ფორთოხლის არომატით
- სიგიჟეა ეს ყველაფერი, - ვეუბნები და ჩაის ბოლო ყლუპს ვსვამ. - მერე რა? - მპასუხობს ისე სასხვათაშორისოდ. - ზღვარზე ვდგავართ. ზღვარზე, რომლის მიღმაც საკუთარი თავი მე აღარ მეკუთვნის. - გადადგი ნაბიჯი, - მეუბნება და პირდაპირ თვალებში მიყურებს. - და იქ რა დამხვდება? - საკუთარი თავი, რომელიც შენ აღარ გეკუთვნის, - ამბობს და იღიმის. მერე ჩაის კოვზს ჭიქიდან იღებს და აგრძელებს, - იქ დაგხვდება ნახევარი სანთლით განათებული ბედნრიერება, ფორთოხლის სურნელი და... - და შენ, - ვასრულებ მის დაწყებულ წინადადებას. - ჰო, მე. მე, რომელსაც ზღვარს აქეთაც აღარ მეკუთვნის საკუთარი თავი. მე, რომელიც შენით ფიქრობს და შენგან ფიქრობს ყველაფერზე. მე, რომელსაც შენი სწამს საკუთარ დაკარგულ თავზე მეტად. ვჩუმდებით. ვჩუმდებით და ვგრძნობ, როგორ იჟღინთება ჰაერი რაღაც საოცარი განცდით. - მეც მჯერა შენი. ყველა სიტყვაში, ყველა გამოხედვაში მჯერა. - მაშინ, რატომ გეშინია? - რისი? - გადაბიჯების. ისევ ვჩუმდები. იმიტომ, რომ არ მაქვს პასუხი. ძალიან ძალიან ნელა ეხება ჩემს თითებს და ნაზად ეფერება. - არ მეშინია, - ვამბობ ისე უეცრად, რომ თავადაც მიკვირს. ორივე ხელს ძალიან მაგრად მკიდებს, პირდაპირ თვალებში მიყურებს და მეუბნება: - თუ ეს ის არის, რასაც სხვები სიყვარულს ეძახიან, მაშინ მე შენ ყველა ზღვარს და დოგმას იქით მიყვარხარ. ყველა ვერთქმულ ემოციად და გულში ყველაზე ღრმად ჩამარხულ გრძნობებად მიყვარხარ. ოკეანის ფსკერიდან ყველაზე შორეულ ვარსკვლავამდე მიყვარხარ. აი ამ საოცრად მუქი ჩაის ყველა წვეთად მიყვარხარ, შენ რომ ასე გიყვარს. ყველა გვირილის თითოეულ ფურცელად მიყვარხარ. შენს დანახვაზე ყველა დაყრილ ეკლად მიყვარხარ. შენი ულამაზესი თითების ყველაზე ამოუცნობ და მშვიდ არომატად მიყვარხარ. საკუთარ დამარცხებულ ეგოიზმად მიყვარხარ. უკან დახეულ საშინელ უსინდისობად მიყვარხარ. იმ გრძნობად მიყვარხარ, სიგიჟე ახლოსაც კი რომ ვერ მოვა. ყველა ის ამოსუნთქვა მიღირს, რომელიც თავს მაკარგვინებს, როცა შენთან ერთად ვარ. არ ვიცი, რა უნდა ვიგრძნო. არ ვიცი, სად ვიპოვო სიტყვები, რომ ჩემი ემოცია გამოვხატო. თვალებს ვხუჭავ და ცრემლები თავისით მოდის. - ნუ გეშინია. ნუ გეშინია, გესმის? - მეუბნება და თავს ჩემს ხელებს აყრდნობს. - მჭირდები, - ვიწყებ მე, - ყველა ვერნაპოვნ სიტყვად მჭირდები. ყველა სავსე დუმილად მჭირდები. ყველა ბედნიერ ღიმილად მჭირდები. ჩვენი სიყვარულისფერ ფორთოხლის არომატად მჭირდები. ნახევრადჩამწვარ სანთლად მჭირდები, ჩვენს ღამეებს რომ გაანათებს. დაჯერებულ სასწაულად მჭირდები, ახდენილ ოცნებად მჭირდები. თხემით ტერფამდე მჭირდები. თავს არ წევს, ისე მისმენს. მე ვაგრძელებ: - მადლობელი ვარ. შენი დაკარგვის შიშისთვის ვარ მადლობელი... და კიდევ ამ წამს დამარცხებული საკუთარი თავის დაკარგვის შიშისთვისაც მადლობელი ვარ. ყველა შიშის ჟრუანტელზე მეტად მიყვარხარ. ხელებზე მკოცნის და თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ვივსები მისი არსებით. ყველა ფორაში მიჯდება მისი სიყვარული და მზად ვარ დავარღვიო ყველა საზღვარი და კანონი მისთვის და მასთან ერთად. - წამო, - ხელს მკიდებს და... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.