“შემიყვარდა“
“შემიყვარდა“ ფანჯრის რაფაზე იჯდა და უაზროდ უცქერდა ბაღისკენ მიმავალ შეყვარებულ წყვილებს. თუმცა რატომ უაზროდ? მისთვის ეს ყველაფერი ძალიან აზრიანი იყო, და კიდევ მტკივნეული. მტკივნეული იმიტომ რო მასაც უყვარდა, უყვარდა მთელი გულით და სულით თუმცა რა სარგებელი ნახა ამ სიყვარულით? არაფერი,არც სიხარული,არც ბედნიერება. პირიქით, ამ სიყვარულით მან ძალიან დიდი უბედურება მოუტანა საკუთარ თავს. მას ატკინეს,დასცინეს,საშუალება არ მისცეს რომ მისი გულწრფელი სიყვარული გამოეხატა. თუმცა გულს ხომ ვერ უბრძანებ, ვერ ეტყვი რომ არ შეიყვაროს,გადაიყვაროს და არ მიიკაროს გვერდით არც ერთი მამაკაცი. მაშინ,მანაც ვერ უბრძანა გულს და დღეს აი ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა. უაზროდ შეყვარებული,რომელსაც ყოველ დღე გულს უკლავენ და არაფრად აგდებენ მის თავგამოდებას. თვალიდან თითო ოროლა ცრემლი გადმოჰგორდა, და მაშიღა იგრძნო რომ მისი გული რამდენიმე ნაწილად იყო დაშლილი, და მის გამთლიანებას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა. ის ხომ საკუთარი თვალით შეესწრო,დაინახა როგორ მოეალერსა მამაკაცი მისთვის სრულიად უცხო გოგონას,დაინახა სიყვარულით სავსე თვალები როგორ ციმციმებდნენ და ანათებდნენ, მაგრამ ის თვალები სხვისთვის იყო განკუთვნილი. დაინახა, როგორ შეეხნენ მათი ბაგეები,როგორი სიყვარულით შეერწყნენ. იმ დღით ინატრა, ინატრა საკუთარი თავი იმ გოგონას ადგილას,შესთხოვა ღმერთს რომ მისთვისაც ეკოცნათ ასე ოდესმე,მისთვისაც შეეხედათ ისე, როგორც ერთ დროს მამაკაცი დაეწაფა გოგონას ბაგეებს,როგორი მოწყურებით,ალერსით. როგორ უნდოდა რომ მის გვერდით ყოფილიყო ადამიანი, ვისაც გულს გადაუშლიდა და შეეხებოდა მისი გულის ყოველ კუნჭულს, გახსნიდა თავის გულის კარს ადამიანისათვის,რომელიც შეძლებდა მის დახმარებას,ნუგეშს.. მაგრამ არა, ასეთი ადამიანები დღესდღეობით მიიწურნენ, აღარავის აინტერესებს სხვისი გასაჭირის მოსმენა,მათ მხოლოდ სურთ საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა. _____________ მოკლედ,ახალი დარეგისტრირებული ვარ ამ საიტზე, და ესეც ჩემი პირველი ჩანახატია *_* არ ვიცი როგორი გამომივიდა მაგრამ მე მთელი გულით შევეცადე გადმომეტანა,და თქვენამდე მომეტანა ის, რასაც ვგრძნობ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.