შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თვალით დანახული რუსეთის აგრესია


18-06-2015, 23:25
ავტორი londoner
ნანახია 2 145

9 აგვისტო.
დილით საშინელმა სროლის ხმამ გამაღვიძა... მამას ვერ ვხედავდი.. ვერ ვხვდებოდი რატომ ალაგებდა დედა დიდ ჩემოდანში ჩვენს ტანსაცმელს და რატომ ტიროდა... მამა აქამდე,რომ ყოვლისშემძლე მეგონა, ახლა საოცრად უმწეო მეჩვება.
მერე მანქანაში ჩაგვსხეს და სურამში ნათესავებთან გაგვიშვეს... ასე არასდროს დამკლებია ჩემი სოფელი... სახლებში სიჩუმეს დაესადგურებინა, თითქოს ხეები მუდარის თვალებს გვაყოლებდნენ და გვთხოვდნენ "არ წახვიდეთ,არ მიგვატოვოთო"
გზაში უმარავი ტანკი და ჯარისკაცი გვხვდებოდა, ხელს გვიქნევდნენ, გვაიმედებდნენ,ყველაფერი კარგად იქნებაო.

13 აგვისტო.
დილით ადრე მამა წავიდა, იქნებ სოფელში შესვლა და ამბის გაგება მოვახერხოვო.ბინდებოდა,რომ დაბრუნდა... არაფერი უთქვამს... მერე დედამ ტირილი დაიწყო,მე ვერაფერს მივხვდი სანამ ისევ მამა არ თქვა სახლი დაუწვიათო... მაშინ პირველად ვიგრძენი, თუ რა იყო გულის ტკივილი...მაშინ,იმ სიტყვებთან ერთად დავკარგე 11 წლის ნაგროვები ბავშვობა... ყველაფერი თვალწინ დამიდგა: ჩემი სოფელი,ჩემი სახლი, ჩემი ოთახი, დაბადების დღეზე ნაჩუქარი კარლსონი.
დედა,რომ ბოროტ ავსულებზე მოყვებოდა ზღაპრებს, ალბათ ისეთები არიან რუსი აგრესორები,რომლებსაც ქვეყანაზე არაფერი ადარდებთ... მე მჯერა,რომ აუცილებლად დავბრუნდები უკან,ჩემს სოფელში,მაგრამ რუსი აგრესორი ჩემთვის ყოველთვის იქნება ის,ვინც ბავშვობა მომპარა...

ეს ჩანახატი დავწერე 2009 წელში და რატომღაც ახლა აქ გამოქვეყნება მომინდა.ნუ შემიფასებთ კრიტიკულად,მაშინ მხოლოდ 11წლის ვიყავი. მე მართაც დავბრუნდი უკან,ჩემი სოფელი საზღვარს აქეთ. დარჩა და ბედნიერი ვარ, მაგრამ დღესაც ძალიან მტკივა ძველი იარების გახსენება.



№1  offline მოდერი Mary Drey

..................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent