შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება...


21-06-2015, 00:48
ავტორი N O_o ne
ნანახია 2 199

-რატომ მიყურებთ ქალბატონო ეგრე? მეც ხომ ვარ ადამიანი? რატომ არ გსურთ ამის დანახვა? - ეს უკვე მერამდენედ ამბობდა ამ სიტყვებს აკანკალებული ხმით….
როგორც კი ვინმეს მიუახლოვდებოდა მხოლოდ ზიზღიან მზერას გრძნობდა… არა და სულაც არ სურდა ვინმეს შეშინება, ან სულაც მათგან ზიზღის დამსახურება… უბრალოდ ხანდახან მარტოობის სიჩუმის დარღვევა უნდოდა და ცდილობდა ვინმეს დალაპარაკებოდა, თუმცა ამაოდ… ხანდახან ისიც კი ეგონა რომ ცხოველი იყო, უფრო სწორად ნატრობდა რომ ცხოველი, უპატრონო ძაღლი, ყოფილიყო, მაშინ კი აღარ შეხედავდნენ ასე ზიზღით…. ალბათ ლუკმასაც კი გადაუგდებდნენ… მაგრამ მას არასდროს არ უთხოვია ვინმესთვის ლუკმა, არც სთხოვდა, მაგას ისევ ნაგავში ქექვა არჩია… არა და როგორ ენატებოდა ახალი, ქათქათა პური, ჯერ ისევ ხორბლის სუნი რომ ასდიოდა….
მარტო ერთ რამეს ნატრობდა, ჰქონოდა ძალა, მაშინ ხომ აღარ იქნებოდა ასე უსუსური, იმუშავებდა მაინც და ზიზღს აღარ დაიმსახურებდა… ახლა კი ყველაფერი სხვაგვარად იყო, მის სპეტაკ ჭაღარას ჭუჭყი შეჰპაროდა… დამსახურებულად ტკბილი სიბერე საწყალობო სიცოცხლედ გადაექცა… დაკარგა ყველაფერი რის გამოც სიცოცხლე ღირდა: ოჯახი, სახლი, ბედნიერება… მაგრამ ერთხელაც კი არ დასცდენია უფლის მიმართ საყვედური, პირიქით სულ მადლობას უხდიდა ყველა იმ ტკივილისთვის რაც მოუვლინა, რადგან გულრწფელად სჯეროდა რომ უფალი ამ ყველაფერს მხოლოდ მისი სულის გამოსაწრთობად აკეთებდა… თუმცა ხნდახან კი გულში მაინც უხმობდა ხოლმე სიკვდილს….
ერთადერთხელ მოხდა რომ ვიღაცამ დაინახა მის თმაში ჭაღარა და მისი სიწმინდე, ერთადერთხელ იგრძნო სითბო და თვალებში ზიზღის ნაცვლად ტკივილი…. ვიღაც გოგონამ გაუწოდა დახმარების ხელი და მას ეს ღმერთის მოვლენილი ანგელოზი ეგონა, ახლაც კი, წლების მერე ახსენდებოდა მისი სითბოთი სავესე თვალები, იმის მერე ასე ბედნიერი აღარ ყოფილა… იმის მერე წარმოდგენებში ბევრჯერ ელაპარაკებოდა გოგონას, იმ ადამიანს რომელმაც ერთი შეხედვით და ერთი თავაზიანი წინადადებით: “ხომ არ დაგეხმაროთ?” დროებით მაინც დაავიწყა ტკივილი…
ძალიან ენატრებოდა თბილი სახლი, სითბოს და სიყვარულის სუნით გაჯღენთილი, ახლა რა ჰქონდა? დანგრეული გარაჟი, წვიმასაც კი რომ ვერ ემალებოდა… ენატრებოდა მზრუნველობით ნათქვამი სიტყები… ახლა კი უბრალოდ სიტყვის თქმა ენატრებოდა… ძალიან ძალიან ენატრებოდა თბილი, რბილი საწოლი, სისუფთავის სუნით… ახლა კი ცივი მიწის მეტი არაფერი არ ჰქონდა, თუმცა ხანდახან კარდონით ათბობდა ხოლმე მიწას…
ლოცვები არ იცოდა მაგრამ ყოველ ღამე უფალს ერთიდაიმავე სიტყვებით მიმართავდა: “მადლობა უფალო ყველაფრისთვის, ყოველი ლუკმისთვის, ყოველი წყალობისთვის და ყოველი ტკივილისთვის… შემინდე უფალო რადგან არ ვიცი როგორ მოგმართო… შემინდე თუ ოდესმე საყვედური დამცდა შენს მიმართ უფალო… მომეცი ძალა რომ მოგაბარო თავი… ამინ!”
ყველაზე ძალიან მთვარიანი ღამეები უყვარდა, თან ვარსკვლავებიც თუ ჩანდა… სოფელს ახსენებდა, მის მშობლიურ სახლს, თან ისეთი გრძნობა ჰქონდა რომ მაღლიდან ცოლი და შვილები დასცქეროდნენ… ასეთ ღამეეში არც სციოდა. თითქოს მათი სიყვარული ათბობდა… თუმცა ოჯახის დაკარგვის მერე გაბრწყინებული მთვარე აღარ უნახავს… მაგრამ მაინც სულ ნატრობდა ყოველი ღამე ასეთი მთვარე მაინც ყოფილიყო მაგრამ ამაოდ, ბუნებას ვერ უბრძანებ…
სწორედ ასეთი მთვარიანი ღამე იყო მაშინ… აღარც სციოდა, ბედნიერიც კი იყო, როგორც ყოველთვის ლოცვა წაიკითხა… მერე კი ფიქრობდა: „დღეს რა კარგი დღე იყო, ამდენი წლის მანძილზე პირველად ვჭამე სუფთა პური, ვიღაცამ გამიღიმა, ვიღაცას შევეცოდე, ვიღაც კი ინტერესით მიყურებდა… რა კარგი დღეა, რა საოცარი… ბედნიერებისთვის მხოლოდ ერთი რამ მაკლია… უფალო იქნებ მოვიდა დრო?” ამ ფიქრებში იყო და კიდეც ჩაეძინა… მთვარის შუქი მის სპეტაკ ჭაღარას და სახეზე გადაფენილ სათნო ღიმილს უნათებდა… მშვიდი, ბედნიერი იყო… თითქოს აღარც კი სუნთქავდა…
ყველაფერი ჩვეულებრივ იყო, ხალხიც ვერაფერს ხვდებოდა, ან კი რას უნდა მიმხვდარიყვნენ, მათხოვრებით სავსე ქალაქში ვინ შეამჩნევდა ერთი მათხოვრით ნაკლებს?! თუმცა მას არასდროს უმათხოვრია. ლუკმა პურსაც კი არავის სთხოვდა… იმ ღამით ერთი რამ იყო მხოლოდ უჩვეულო, მთვარე გასაოცრად კაშკაშებდა…

პ.ს ცდა ბედის მონახევრეაო უთქვამთ :))



№1  offline მოდერი Mary Drey

................................................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent