შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,წითელი მარლბორო და შენი მონატრება


13-06-2015, 12:17
ავტორი ფსიქო.13
ნანახია 2 444

შენი წასვლის შემდეგ ყველაფერი აირია.
საგნებმა ადგილები შეიცვალეს.
ჩემი ფილტვები უკვე შენი ფილტვებივით იკვბება.
ღამე მშვიდად ძილი,უკვე ოცნებაა.
ქუჩაში უკვე ყველას "შენად" აღვიქვამ.
მოკლედ,მენატრები.
ზოგჯერ საჭიროა განშორებაო,მეუბნებოდი,მაგრამ განა იმდენი დრო გვაქვს რომ ყველაფერი ვცადოთ? მე მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა. წარსულის ღირსებას ახლა ვგრძნობ და,ციებასავით მაკანკალებს. მტკივა უსასრულოდ,მაგრამ ვის ესმის ჩემი ტკივილი? არავის... ცრემლებიც ტყუილია,მაინც არაფერს შველის. მაპატიე,ვერ დაგაფასე. ვიცი,მიყვირებ,"ვერ" არ არსებობს,რაც გინდა,აუცილებლად გააკეთებდიო,მაგრამ რა ვქნა,მართლა ძალიან მიყვარდი,მიყვარხარ,და მეყვარები ბოლომდე.
წვიმდა,ჩემს ყურსასმენებში გაჟღერებული "ნი ულეტაი" რატომღაც უფრო მასევდიანებდა. ქუჩებს ფეხით მივუყვებოდი და ნაყინს აუჩქარებლად მივირთმევდი. ხალხის გაკვირვებული სახეებიც დავიჭირე რამდენიმეგან,მაგრამ ფეხებზე დავი*იდე... ნაყინი დასრულდა თუ არა,ძირს მოვისროლე,იქვე,ასფალტზე ჩამოვჯექი და წითელი მარლბორო ამოვიღე. ნელა ვეწეოდი და ღრმა ნაპასებს ვურტყამდი,ისეთებს,ნებისმიერ სხვას რომ დაახრჩობდა. წვიმამ მთლიანად დამასველა,მაგრამ სულიერ სიცივეს უფრო ვგრძნობდი,სამწუხაროდ.
ამოვიხვნეშე,მეოთხე ღერი ამოვაძრე და,თან მარჯვნივ გავიხედე,მეტი ეფექტისთვის. გავიხედე და,იმ წამს გადმომცვივდა საზიზღარი ცრემლები.
სადარბაზოში,ვიღაც გოგო ხმამაღლა კისკისებდა და ქოლგას კეცავდა,შენ კი შენებურად იღიმოდი და წამდაუწუმ ყელში კოცნიდი,ისე როგორც ოდესღაც მე. უფრო მეტად ამიტანა კანკალმა,მარლბოროს კოლოფი დავაგდე,კოკაინის ღერსაც იგივე ბედი ვუწიე და გავიქეცი,გავიქეცი... სახლში მისულმა,არყის ბოთლს ვეცი,ბოლომდე ჩავცალე,მერე ძირს დავაგდე და იატაკზე ჩავიკეცე. ბოლო ხმაზე ვღრიალებდი,მტკიოდა უსამართლობა. შენ ჩემთან უნდა იყო,შენ დამპირდი,არასდროს წავალო. დამპირდი.
შენ მე დამპირდი.
შენ დამპირდი.
დამპირდი.
დამპირდი...
ვიცი,ძველებურად აღარაფერი იქნება,შენ უკვე ჩემი აღარ გქვია. განა ოდესმე გერქვა? არ ვიცი,არ ვიცი... იქნებ,დადეგეს ის დღე,როცა ორივე ერთად ვიქნებით,და მე მჯერა,უსასრულოდ გეყვარები. როდესმე. მთავარია,შენ იყო კარგად. მაგრამ ჩემთან ერთად. შენ არ გაქვს უფლება,ასე,ადგე და მიმატოვო,ეს საქციელი შენ არ შეგეფერება. ვიცი,დამიბრუნდები,და მაგრად ჩამეხუტები. მე მჯერა ამის,და ასე ვცოცხლობ. სხვაგვარად შეუძლებელია.
მტკივა. ისე მტკივა,როგორც დაცემულ ანგელოზს,ღმერთმა სამოთხიდან რომ გამოაგდო და დედამიწაზე საკუთარი ადგილი ვერ იპოვა.
ისე მტკივა,როგორც უშვილო დედას.
ისე მტკივა,როგორც ჯვარცმულ იესოს.
ისე მტკივა,ისე მტკივა...
არ ვიცი,როდემდე გავძლებ. არ ვიცი,ალბათ მანამდე,სანამ ღმერთს არ მოესურვება დაასრულოს. ვიბრძოლო? სასაცილოა უბრალოდ,რისთვის ვიბრძოლო? მითხარით,განა აქვს რამეს აზრი?!!!!!
მენატრები რა,და მჯერა. მენატრები მე შენ,და მიყვარხარ. მართლა ძალიან მიყვარხარ,რომ ვიცოდე,ჩემზე მეტად ვინმეს უყვარხარ,როგორმე შევძლებდი მშვიდად ცხოვრებას. ვერ დაგივიწყებ,არ შემიძლია. სული მტკივა,ეს ტკივილი იმდენად დიდია,მუხლებზე მცემს და ბოლო ხმაზე მაღრიალებს. სხვანაირად არ შემიძლია,მკლავს მონატრება და შენთან ყოფნის სურვილი. ხო,მართალი ხარ,შეცდომა დავუშვი მაგრამ,რატომ ვერ მპატიობ? როცა გიყვარს,აპატიებ,და არ წახვალ.
როცა გიყვარს...
როცა გიყვარს...
ერთი სურვილი რომ მქონდეს,ვინატრებდი შენ იყო კარგად.
ოღონდ ჩემთან ერთად.
რა ვქნა,ეგოისტი ვარ,მე ვერ გაპატიებ უჩემობას.
ვერ გაპატიებ...
ყველაფერი კარგად იქნება,სულ შენთან ვიქნები-ო მეუბნებოდი,შენ სიცოცხლეს გეფიცები არასდროს დაგტოვებ-ო,გამოდის ჩემი სიცოცხლე არაფრად გიღირს.
ოჰ,მტკივა.
მაგრად მტკივა,შენს თავს ვფიცავარ.
ერთ დღეს,თქვენც შემოგიტევთ მარტოობი გრძნობა,ერთ დღეს,თქვენც ჩემსავით გეტკინებათ...
ერთ დღეს,თქვენც აიღებთ არყის ბოთლს,წითელ მარლბოროს ამოაძვრენთ ჯიბიდან,ღრმა ნაპასებს ჩაარტყმთ. ბოლოჯერ მიიხედავთ უკან და,მორჩა. მერე ეზიარებით ფრენის საიდუმლოებას. დავიფიცებ,ვერ გაძლებთ.
მაგრამ,გამოიდარებს!
ნახეთ,როგორ უცებ გავაკეთე ნახტომი ბედნიერებისკენ?
გამოიდარებს,აუცილებლად გამოიდარებს.
ღმერთს მაარტო ტკივილი არ უნდა ჩვენთვის,ბედნიერი დღეებიც მალე მოვა.
ესეც გაივლის,აბა რა.
მაგრამ,ვის ვატყუებ.
ამ ტყუილ ოპტიმიზმს,ისევ ფრენის პერსპექტივა ჯობს.
კარგად იყავი,გტოვებ.



