ჰოოომმ
ვერ დაგავალდებულებთ, შემოდით და წაიკითხეთთქო, ეს უბრალოდ ჩემი პირადი გრძნობებია რომელიც არ მასვენებს და შიგნიდან მანადგურებს. გამოსავალს წერაში ვხედავ, მართალია ლამაზად არ გამომდის მარა მაინც. ეს საიტი კი იძლევა საშუალებას რომ დაწერო შენს შესახებ (რაც არ უნდა სისულელე იყოს) და მადლობა ამისთვის. ჯერ 16ის ვარ და არ მაქ შესაპერისი არც ასაკი და არც გამოცდილება რომ ცხოვრებაზე ბრძნული აზრები ვაფრქვიო. ეს ვიცი, მაგრამ უკვე მაშვევს რომ იმედები ყოველთვის ცრუვდება... კარგია რომ იმის უნარიც მაქ თინეიჯერულ პრობლემებს მაღლიდან გადმოვხედო და შევაფასო, ამიტომ კარგად ვიცი რომ წუწუნი ცხოვრების უსამართლობაზე, დაუნახავობაზე და დაუფასებლობაზე სისულელეა და მეტი არაფერი. ასევე სისულელეა ყოველგვარი პროტესტი, უკვე ვიცი რო ბოლოს ყველაფერი ისე იქნება როგორც შენს მშობლებს, ნათესავებს და გარშემომყოფ ხალხს უნდათ, წინააღმდეგონის გაწევით განსხვავებული ხდები, ჩვენს სამყაროში კი განსხვავებულებს ვერ იტანენ. მეც ისეთივე სულელურ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდე როგორც სხვა მოზარდები, გადავწყიტე ბრძოლას თავი დავანებო და ყველაფერს შევეგუო, რა საშინელებაა ხო. თან რო იცი რო უფრო საშინელება წინ გელოდება. ერთი ჩვეულებრივი "არალამაზი" გოგო ვარ (მახინჯს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ვიცი როგორია სიმახინჯე და მასეთი დაუნახავი არ ვარ) მაგრამ ის პერიოდი უკვე გავიარე "არავის არ ვუყვარვარ და ზედმეტი ვარ აქ"თქო, ეგ აღარ მადარდებს. ერთი რაც მადარდებს და ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება, ის არის რომ როცა სამოდელო სააგენტოში შესარჩევ კასტინგზე მივედი მითხრეს რომ კარგი მონაცემები მქონდა და სიხარულით მიმიღეს მაგრამ ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს რომ საქართველოში მოდელობა ვერ გაცხოვრებს და გამომიყვანეს, მითხრეს ისწავლეო და ხოო... ამასაც შევეგუე. ვსწავლობ... ალბათ იურიდიულზე ჩავაბარებ და... მოკლედ რა ემართებათ "კარგ გოგოებს"? ხო უყვარდებათ... "ცუდი ბიჭები"... ასე მოხდა. და რათქმაუნდა იმ ბიჭს რბულად რომ ვთქვათ, საერთოდ არ ვაინტერესებ. ჰმმმ... ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს რომ სწავლა სოფელში უნდა გავაგრძელო, ერთი სიტყვაც არ მითქვას საწინააღმდეგოდ, ეს იმიტომ რომ არ მინდა იმ გოგოებს დავემსგავსო სიყვარული რომ აშტერებთ და მერე თავს იმცირებენ ბიჭებთან, ჯობია შორს ვიყო და საერთოდ არ ვნახო. ხო, მე ყოველთვის იმას ვირჩევ რაც "ჯობია" და არა იმას რაც "მინდა". საერთოდ არ ვაინტერესებთქო რომ ვთქვი, ეს ძაან ცივი ნათვამი იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ჩემი სახელიც კი არ იცის, არა ასე არ არის, ჩვენ გვიწევს ერთმანეთის ნახვა ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა და ეს ყველაფერს ართულებს, იმიტომ რომ მას მიჩვეული ვარ. რაღაც პერიოდი ჩვენ ძალიან კარგად ვართ ერთმანეთთან. ჩემს მდგომარეობაში კი პატარა მოქმედებაც კი იმედს მაძლევს და მერე თავისი ქცევით ისევ მართმევს. საშინელება ის არის ჩემი მომავლის მთავარ პერსონაჟად მივიჩნევ და თან ვხვდები ეს რამდენად არარეალურია. ვიცი რომ მალე მომიწევს საშინელ რეალობასთან შეხვედრა, სადაც ის არ არის და მეშინია იმ იმედგაცრუების რომელიც წინ მელოდება. გადავალ და საერთოს ვეღარ ვნახავ, ამაზე ფიქრიც კი მანადგურებს. და განა არ მიფიქრია რო ეს უბრალოდ გატაცებაა? მიფიქრია კი არა, დიდხანს ვარწმუნებდი ამაში ჩემს თავს მაგრამ... შვიდი წლის განმაბლობაში ადამიანის გატაცება? ცოტა მაეჭვებს... პირველად ექვსი წლის წინ მომიყვა ჩემმა პირველმა დაქალმა რომ უყვარდა და "მასაც" უყვარდა. მაგრამ პატარები იყვნენ და ვერცერთმა ვერ შეძლო ამ გრძნობაზე ალაპარაკება, ეს რომ გავიგე ჩემ დაქალს უკვე შეყვარებული ყავდა. მაგრამ ვხედავდი "მას" ისევ როგორ უყვარდა და იტანჯებოდა ამის გამო. ორი წლის შემდეგ კლასები შეერთდა, ერთი გოგო გავიცანი, დავახლოვდით და გამომიტყდა რომ "ის" მოსწონდა მაგრამ ეს ცალმხრივი იყო. ვხედავდი როგორ უხაროდა და უციმციმებდა თვალები "მისი' დანახვისას. მერე ვიღაცამ გაუვრცელა ამ გრძნობის შესახებ, ამასაც შერცხვა თავისი გრძნობის და უარყო ის. ერთი წლის წინ კი ახალი გოგო გადმოვიდა, უცნაურად სწრაფად დავახლოვდით, არაფრით ვგავდით ერთმანეთს და თან ერთნაირები ვიყავით. მაშინ პირველად შევნიშნე "მისი" სულელური ღიმილები, მიშტერებები, ფარული მინიშნებები. მწყინდა, საშინლად. და ალბათ მშურდა კიდეც. გავიგე რომ არც ჩემი დაქალი იყო გულგრილი "მის" მიმართ. მაშინ პირველად ვიგრძენი რას ნიშნავდა ეჭვიანობა. მივხვდი აქამდე რა მშვიდად ვიყავი. იმიტო რო "ის" არავის არ ეკუთვნოდა. მაშინ კი ვიგრძნენი რომ ვკარგადვი (არც არასოდეს ყოფილა ჩემი). ერთად არ ყოფილან, რადგან ჩემმა დაქალმა გაიცნო ის. საშინელებაა რომ ჯერ 16ის ვარ. ბედი დამცინის. ვიცი გამანადგურებს. ისიც ვიცი არ ვარ კარგი ადამიანი. მაგრამ შენ ვერ გადაწყვეტ ვინ გიყვარდეს და ვინ არა. და ამის შეჩერებაც სეუძლებელია. მაგრამ შესაძლებელია დამალვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.