შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მთავარი ხომ სიყვარულია"


20-06-2015, 21:57
ავტორი Dare Gogashvili
ნანახია 3 219

12 წლის იყო რომ გაათხოვეს. პატარძალს მზითევში სათამაშოების მთელი სკივრი გაატანეს და ოჯახმაც ამოისუნთქა: ერთით ნაკლები წევრი ჰყავდათ სარჩენი და შვილიც კარგ ბიჭს ჩააბარეს: შეძლებულს, ტანადს, კარგი ოჯახის შვილსა და თვითონაც მეოჯახეს. სწორედ ისეთს თავიანთი ლამაზთვალება გოგოსთვის რომ უნდოდათ. თუმცა კი ისე უჭირდა ოჯახს, ქუჩაში მათხოვარს რომ ეთხოვა, თქვენი გოგო მომათხოვეთ და ჩემთან ერთად მუყაოს ყუთში ვაცხოვრებ, ცივ ნიავს არ მივაკარებო, სახლში ფართის გაზრდის მიზნით გაატანდნენ. ალბათ ეტყოდნენ თავიანთ ერთადერთ ქალიშვილს, „მთავარია სიყვარული იყოს და ცოლ-ქმარი თოხის ტარზეც დაეტევაო“. საკვირველი მხოლოდ ის იქნებოდა, რომელ სიყვარულზე იტყოდნენ?! თუმცა კი სიყვარული თურმე ნელ-ნელა მოდის, დრო და დრო ეჩვევი და გიყვარდება, ანდაც უბრალოდ ეჩვევი და პატიოსანი ქალი ოჯახს ხომ ვეღარ დაანგრევ,-ასე ფიქრობდნენ გოგონას მშობლები და დედის გამოცდილებიდან გამომდინარე სიყვარული სხვა არაფერია თუ არა შეჩვევა და ზრუნვა იმ ადამიანზე, ბედმა რომ გარგუნა, ბედმა ან მშობლებმა, მშობლებმა ან სიდუხჭირემ.
12 წლის ასაკში მიხვდა, რომ თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცები მხოლოდ მდიდრებთან მოდიან. ამაში განსაკუთრებით მაშინ რწმუნდებოდა, თავის ჭკუამოკლე და ჩოხაგრძელ ქმარს რომ დაინახავდა ხოლმე გაძვალტყავებულ, ლაფიან ჯაგლაგზე ამხედრებულს. გათხოვებამ ბევრი რამ ასწავლა. მაგალითად ის, რომ ქმრის წინდა შენი ოთახის სუნზე მოქმედებს და მისი წინდა შენი წინდაა, სალანძღავი მხოლოდ მთავრობაა, როცა მეუღლეს სამსახური არ აქვს და თუ შენი მომზადებული საჭმელი გემრიელია, ქმარს საჭმელი მოსწონს, თუ არა, არც შენ მოსწონხარ და არც შენი ნაწვალევი. ჰო და ისიც ისწავლა, რომ მისი ბრალი ყოფილა სკოლა რომ ვერ დაამთავრა, გათხოვება უნდოდა და სხვას არავის დაუძალებია.
„მთავარი ხომ სიყვარულია“, სიყვარული მიჩვევაა, მიჩვევა-ზრუნვა და ასე ცხოვრობდნენ „დიდხანს და ბედნიერად“. ეყოლათ შვილები, შვილიშვილები და სულ რამოდენიმე დღის წინ მათი 15 წლის შვილიშვილი გაიპარა 18 წლის მასავით ჭკუამოკლე ბიჭთან ერთად. ვერაფერს იტყვი, ბიჭი ნამდვილად დაიწუნება: არც სახლი აქვს, არც განათლება, არც შეხედულება, არც ოჯახი, სამაგიეროდ მოტოციკლი ჰყავს და ცოლ-ქმარი ერთად დაჰქრის. მართალია მშიერი, გათოშილი, მაგრამ ისინი მაინც იცხოვრებენ „ტკბილად და ბედნიერად“.
„მთავარი ხომ სიყვარულია“, თორემ ცოლ-ქმარი მოტოციკლის ბორბალზეც დაეტევაო.



№1  offline წევრი marisa

აი, ასეთ მშობელს ეს "მთავარია სიყვარულო" და მუყაოს ყუთი უნდა გადააყლაპო. 12 წლის ბავშვს რომ ვინმე ასე გაწირავს, ის დესპოტია მეტი არაფერი. იგივენაირად არის 15 :) მე ზუსტად ვიცი, რაც არ უნდა გადამეკეტოს ვინმეზე, (თუ გადამეკეტა, თორემ შეიძლება, თავისუფალი ვიყო მთელი ცხოვრება. არაფერია გამორიცხული) მაქსიმალურად ვეცდები შეყვარებულობის პერიოდი გავიხანგრძლივო და არა, როდის ჩამომაცვავენ თითზე ბეჭედს. ნეტავ, ეგ თუ ღირსებიათ როდესმე ამ ბავშვებს?! ძალიან საჭირო თემას შეეხე და ასეთი რაღაცები დღემდე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვცხოვრობ სამი 15 წლის პარალელური კლასელი გამითხოვდა მშობლის ნებართვითურთ. არანაირად არ ვაკნინებ რაიონებს და სოფლებს, მაგრამ იქ მაინც თავიანთი "კანონები" აქვთ და უფრო რთულადაა ამ მხრივ საქმე. სამწუხაროდ, მაშინ არ ვიცოდი, რა უნდა მეღონა, თორემ ამ ფაქტზე, ასეთ ნაადრევ ქორწინებაზე რეაგირება აუცილებელია. ხალხი კი ჭორაობს, მოიფხანს ენას, მაგრამ ძალიან ცოტა, მინიმალურად ცოტა თუ ეცდება რამეს. მომეწონა ეს თემა :) ძალიან პრობლემატურია და მიხარია, რომ ამ თემას შეეხე :)

 


№2  offline წევრი ფსიქო.13

საშინელებაა,საზიზღრობა :)
12 წლის ბავშვს,როგორ გაათხოვებ,რა დონის ნაძირალა უნდა იყო,რომ ეს გააკეთო...
სიყვარული მთავარიაო,რომელ სიყვარულზეა საუბარი,როცა ასეთ რაღაცას აკეთებ,მინახავს ხშირი შემთხვევები,10 წლისაც რომ გათხოვილქ და 14-ის დაორსულებულა... მინახავს და,გული ამრევია. საკუთარი უფლებები 12 წლის ასაკშიც გააჩნია ადამიანს,მაგრამ ყველაზე გასაკვირია,ეს ვითომ "სამართალი" ტყემლაზე რო ზის და ბალს ჭამს,რომც გაიგონ,ფეხებზე რო კიდიათ და ატმის კურკებს რომ ყრიან იმ ხიდან. მეზიზღება დღევანდელობა,საკმაოდ სერიოზული თემაა,და მეც მიჭირს საუბარი.
ყველაფერი ხშირად ისეა,როგორც ჩვენ არ გვინდა,მაგრამ ისეთ საკითხებში,როცა ჩვენც რაღაც შეგვიძლია,არ უნდა დავნებდეთ. განა ბავშვს არ აქვს უფლება გააპროტესტოს მშობლის ასეთი "ახირება"? აქვს,როგორ არა,და როცა საჭიროა,კივის ხოლმე,მე ჩემი უფლებები მაქვსო,მაგრამ მერე,მერე დუმდება. და რატომ? მარტო მშობელი არაა დამნაშავე,ბავშვიც დამნაშავეა,და ეს არის ყველაზე დიდი საშინელება,მეზიზღება დღევანდელობა...
იმედია,ამ ჩანახატით ბევრი ისწავლის იმას,რისი თქმაც გინდა შენ,მე და სხვას.
სიყვარულით!პ,მეოცნებე ჰალუცინაციორი,ანუ ფსიქო.13 ==
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№3  offline წევრი Ignifex

ბებიაჩემის დედა გაუთხოვებიათ ზუსტად 12 წლის და 20 წელს გადაცილებული მამაჩემი ეთამაშებოდა ხოლმეო,ერთხელ მითხრა ბებიამ:დ მართლა ძალიან კარგი თემა შეგირჩევია,აქტუალურობას რომ არ კარგავს ისეთი. როგორ უნდა გავათხოვო საკუთარი შვილი ასეთ ასაკში,არ მესმის. მარისას ყველაფერში ვეთანხმები. წარმატებებს გისურვებ♡

 


№4  offline წევრი Dare Gogashvili

უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.<3 მეც გამითხოვდა ნაცნობი ძალიან პატარა ასაკში, ჰყავს შვილი და უკვე მოასწრო დაშორებაც. ჩემთვის მიუღებელია, როგორც საკუთარი სურვილით, მით უმეტეს სხვისი ძალდატანებით ასეთ პატარა ასაკში გათხოვება. ეს მხოლოდ ცხოვრების დანგრევას ნიშანავს, რაც არ უნდა დიდი სიყვარული ვუწოდოთ.

 


მომეწონა....მთვარი სიყვარული,კი,კიიი

 


№6  offline წევრი Dare Gogashvili

გმადლობთ! ^_^

 


№7  offline წევრი -American Girl))

დარე პირველად წავიკითხე შენი სიახლე და აწი სულ წავიკითხავ...
მომეწონა,კარგი იყო.
წარმატებას გისურვებ. <3

 


№8  offline წევრი Dare Gogashvili

უღრმესი მადლობა <3 love

 


№9 სტუმარი Nana

Dzaaann magaariaaaa

 


№10  offline მოდერი Mary Drey

.....................................

 


№11 სტუმარი Ირი ირინე

რამდენი გაუთხოვებიათ ადრე. Ჩემი დიდი ბებოც 13 წლის იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent