შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველას შენსავით არ გაუმართლა !


15-06-2015, 20:09
ავტორი ნინი-21
ნანახია 2 253

14.06.2015 21.30
-ოო ღმერთო რა საშინლად წვიმს.!
ფანჯარასთან მდგომი მია, შეპარვით გაჰყურებდა თავისი სახლის ფანჯრიდან ვერეს ხეობას.
-იმედი მაქვს მალე გადაიღებს.
ჩაილაპარაკა ფანჯარასთან დგომით დაღლილმა, კარები გადაკეტა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. დღეს უჩვეულო დღე იყო მისთვის, დიდი მოლოდინით ელოდა ხვალინდელი დღის გათენებას ხვალ ხომ მისი მშობლები ბრუნდებოდნენ სახლში. თან ეს სახლში მარტო ცხოვრებაც ამოუვიდა ყელში. ტელეფონი აიღო და თავის მეგობართან გადარეკა.
-როგორ ხარ ნი?
-რავიცი არა მიშავს, რანაირი ამინდია. ცა ძირს ჩამოვიდისო ამაზეა ნათქვამი. შენ როგორ ხარ?
-მეც არა მიშავს რა. იქნებ ჩემთან გამოხვიდე დღეს. მარტო სახლში ყოფნა არ მინდა.
-გამოვიდოდი მაგრამ ხომ იცი მანქანა გამიფუჭდა ახლა კიდე მანდ ფეხით ვერ გამოვალ.
-კარგი. მაშინ წავალ ვახშამისთვის მზადებას შევუდგები.
-მიყვარხარ. გკოცნი
-მეც.
ყურმილი დაკიდა და ტელეფონი სამზარეულოს მაგიდაზე დადო. სამზარეულო მისი სტიქია არ არის მაგრამ დრო რაღაცით ხომ უნდა გაიყვანოს. თან კარგი საჭმელი ურიგო როდია. საბოლოოდ სოუზის გაკეთება გადაწყვიტა. მწვანილები დაჭრა და ხახვის დაჭრაც დაიწყო. სულ ასე ხდება, ყოველ ჯერზე ხახვის დაჭრის დრო სულ უცრემლიანდება თვალები. მაგრამ ახლა სახლში გამეფებული მარტოსულობის გამო თითქოს ეს ცრემელბი არა ხახვით არამედ შინაგანი მარტოსულობით იყო გამოწვეული.
უცებ სახლი შეზანზარდა. მიას დანა ჰაერში გაუშეშდა. წამით სუნთქვაც კი შეწყვიტა. ვერ გაიაზრა რა ხდებოდა მის თავს. უცებ ფანჯრებმაც გამოსცეს საშინელი ზანზარის ხმა, მიას დანა ხელიდან გაუვარდა.
დანა ხმაურით დავარდა იატაკზე...
მალევე ფანჯრები შემოგლიჯა წყალმა, დაბნეული მია წყლის ჭავლმა მაგიდას მიანარცხა. მხოლოდ ახლა მოვიდა მია აზრზე, ახლა მიხვდა რომ ვერე ადიდდა.
ადდიდა...! და თუ არ მოიმოქმედებდა რამეს მის სიცოცხლესაც შეიწირავდა.
თითებით ნატკენი ადგილი დაიზილა ფეხზე ნაჩქარევად წამოხტა. წყალი უკვე თეძოებამდე სწვდებოდა. სასწრაფოდ გავარდა მისაღებისკენ. მისაღებიც სამზარეულოს მსგავსად წყლით იყო სავსე. შემოსასვლელ კარს დაეჯაჯგუნა მაგრამ დაკეტილი დახვდა. საკეტი რამდენჯერმე გადაატრიალა მაგრამ კარები არ გაიღო.
ალბათ ჩაიკეტა...
წყალი უკვე მუცლამდე სწვდებოდა მიას.
გავეშებული დაეძგერა კარებს მაგრამ ვერაფერს გახდა. შემდეგ ფანჯრისკენ გაიხედა. მისი გახედვა და ფანჯრიდან წყლის ნაკადის გამოხეთქვა ერთი იყო.
ისევ ჩაირთო მასში გადარჩენის ინსტიქტი, ახლა წინანდელე უფრო მძლავრად დაეჯაჯგუნა კარებს, ხელიდან სისხლმაც იჩქეფა მაგრამ არ გაჩერებულა. მთელი ძალით აწვებოდა ხის კარებს მაგრამ არაფერი იცვლებოდა თუ წყლის დონეს არ ჩავთვლით რომელიც უკვე მკერდამდე ამოსულიყო.
კარებიდან ხელები ჩამოაცურა და ერთ ადგილზე გახევდა.
კადრებსავით ჩაუარა განვლილმა ცხოვრებამ წინ.
არ უნდოდაა მიას სიკვდილი.
ჯერ სულ ახალგაზრდააა.
სიცოცხლით სავსე გოგოს ცხოვრების ასეთი დასასრული უსამართლობაა...
ტრაგედიაა, ვერეს მიერ დატრიალებული ტრაგედია.
მია ცახცახმა აიტანა. წყალი უკვე კისრამდე იყო, ოთახში ჰაერის რაოდენობაც მცირდებოდა.
ალბათ ცოცხლად დარჩენილი წუთებიც.
-არ მინდა სიკვდილი. გთხოვ..!
ამოიკნავლა განწირული ხმით და კიდევ ერთხელ დაეჯაჯგუნა კარებს.
არაფერი შეცვლილა წყლის დონის გარდა.
თითქოს დანებდაო, უღონოდ ჩამოუშვა ხელები კარის სახელურიდან და ლოცვა დაიწყო.
-მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა
წმინდა იყავ სახელი შენი,
მოვედი სუფევა შენი...
იყავ ნება...
შენი.
წყალმა უკვე მიას სახეც დაფარა და ლოცვაც შეწყდა.
მოულოდნელად სიბნელეში ჩაძირულ მიას სინათლე გამოესახა წინ. წყლის დინებას მიჰყვა და როცა თავი მაღლა ამოჰყო უკვე თავის ეზოში იყო და წყლის დინებას სადღაც მიჰყავდა.
არ გაჰხარებია ეს ამბავი, სიკვდილს მაინც ვერსად გაექცეოდა აქ მაინც ვერ გადარჩებოდა. ან რომელიმე ბოძს შეანარცხებდა დინება და ასე დაასრულებდა თავის თვრამეტ წლიან ცხოვრებას.ან უფრო უარესი წყალში ჩაიხრჩობოდა. დინებას ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდა, ხელებიც დაეღალა უმისამართოდ ქნევაში. სულიერადაც დაღლილი იყო. უღონოდ ჩაასვენა ხელები წყალში და ისევ სიბნელეში ჩაიძირა.
სიბნელა ახლა ვიღაცის ძლიერმა ხელმა გაფანტა. ისევ ზემოთ ამოვარდა მია და ღრმად ამოისუნთქა.
რიგით მეორეჯერ გამოჰგლიჯეს სიკვდილს ხელიდან.
-ხელები იქნიე არ გაჩერდე..!
ჩაესმა ყურში ვიღაცის ხმა. ამან თითქოს ძალა მიანიჭაო ორმაგად დაიწყო ხელების მოქნევა.
-კარგია, ყოჩაღი გოგო ხარ!
მია უკან არ იხედებოდა, ან როგორ შეძლებდა ამას ჯერ ხომ ისევ ვერეს დინებას მიჰყვებოდა.
ისევ იგრძნო ძლიერი ხელი მაჯაზე და დინებას გამოეყო. ხელი მანამ არ მოუშორებიათ მისთვის სანამ ხეს არ მიუახლოვდდდნენ.
-აძვერი.
-აძვერი მეთქი სწრაფად.
დაიგრგვინა გადამრჩენის ხმამ.
დამფრთხალი მია მალევე აცოცდა ხეზე.
-რაც შეიძლებაა მაღლა ადი. ეს ხე გაუძლებს.
ჩაილაპარაკა იმედიანად გადამრჩენელმა, მიაც შეუდგა მითითების შესრულებას.
-გადარჩენას გილოცავ. ღმერთს ყვარებიხარ. ყველას შენნაირად არ გაუმართლდა.
მიამ შეწყვიტა მაღლა აცოცება და უკან მოიხედა. მხოლოდ ახლა შეამჩნია, ახალგაზრდა ყმაწვილის ცრემლნარევი მწვანე თვალები.
-მე უნდა წავიდე. არ შეგეშინდეს.
მწვანე თვალები მალე გაქრა, გოგონამ ღიმილნარევი მზერით გააყოლა თვალი დინებისკენ მიმავალ გადამრჩენელს.
-ღმერთო დაიფარე.!
ამოიჩურჩულა მიამ, თავი ტოტს მიადო და თვალები რაც შეეძლო მაგრად დახუჭა.

------------------------------------------------------------
მოკლედ საერთოდ არ ვაპირებდი რამის დაწერას, მაგრამ ამ ამბებმა ისეთი გავლენა მოახდინეს ჩემზე, რომ უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. გუშინ ძალიან ამაფორიაქა ამ ამბავმა. ეს ჩანახატი მე არ მომიგონია, გუშინ ზუსტად ეს დამესიზმრა. იმდენად განვიცადე ეს ყველაფერი, რომ დავწერე. დავწერე და თან მინდა თქვენც გაგიზიაროთ. ♥



№1  offline წევრი madamfiso

გამაღიზიანებელი შეცდომები:
1."კიდე" (კიდევ);
2."ვახშამისთვის" (ვახშმისთვის);
3."მწვანილები დაჭრა და ხახვის დაჭრაც დაიწყო" (მწვანილი,+ტავტალოგია)
4.სახლში ვერ იქნება მარტო სულობა გამეფებული, სახლი უსულოა + იწვევ მაგ სიტყვის გამეორებით ტავტალოგიას;
5.მხოლოდ ახლა მოვიდა მია აზრზე(არასწორად დალაგებული წინადადება + აზრზე მოსვლა ქუჩური ტერმინია და ჯობია გამოიყენო "გონს მოსვლა" , 'გამოფხიზლება" და მისთანანი);
6."დაეჯაჯგუნა" (ეს რა ენაა?);
7."მეორეჯერ" (მეორედ);
8. "მანამ" (მანამდე);

პ.ს. წვრილმანი და ბეჭვდიტი შეცდომების გამოკლებით :) ლიტერატურული ღირებულება 0, ტიტანიკია? თუ რატომ წავიდა ის "გადამრჩენი" 2 კაცს ვერ გაუძლებდა ხე? უბრალოდ ეს თემა აქტუალური და ძალიან მძიმეა ავტორიც ამას ჩაეჭიდა სხვა არაფერი :)
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№2  offline წევრი მარგო ♥

მე ძალიან მომეწონა... ♥ კარგი გოგო ხარ და ეს ჩანახატიც ემოციური იყო love

 


№3  offline წევრი yvavi

თითქოს გაზღაპრებულია, მე კიდევ არ მიყვარს ზღაპრები.
ბოდიში.

 


№4  offline წევრი knuwik

სიუჟეტი არარეალურიაა, მაგრამ წასაკითხად ამინც კარგია. მე მომეწონა წარმატებები

 


№5  offline მოდერი Mary Drey

..........................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent