შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დაკრძალვა


17-06-2015, 16:36
ავტორი ფსიქო.13
ნანახია 2 071

ჩემ ოთახში ვიღაც გიჟივით შემოვარდა.
თვალებს ვახამხამებდი,ვინ უნდა შემოვარდნილიყო ფსიქიატრიულის ერთ-ერთ უბრალო,ნომერ 13 ოთახში...
უცნობი მომიახლოვდა,დანა მომცა და გაიქცა.
მხრები ავიჩეჩე,დანა ცამეტჯერ ჩავირტყი გულში და წარმოუდგენელი თავისუფლება ვიგრძენი... მე მოვკვდი.
ახლა,ჩემს კუბოზე ვზივარ,და ფეხებს ვაქანავებ,მალე ჩემი ახლობლები მოვლენ და დამიტირებენ,ისე რა იდიოტობაა,რატომ ტირიან,არ მესმის... ჩემი უბადრუკი სხეული მაინტერესებს როგორ გამოიყურება,ამიტომ ჩამოვხტი და კუბოს თავი ავხადე და დავაკვირდი,ცისფერი თმები ვიღაცას ლამაზად დაუვარცხნია და ჩემი ტალღისებური თმები მხრებზე დალაგებულა,ასე არ მომწონს! კვლავ ავჩეჩე,აი ასე უკეთესია! ცხვირს და ტუჩებს თავი დავანებოთ,მაგრამ თვალები რატომაა დახუჭული?! ჩემი თვალები,მინდა პირველ რიგში ჩანდეს! უცნაური თვალები მქონდა,აი,როგორ ვთქვა,წყლისფერი. წყალი რა ფერისააო გაიფიქრებთ ახლა,მოკლედ რა,ტვინი არ იმტვრიოთ,უბრალოდ მქონდა და ვსო! თვალებისკენ დავიხარე,მაგრამ ამ დროს,შორიდან ფიქრები მომესმა,დედაჩემი ფიქრობდა,საწყალი ჩემი შვილი,ბოდიში უნდა მოვიხადო,დარწმუნებული ვარ ზემოდან მიყურებსო. ჩქარ-ჩქარა გავუსწორო სხეულს ჩემი "შეშლილის პერანგი" და კუბო დავხურე. ზემოდან დავჯექი,მოვკალათდი და ფეხები გავაქანავე.
დედაჩემი მოდიოდა,უკან კი მამაო მოსდევდა. უცნაურია,მამაოს ფიქრები არ მესმოდა,ნეტავ რატომ? არ ფიქრობდა? შანსი არაა,შეუძლებელია.
-მამა ექვთიმე,მინდა ჩემი შვილი ტრადიც...
-საჭირო არ არის შვილო ახსნა,შენი შვილი კარგი ადამიანი იქნებოდა,ღმერთი ნათელში ამყოფებს შვილო-მხარზე ხელი მოუთათუნა მამაომ,და თვალებში ჩააშტერდა. ახლა მივხვდი! აი თურმე,რატომ არ მესმოდა მისი ფიქრები! ეს არამზადა! ფუუ!
დედაჩემი მომიახლოვდა,ჩემ კუბოზე დაემხო და აღრიალდა... ნეტა რა ატირებდა,ის მე ვიყავი,საკუთარ შვილზე რომ ამბობდა,შეშლილია,ავადმყოფია,მომაშორეთო?! ის მე ვიყავი,საკუთარ შვილს ქამრით რომ ცემდა?! ის მე ვიყავი,ქმარს რომ აიძულა,საყვარელი შვილი კლინიკაში გაემიჯნათ?! უსინდისო ქალი! მთელი ხმით ვუღრიალე
-შენი ბოდიში არაფერში მჭირდება,წაეთრიე კახპა! წაეთრიე!!
ვერ გაიგონა,ისევ ისე,შეუჩერებლად ტიროდა და რაღაცეებს ბოდავდა,უმეტესად პატიებას ითხოვდა,მაგრამ როგორ ვაპატიებდი? ერთხელ კი არა,ბევრჯერ დაუშვა შეცდომა,თანაც საშინელი შეცდომ'ები.
ჩამეძინა,ამის საოცდაობაში...
დილას რომ გავიღვიძე,საკუთარ საფლავზე ვიყავი,თვალები ვჭყიტე,ვაა,საფლავის ქვა! მოიცა,დავაკვირდე... საფლავის ქვაზე,საწყლადაა ამოტვიფრული ორი ოთხნიშნა რიცხვი: 1998-2016
ყველა აქ შეკრებილიყო,ვინც კი მიცნობდა,ის ცოდვილი მამაოც აქ იყო! ოხ!
განსაკუთრებული ყურადღება ჩემში ჩემმა ფარისეველმა დეიდაშვილმა გამოიწვია,ისეთი თვალებით უყურებდა ჩემ საფლავს და ისე აღვარღვარებდა ცრემლებს,თითქოს მართლა განიცდიდეს,ფუჰ! უცებ დეიდაჩემს დაუმესიჯა,ფიქრებით ვერ მივხვდი რას ფიქრობდა ჩემზე,რადგან სულ მის ყოფილს აგინებდა,ამიტომ მათკენ წავედი და დეიდაჩემის ტელეფონს დავაკვირდი
-აუ რა,მალე წავიდეთ,მომბეზრდა,რა დასატირია მია,არ მესმის!
დეიდაჩემს სახე ეცვალა,იმ წამს გაბრაზების სმაილჩიკები გაუგზავნა და ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო. დეიდაჩემი არ იყო ცუდი ქალი,უფრო სწორედ,დაზუსტებით ვერ ვიტყვი რას გრძნობდა ჩემს მიმართ,გამუდმებით მიყვიროდა,მაგრამ მერე ბოდიშს მიხდიდა,მაშინ როცა დედაჩემმა კლინიკაში გამამწესა,მხოლოდ 15-ის ვიყავი,წესიერად არც მესმოდა,რაც დეიდაჩემმა მითხრა,თავს ძალას დავატან,გავიხსენო და თუ გამახსენდება,გეტყვით...
ამჯერად ჩემი ძმისკენ გავიხედე,ის არ ტიროდა. მაგრამ მისმა ფიქრებმა შემაძრწუნა,ნუთუ მართლა ვუყვარდი? აშკარაა,კი,ჩემზე კარგ მოგონებებს იხსენებს და სევდიანად იღიმის. დედაჩემმა მუჯლიგუნი წაკრა და უჩურჩულა:რა გაცინებს გიორგი! რა უგულო ხარ!-ო... ესაა სამართალი? მომინდა დავბრუნებულიყავი და მაგრად მეცემა ლალი,ნუთუ სიყვარული ტირილით განისაზღვრება?! ოხ,არ მესმის,რა იდიოტობაა რა...
მამაჩემის ფიქრებმა უფრო დიდი გაკვირვება გამოიწვია ჩემში,ისეთი რომ,მე,მკვდარს,რომ შემძლებოდა ვიტირებდი. არარსებულ გულში ჩხვლეტა ვიგრძენი და სინანულით გავაქნიე თავი... კარგია რომ მოგვცილდა ეს ფსიქოფატი,მაინც არავის არაფერში ჭირდებოდა-ო ფიქრობდა ჩემი "საყვარელი" მამიკო...
სხვისმა ფიქრებმა აღარ დამაინტერესა,უაზროდ წავედი ჩემი საფლავისკენ,წამოვწექი და მაღლა ავიხედე,მალე ღმერთი წამიყვანდა,სიკვდილის მერე,მითხრა თუ სურვილი გაქვს შენს დასაფლავებას და დაკრძალვას დაესწარიო,არ ვნანობ თანხმობა რომ განვუცხადე...

არასდროს შეცდეთ ადამიანებში. ისინი,ვინც ანგელოზად გაჩვენებენ თავს,ეშმაკნი აღმოჩნდებიან,ერთი შეხედვით თბილები და კეთილები,რომლებსაც უყვარხართ,თურმე თქვენი ყველაზე დიდი მტერი ყოფილა...
ზოგიც,შეიძლება უბრალოდ სითბოს ვერ გამოხატავს,უბრალოდ არ შეუძლია,გაჩვენოს რაოდენ უყვარხარ,ამიტომ პირდაპირ შენს მტრად სანამ მონათლავ,გირჩევ კარგად დაფიქრდე...
---
---
ჰეი სასტავ! რო ვუფიქრდები,მოღვაწეობა უნდა გავაგრძელო. არ მიყვარს ეს დაბოღმვა და დეპრესიონისტობა. ესეც გაივლის,აბა რაა



№1  offline წევრი ფსიქო.13

მადლობა საყვარელო <3
ხო,რაც შეეხება სახელის დატოვებას,გაგიკვირდება და,ეს თემა ყველაზე რთულია ჩემთვის...
ანუ,ცხოვრება-ბრძოლისთვის. არ იცხოვრო მარტო იმიტომ რომ სახელი დატოვო,ადამიანების აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია,მთავარია ღმერთთან იყო მთავარი...
მე მინდა სახელის დატოვება,ვაღიარებ,ეს ვის არ უნდა,მაგრამ რატომღაც,ხალხის აზრი და შეხედულებები ჩემს მიმართ,არ მაინტერესებს,რადგან ადამიანები განსხვავებულს უარყოფითად ხვდებიან. მე იმას არ ვამბობ რომ მე რამით განსხვავებული ვარ,მაგრამ მათნაირიც არ ვარ...
მოკლედ რომ ვთქვა,ათასი როცა გლანძღავს,შენშიც უნდა იპოვო პრობლემა,მაგრამ ისიც უნდა გააცნობიერო,რომ მათ იმიტომ არ უყვარხარ,რადგან შენ მათნაირი უბრალოდ არ ხარ)))

არ წავედი,და არც წავალ)))
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline მოდერი Mary Drey

................................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent