შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თურმე


13-06-2015, 13:09
ავტორი lika-kika
ნანახია 2 031

თურმე ადამიანი ყველაფერს ეგუება, ამაში პრველად მაშინ დავრწმუნდი როდესაც ჩემს პატარას პირველად ქონდა სიცხე, მაშინ მეგონა რომ იქ დასრულდა ჩემი ცხოვრება. თუმცა, გადავიტანე. ყველა, ყველაფერს ეგეუბეა, უბრალოდ ყველა სიტუაციას თავისი დრო აქვს. ყველაფერს ეგუები გარკვეულ დროში. სწორედ ის დროა ყველაზე ძნელი და რთული პერიოდი. ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაშ ასეთი სირთულე გავლილი, ზოგს მხოლოდ ერთხელ, ზოგს მრავალჯერ. ტკივილი ინდივიდუალურია, არავინ ისცის ვის როგორ და რამდენად ტკივა, ვერავინ იმსჯელებს იმაზე რა უფრო დიდი და რთულია, როცა საყვარელ ძაღლს კარგავ, თუ საყვარელ ადამიანს შორდები. ყველა სირთულე და ტკივილი გაყუჩებადი და გარდამავალია, მხოლოდ დროის საკითხია. სამწუხაროდ ვერავინ სწავლობს სხვის შეცდომებზე, აუცილებლად თვითონ უნდა გამოსცადო საკუთარ თავზე, თვითნ უნდა გეტკინოს და იმ სიმწარით ისწავლო ფეხზე წამოდგომა.
თურმე ადამიანს ყველა ასაკში შეუძლია იყოს ძალიან ბედნიერი, როდესაც 18 წლის გავხდი და თავი უზარმაზარი მეგონა მაშინაც ჩემზე ბედნირი არავინ მეგონა, მაგრამ მერე როდესაც წლების შემდეგ გულზე პატარა არსება დამაწვინეს სამშობიაროში მაშინ მივხვდი რა არის ნამდვილი ბედნიერება. ეხლა 94 წლის ჩემი დიდი ბებია კი დარწმუნებით მეუბნენა, რომ ამაზე დიდი ბედნიერებაც არსებობს და ეს არის ის რომ ძალიან დიიდ ხანს უყურო შენს საყვარელ ადამიანებს. ბებიამ მითხრა რომ შვილის დაბადებით გამოწვეულ სიხარულზე ორმაგად სასიახარულოა შვილიშვილის დაბადება და მის გაზრდაში მნაწილეობის მიღებაო, მერე შვილიშვილის შვილი კიდევ უფრო დიდი ბედნიერებააო (ეს მე ვარ) და ჩემი პატარა ბებოსათვიის არის შვილიშვილის შვილიშვილი და გუშინ მეუბნება რომ ეგ ყველაზე დიდი ბედნიერებააო საერთოდო. არავინ მიყვარს მასზე მეტად და არავინ ისე არ მომენატრება როგორც პატარა მეგიო. გუშინ ისიც მითხრა რომ ბედნიერი ქალია, რადგან ამდენ თაობას მოესწრო, ამდენ გახარებას და სიხარულს. მითხრა ყველაფერი სიყვარულის დამსახურებააო.
თურმე სიყვარულიც ნებისმიერ ასაკში ყოფილა დასაშვები. თურმე 94 წლის ასაკში იმაზე 1000 ჯერ უფრო მეტად გიყვარს ვიდრე 20 წლის ასაკში. თურმე მხოლოდ სიყვარულს შეძლია ადამიანს დადაატანინოს ყველა განსაცდელ იდა გააძლიეროს, თურმე მხოლოდ სიყვარულს შეუძლია შეუძლებელი შეგაძლებინოს. სიყვარული ჩემთვის არის ოქროსფერი, კაშკაშა, რომელსაც აქვს სიგიჟის, სიბედნიერის, სისუფთავის, სიამოვნების სუნი და არომატული გემო. სიყვარულია ძალა, რწმენა და იმედი.


2015.06.13 1:10



№1  offline მოდერი desktop

ამის დაწერას ჭურჭელი დაგესვარა და დაგერეცხა აჯობებდა.
--------------------
© umanita' mi stai sul cazzo...

 


№2  offline წევრი madamfiso

კოპირება რომ არ აქვს მეზარება წერა შეცდომების, მითუმეტეს არაა ძალიან გამაღიზიანებელი ხარვეზები, ცუდი არაა. ბევრ სისულელეს რაც დადეს აქ სჯობს :)
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№3  offline მოდერი Mary Drey

......................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent