებს. იცით რატომ მიყვარს წვიმა ? მხოლოდ წვიმიან ამინდში ვგრძნობ თავს ადამიანად და არ ვარ ყალბი. ასეთ დროს მხოლოდ საკუთარ თავს ვეკუთვნი და სიამაყე აღარ არსებობს, გეგონება რომელიღაც ჯადოქარმა გააქროო.... ჟრუანტელი მივლის და მუცელში პეპლები დაფრინავენ.... ეს ჟრუანტელი ფეხებით იწყება და ყურებამდე აღწევს, რომ იტყვიან "დამბურძგლაო " აი ზუსტად ეგრეა . მთელი კანი დამიწერტილდება ხოლმე. ვუსმენ არაჩვეულებრივი პიანისტის yiruma-ს kiss the rain -ს და რაღაცნაირად ვმშვიდდები. სინამდვილეში კი მხოლოდ ამ დროს ვარ აფორიაქებული, შეყვარებული, გადარეული, გიჟი. მხოლოდ ამ დროს ვარ ის ვინც რეალურად.... მხოლოდ ამ დროს მტკივა და ვგრძნობ რაღაცას მაინც... იცით რა რთულია როცა მხოლოდ საკუთარ თავში იკეტები ? როცა სიყვარული არ გაგაჩნია და მხოლოდ ერთი რამ არსებობს -არსებობა, არსებობა იმისთვის რომ შეიძლება მომავალში მაინც იგრძნო რამე, არსებობა იმის გულისთვის რომ არ გინდა შენს დაკრძალვაზეც წაიღონ მოთქმით და ტირილით გული ყალბმა დედაკაცებმა.... და მერე არ იძახონ რა კაი ბავშვი იყოო. არსებობა იმისთვის რომ მოვა დრო და ვიღაც მაინც ჩაგიხუტებს გულში მაგრად, ისე რომ გეგონება ერთმანეთს შეერწყით და გეტყვის რომ ჭირდები, გეტყვის რომ სულ შენთან იქნება, გეტყვის რომ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. მინებდები მის მკლავებს და მაგრად ჩაეხუტები, შეიძლება ეს სიმართლე არც იყოს, შეიძლება ხუთი წუთის მერე მიგატოვოს, მაგრამ ის მომენტი მაინც დაგრჩეს, ის სულ შენში იქნებადა არასდროს წავა. ალბათ მეც ამიტომ ვცხოვრობ. მხოლოდ ერთი რამის გამო ვარსებობ.... მინდა ვიგრძნო, ოდესმე მაინც....
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.