№1  offline წევრი ninaka)))

და ეს "დღე" სწორედ დღეს მაქვს.. //

 


№2  offline წევრი ფსიქო.13

გიკი გოგო
რაღაცამ ჩამწვა...

...
ninaka)))
და ეს "დღე" სწორედ დღეს მაქვს.. //

არამარტო დღეს,ასე გაგრძელდება,ყოველთვის გეტკინება...
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№3  offline წევრი arctic monkey

აი შიგ სულში ჩამწვდა.არც ვიცი რავთქვა მეც სუ ასე ვარ

 


№4  offline წევრი ფსიქო.13

მადლობა არქტიკელო მაიმუნო...
ყველაფერი ისევ ისე იქნება,ისევ გეტკინება,შეიძლება უარესადაც...
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


რაღაც, ჩემნაირი "ოპტიმისტის" მსგავსი. და ყველაზე საშინელება რა არის, იცი?! ვგრძნობ ტკივილს, მაშინ, როდესაც, წესით, არ უნდა ვგრძნობდე. მთელი გულით მიყვარს ვიღაც და ამავდროულად, მტკივა ეს სიყვარული.
ვიღაც მაინც რომ არსებობდეს, კიდევ ჰო, მაგრამ...
ჩარკვიანის არ იყოს, სიყვარული და ერთგულება შევფიცეო არარსებულს.
სასაცილოა უბრალოდ.

 


№6  offline წევრი Anonymous

არ ვიცი, ძალიან დამწყდა გული მართლა.. სულში ჩამწვდომი ჩანახატი იყო. ძალიან მომეწონა, ბრავო.. love

 


№7  offline მოდერი Mary Drey

................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent