შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მოვედი...


11-06-2015, 22:39
ავტორი Anna)))
ნანახია 3 153

მე მოვედი...
მე სწორედ მაშინ დავბრუნდი ,შენ რომ აღარ მელოდი.მოვედი და დიდხანს ვიდექი შენი ფანჯრის ქვეშ, წვიმდა ..იმ ღამით უსაშველოდ წვიმდა, წვიმის წვეთები ქაოსურად ეცემოდნენ სახურავიდან ..და მე ვიდექი სრულიად მარტო , სველი ,წვიმით და არამხოლოდ - ცრელმებითაც... ვიყურებოდი შენს სარკმელში , საიდანაც შუქი ბჟუტავდა და თითქოს ამჩნევდა ჩემს დაბრუნებას. მესმოდა პატარა ბავშვების ხმები , ბედნიერი შეძახილები და იქიდან არც ერთი პატარა არ მეკუთვნოდა მე .
და მე ვიდექი , შენი ფანჯრის ქვეშ , ველოდი შენს გამოჩენას , შენ კი არ ჩანდი . და წლების მერეც ისევ ისე მენატრებდა შენი მშვიდი ხმა , შენი აუჩქარებელი ნაბიჯების, შენი სიჩუმის, შენი აუღელვებელი ხმის მოსმენა . ვიდექი შენი ფანჯრის ქვეშ და ვიცოდი რომ სახლი სადაც შენ ცხოვრობ არ იყო ბედნიერებით გაჟღენთილი , და მე ველოდი შენს გამოჩენას , როგორც წლების წინ ... სადღაც ხალხისგან დაცარიელებულ ადგილას რომ ვიდექი , ფარფატა თხელი კაბით და წამებს ვითვლიდი შენს გამოჩენამდე .
დრო არის უცნაური , ღამეა ... ოთხს ოცი უკლია ... მანძილი შენამდე არც ისე მოკლეა და მიჭირს სუნთქვა , ვიცი რომ არასდროს , არასდროს მოხვალ . მე და შენ ცალ-ცალკე მივყვებით ცხოვრებას და აღარასოდეს ვიქნებით ერთად .
დავშორდით .. ძველი ფილმის კადრებივით მიტრიალებს თვალწინ ყოველი მომენტი , ყოველი წუთი ჩვენი ერთად ყოფნისა და ახლა წლების მერე , როცა საერთოდ არ ელოდი ჩემს გამოჩენას, მე მოვედი , ვდგავარ შენი ფანჯრების ქვეშ და არ მესმის შენი სიცილი , და კედლებს მიღმა , მე მაინც ვგრძნობ შენს აჩქარებულ გულისცემას . არ უნდა დამეკარგე , წლების წინ , არ უნდა წასულიყავი ისე უცნაურად ... წვიმდა , ღამის წყვდიადში მთვარე -გაცრეცილი თავის სხივებს ფენდა ცაზე ჩაბნელებულ . ვიდექით ერთად და იმ სიჩუმეს მხოლოდ ჩვენი გულისცემა არღვევდა . ვდუმდით და ერთმანეთს ვუსმენდით . ჩვენ ერთმანეთის დუმილიც გვესმოდა . თუმცა ბოლო მაინც ერთი აქვს ყველაფერს , ყველაფერი ქრება , ყველაფერი უჩუმრად სრულდება , შენ წახვედი ... მას შემდეგ წლები გავიდა და მე მაინც ისევ ისე მიყვარს შენი ჯიუტი ხასიათი , ისევ ისე ჩამესმის შენი მშვიდი ხმა , დაგეძებ ყველგან ათას ადამიანში , დავეძებ შენს თაფლისფერ თვალებს , ფილტვებს სიგარეტის ბოლით ვიჟღენთავ და ისევ შენზე ვწერ.. და წლების მერეც მე ისევ შემრჩა ბავშვური სიყვარული შენდამი რომელსაც ვუფრთხილდები და არასდროს გავწირავ წარსულისათვის . შენ წახვედი როგორ მოგაწვდინო ხმა ამ სიშორიდან , როგორ მოგეფერო , როგორ დაგივიწყო ...
მე მოვედი ...სწორედ მაშინ როცა შენ არ ელოდი , წვიმს , ვდგავარ შენს ფანჯრებთან ცრემლებით სველი და მესმის ბავშვების სიცილი... იქიდან არც ერთი არ არის ''ჩვენი''...
მე შენ მიყვარხარ ...
ანა ზეიკიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent