შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერისცვალება


15-06-2015, 02:54
ავტორი qinqladze
ნანახია 3 783

მზე ფრთხილად მიიწევს დასავლეთისკენ, გრძნობს რა აუტანელი სიდინჯით ეცლება ხელიდან ასე სასურველი ძლევამოსილება, უხალისოდ ეალერსება ბუნებას უკანასკნელი, სუსტი სხივებით. დედამიწაზე გადაფენილი ოქროსფერი გობელენი სადღაც ქრება. დამაყრუებელი სიჩუმე ჩამოვარდა. ბნელი ღამის მოლოდინში ირგვლილ ყველა ცოცხალი გარინდულიყო. მისი თავბრუდამხვევი, ჰაერთან შერწყმული სურნელი უკვე მკაფიოდ იგრძნობა. ბაცი თეთრდება, რუხი შავდება, ცა ლურჯ ლაქას ემსგავსება... ყველაფერი თავისთავად აღქმადი ხდება. ეს ხომ ჭეშმარიტი ფერისცვალებაა! სრულყოფილი და ამასთანავე იმდენად მერყევი, რომ სულ ადვილად შეიძლება ახლა, აი ამ წამს ნაკლი მშვენიერებად აღიქვა, სიძულვილი- სიყვარულად, შორეული სიკვდილი კი ყველაზე ახლობენ სიცოცხლედ. ეს არის მიჯნა დასაბამიდან ორ, დღისა და ღამის სამეფოს შორის. ეს არის ყველაზე ცოცხალი, ყველაზე ცვალებადი დრო, როდესაც წუთები რიტმს კარგავს და თავდავიწყებით ეშვება ფერისცვალების მორევში.
საღამოს ნიავი, უამრავი ფოთოლი ერთად რომ შეჰყვარებია, გზააბნეული დაძრწის სიცარიელიდან სიცარიელეში სანამ ერთ-ერთ მათგანს არ იგრძნობს. იგრძნობს და დაუწყებს ფერებას, ვნებით სავსე ფერებას, ხან ერთს, ხან მეორეს. არხევს, ეფერება და თბილი ბგერებით უამბობს სიყვარულზე. სწორედ ეს ბგერები, ჩვენს ყურამდე მკრთალად მოღწეული არც კი შეგვიგრძვნია ისე ვუწოდეთ მათ შრიალი... სიო ბინდს მოუძღვება. ყოველივე მასში ეხვევა და შეუმჩნევლად კარგავს ფორმას. კლდის ქიმზე ობლად ამოსულ თეთრ ედელვაისს სიბნელე ფრთხილი მტაცებელივით ეპარება, თუმცა მთის ამაყი შვილის თავისუფლებას ვერაფერს აკლებს. სხივმოსილი ედელვაისი საოცარი, ბინდში გამოკვეთილი თეთრი ფურცლებითა და მათზე დაპკურებული მკრთალი ლაქებით თავს იწონებს. უველაფერი იცვლება, ყველაფერი მის გარდა.
უეცრად და ამავე დროს თითქოს საეცრად მშვიდად გარინდულ სამყაროს ღამე ესტუმრა, რომელსაც თან შავი სუდარა მოიყოლა და გზად ყველა ფერი დაიმონა. ეს მეხის გავარდნასა და ყველაზე ფარმონიულ სტუმრობას მოჰგავდა. სიბნელე მანამ ეალერსებოდა უფერულ სივრცეს, სანამ სუდარით მთლიანად არ შემოსა. ეს იყო პირველი ნაბიჯები მიჯნის მიღმა ღამის სამეფოში, რომელმას სხვა ყველაფერთან ერთად მოკაშკაშე ედელვაისიც შთანთქა. ის მოვიდა! მოვიდა და თან საოცარი საკუთარი არომატი მოიტანა, რომელმაც წარმოუდგენელი სისწრაფით მოიცვა მთელი სამყარო.ეს ის არომატია, რომელიც გვიქმნის შეგრძნებას, რომ უბრალოდ საარსებოდ აუცილებელ ჟანგბადს კი არა , სიტკბოთი შეზავებულ თვით სიცოცხლეს ვსუნთქავთ. ცაზე მოკიაფე პირველმა მნათობდა კი საბოლოოდ გვაუწყა ფერისცვალების აღსასრული...



№1  offline წევრი madamfiso

ძალიან პოეტურია ^_^
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№2  offline წევრი liziglonti

მეც მომწონს.... ძალიან ლამაზად გიწერია.... შენგან კარგი პოეტი დადგება .... love მაგარი გოგონა ხარს ... ...

 


№3  offline მოდერი Mary Drey

..........................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent