ზამთრის ზღაპარშიც მხოლოდ შენ ჩანხარ
თოვს ძალიან თოვს,გარეთ ლამპიონებით განათებულ ქუჩში სასურველ მამაკაცთან ერთდ ვდგავარ და ვგრძნობ, როგორ ეხება ფაფუკი ფიფქები ფრთხილად ჩემს სხეულს. ვგრძნობ მის ცივ, მაგრამ სასიამოვნო სიახლოვეს.სიცივისგან გაყინულ ფეხებს მაგრად ვაბაკუნებ მიწაზე, რომელიც მთლიანად თოვლით არის დაფარული.აწითლებულ ლოყებზე თათმანებში თბილად შეხვეულ, ცხელ თითებს ვიდებ და ამ სასიამოვნო შეგრძნებას სხეულზე გამოყრილი პატარა ბუსუსებით ვხვდები.ნაზად ვიხრები და ხელში თოვლის ფიფქებისგან მიწებებულ პატარა, შეუკვრელ გუნდას ხელში ვიჭერ, შემდეგ ხელებს ზემოთ ვწევ და ფაფუკ გუნდას ვშლი..ლოყებაფარკლულ და აწითლებულ სახეზე კარგად მეყრება ზემოდან გადმოცვენილი ფანტელები ,რომლებიც სწრაფათ შორდება ზემოთ აწეულ ხელებს და ჩემსკენ მოდის.მეც გაშეშებული ვდგავარ ერთ ადგილზე და თავგადაწეული, მთელი არსებით მოწყვეტილი ვარ ამ ქვეყანას.ცას ვუყურებ, დაბურულ ცას, ისეთს სადაც არაფერი მოჩანს გარდა სიბნელისა და გაურკვეველი ბურუსისა, რომელიც მიუხედავად დიდი სიცივისა ფიქრის საშუალებას მაინც მაძლევს.წარბშეუკრელი, გაოცებული ვუყურებ ცას, ვუყურებ და ვხედავ როგორ მეცემა თოვლის ფიფქები, უცებ ვიწყებ ფიქრს და სადღაც შორს მივდივარ ,იქ სადაც დიდი ციხესიმაგრე ჩანს ,რომელიც ცივი სასტიკად ცივია და ადამიანის სიყვარულით სურს გათბობა,მყარად აღმართული კრისტალების დამსხვრევა და იმ ყინულს გადნობა, რომელიც ყველაზე მეტ სიცივესა და სიმკაცრეს სძენს მას.უთუოდ მივაბიჯებ ჩემი სასახკისკენ, მაგრამ უკან მრჩება ფეხი, თითქოს არ მსურს შესვლა, კარის გაღება და სამუდამოდ ცივ დედოფლად გცევა.ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ვხვდები, გული როგორ კარგავს სიცოცხლისთვის დამახასიათებელ გაასმაგებულ გულისცემას. სიცივისგან მიწებებული წამწამები სამწუხაროდ აღარ მაძლევენ გამოფხიზლების საშუალებას და თითქოს მეც გაყინული უფრო ამაყად მივაბიჯებ არასასიამოვნო ადგილის დასაპატრონებლად, თითქოს მიმორჩილებს კიდეც და თავის საწადელს აღწევს თუმცა არა,უცებ ჩერდება ყველაფერი,წამიერად მეღვრება სხეულში სითბო, თითქოს კრისტალებიც იმსხვრევა და სხეულიც მითბება.სასიამოვნო შეგრძნება ისადგურებს ჩემს სხეულში და თითქოს ზამთარი კი არა ,გაზაფხულის მოსვლას ველი.გაზაფხულს ავღნიშნავ და კმაყოფილი გავცქერი ახლა უკვე ამაყად მდგარ სასახლეს, რომელიც ულამაზესი ყვავილებით არის მორთული.ახლა უკვე გული გაასმაგებულად ძგერს და თითქოს რაღაცა სასწაულებრივ მოვლენას აღნიშნავს.სასიამოვნო შეგრძნებებით დამთბარს, ნელნელა მშორდება სიცივე და გაყინულ წამწამებსაც ფრთხილად ვაშორებ ერთმანეეთს.ჩემს წინ ასვეტილი მამაკაცი ბავშურად მიცინის და თვალებიდან უსაზღვრო სიყვარულს ასხივებს, სიყვარულს რომელიც ზამთრის ზღაპარშიც კი მათბობს და გაზაფხულის სიცოცხლის შეგრძნებას მიღვივებს!მთელი არსებით ვყავარ აკრული თავის სხეულზე, თავის ძლიერ ხელებს მხვევს და მეც პატარა ბავშვივით თვალებგაბრწყინებული მაღალ სილუეტს, ზედ ვეკვრი და ჩემს პატარა სუსტ თითებს ნაზად ვუსვამ შემოხვეულ ხელებზე.მინდა ვუთხრა, ვუთხრა სად ვიყავი წამის წინ და რა დამემართა როცა ის შემეხო და გულში ჩამიკრა, მაგრამ არ მაცდის,უცებ იხრება ჩემსკენ ორი თავით მაღალი სილუეტი,ვარდისფერი ჩუცები ჩემი ყურისკენ მოაქვს და მეც კარგად მესმის მისი ბოხი ხმა: ეს მხოლოდ კარგი ზღაპარია,ზღაპარი რომელიც ყველა ისეთ ადამიანს მოელის ვისაც ოდესმე შეუყვარდება.იცი არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობა იმ ადამიანს ვისაც ეს გრძნობა არასოდეს განუცდია. ცხოვრებაში,არასოდეს უგვრძნია მის გულს ცივი კრისტალების დამსხვრევა და გაზაფხულის მოსვლა,არასოდეს წასულა ის სხვა, უცხო ქვეყანაში, სადაც არანაირი სიცივე არ არის,არანაირი უნდობლობა და შიში, არამედ მხოლოდ სიყვარულია და ყოველ დღეს ცისარტყელას ფერებით აფერადებს.უსიყვარულო ადამიანი შესაძლოა თოვლის დედოფალს ან თოვლის კაცს მივამსგავსოთ,რომლის გულიც გაყინულია და რომლის გალღობაც მხოლოდ მამაკაცის ან ქალის სიყვარულს შეუძლია.შენ კი შეძელი და ამ ქვეყნად ყველაზე ცივი თოვლისკაცის გული გაათბე, სიყვარული მასწავლე და სამუდამოდ გააფერადე ჩემი ცხოვრება ,ყველაზე დიდი ყინულის კარიც დაამსხვრიე და სამუდამოდ დაიდე ბინა ჩემს გულში.ყოველ წარმოსახვით ზღაპარში შენი ერთადერთი ნათელი წეტილი მე ვიქნები,შენ კი ჩემი! არ ვიცი როგორი გამოვიდა,მაგრამ ეს ჩანახატი ეხება ყველა შეყვარებულ ადამიანს,რადგან ყველა ასეთი ადამიანის მოვალეობაა არასოდეს დაიდოს ბინა ჩვენს გულში მკაცრმა ზამთარმა,არასოდეს მოხდეს გულის გაასმაგებული ძგერის შეჩერება და არასოდეს არ უნდა დავკარგოთ გაზაფხულის მოსვლის შეგრძნება,რადგან ყველაზე ცივ ზამთარშიც კი ,მისი წარმოსახვითი არსებობით უნდა გაგვითბეს გული.. მადლობა ვინც წაიკითხავთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.