შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნეტავ ცოცხალია ჯერომ სელინჯერი?


21-06-2015, 23:21
ავტორი Maniacal Laughter
ნანახია 2 528

"აბა, რას ეუბნება ხოლმე ერთი კედელი მეორეს?"
უცნაურია, რას შეიძლება ეუბნებოდეს ერთი კედელი მეორეს!...
პატარა ბიჭმა კი _ ესმეს ძმამ, სელინჯერის მოთხრობიდან "ეძღვნება ესმეს" _იცის ამ გამოცანის პასუხი და წინასწარ ტკბება, ხარობს და იცინის, რომ გამომცნობი არავინ არის.
ნეტა რას ეუბნება ერთი კედელი მეორეს?
დავფიქრდეთ, იქნებ ჩვენითაც მივხვდეთ, მაგრამ ჯერ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გამოცანა გვაფორიაქებს: ნეტავ ცოცხალია ჯერომ სელინჯერი?
თუ ეს წრფელი და ალალმართალი სულიც სეუერთდა ზეცას, ასე უჩუმრად უნდა გამქრალიყო?
და თუკი ისევ სევდიანი და პირქუში მზერით გამოჰყურებს სამყაროს, განა შეიძლება აჩრდილთა შორის გვეგულებოდეს?
აბა, სცადეთ გაიგოთ სიმართლე: მიდით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, შეუთვალეთ ამერიკაში მყოფ ახლობლებსა და ნაცნობებს, გაიკითხ-გამოიკითხონ, ცოცხალია თუ არა ჯერომ სელინჯერი....
ალბათ სელენჯერს ისევე აწუხებდა თვითმკვლელობაზე ფიქრი, როგორც სიმორ გლასს ("ბანანათევზას ამინდი"), როგორც ჰოლდენ კოლფილდს... თუმცა სიმორის აღსასრული პროტესტია სამყაროს უწესრიგობისა და სიყალბის მიმართ. ეს არ არის აფექტში მყოფი კაცის გადაწყვეტილება. ამიტომაცაა მისი ქცევა დაჯერებული, მშვიდი, გარიდებული ყოველგვარ ემოციას. საფეთქელზე მიდებულმა ლულამ თვითონვე იცის უკეთ, რომ სიმორი ადამიანთა შორის ვეღარ დარჩება, იმედის ნიშანი გამქრალა და მასთან ერთად სულიც მალევე უნდა ამოქარდეს...
ჰოლდენსაც გაუვლის ეს აზრი, ფანჯრიდან გადავარდნის სურვილი რომ მოუვლის: " გადავვარდებოდი კიდეც, იმედი რომ მქონდეს, რომ ხელადვე მოირბენდა ვინმე და რამეს გადამაფარებდა. არ მინდოდა, უსაქმური იდიოტები შემომხვეოდნენ გარს და სისხლსი მოთხვრილისთვის ემზირათ"
ჯერომმა თავისი ოცნებაც ჰოლდენს გადაულოცა:
"... თვალწინ მიდგას, როგორ თამაშობენ პატარა ბავსვები დიდ ველზე, ჭვავის ყანაში, ათასობით ბავშვია და თან არავინ ახლავს _ ესე იგი, დიდი არავინ ახლავს _ ჩემს მეტი. მე კიდე საშინელი ციცაბო კლდის პირას ვდგავარ, და რას ვაკეთებ _ ბავშვებს ვიჭერ, რომ უფსკრულში არ გადაიჩეხონ. თუ გამორბის და წინ არ იყურება, არც იცის, რომ უფსკრულს უახლოვდება, უცებ გამოვვარდები და ხელს ვტაცებ. მთელი დღე მეტს არაფერს ვაკეთებ _ ბავშვებს ვიჭერ ჭვავის ყანაში. ვიცი რომ სიგიჟეა, მაგრამ ეს მინდა, სხვა არაფერი. ისე მეც ვიცი, რომ სიგიჟეა".
... განა თქვენც არ ინატრეთ ამ რომანის წაკითხვისთანავე : ნეტა ამის დამწერი და მე კაი ძმაკაცები ვიყოთო? _ სწორედ ისე, თავად ჰოლდენი რომ ნატრულობს. მისთვის ეს არის კარგი წიგნის ყველაზე ბუნებრივი და მარჯვე საზომი, მწერალთან დამეგობრებას რომ მოგანდომებს და სურვილს გაგიჩენს, ტეეფონითაც დაურეკო. სიამოვნებით დავურეკავდი ისაკ დინსესა და ტომას ჰარდისო, _ აკი გულღიად გვიმხელს, _ რანგ ლარდნერსაც დავურეკავდი, მაგრამ თურმე გარდაცვლილაო.

სელენჯერისა ესეც არ ვიცით, და სულიერად რომ მოგვინდეს მასთან გასაუბრება, არც გვეცოდინება, აჩრდილს მივმართოთ თუ თავის თავში ჩაკეტილ კაცს, ჰოლდენისებური ტკივილითა და სასოწარკვეთით რომ გამოჰყურებს კაცობრიობას...

არა, მაინც რას ეუბნება ერთი კედელი მეორეს?
რას და : კუთხეში სევხვდებით ერთმანეთსო.
თურმე რა იოლად შეიძლება გამოცანის გამოცნობა, როცა თანაზიარს ეძებ, როცა ყოველთვის გულით მიელტვი შეხვედრას.
კედლებსაც მაშინ გაუგებ.
საშინელი ციცაბო კლდის პირასაც მაშინ ჩასაფრდები... მომლოდინე და ერთიანად მოზიდული.... დიდ ველზე, ჭვავის ყანაში...



№1  offline წევრი სტიქია

მომეწონა ძალიან.

 


№2  offline წევრი tveni

უტაქტობაა მარა ერთი კითხვა მაქვს: შენი დაწერილია????

 


№3  offline წევრი marisa

მე ვიყავი გოგო, რომელსაც კითხვა ძალიან არ უყვარდა. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ჩამივარდა ხელში და მას მერე, არც გამვარდნია.. მაქვს და საგულდაგულოდ ვინახავ.. ამ რამდენიმე დღის წინ, ჩემმა პატარა ბიძაშვილმა ნახა, რომ ცურაობდა ზღვაში შიშველი ქალი, ასეთი რეკლამა იყო და ამის შემდეგ, და არა მარტო ამის შემდეგ, მანამდეც სულ ჰოლდენივით მედარდებოდა ხოლმე, რომ ვინმეს რამე ცუდი არ დაეწერა, ან არ ეთქვა, რომ შემდეგ ფიბისავით არ ეკითხა ამის შესახებ, ცუდი პასუხი არ მიეღო და გული არ ტკენოდა.. აუცილებლად შევიძენ სხვა წიგნებსაც.. დღემდე ვერ ვხვდები, რა საჭიროა ჰოლდენისა და მისი მასწავლებლის ეპიზოდი და რამდენჯერაც წავიკითხავ, თითქოს ახალახალ რამე-რუმეებს ვამჩნევ. არადა, რომ შეხედო ძალიან მხატვრულად გაჯერებული წიგნი არაა, მაგრამ ჩვენებურია, ჩვენი ასაკის.. წიგნი იცი, როგორი უნდა იყოს?! წიგნი ისეთი უნდა იყოს, რომ წაიკითხავ უნდა მოგინდეს, რომ მისი დამწერი შენი ძმაკაცი იყოს. აი, ისეთი, რომ დაურეკავ და ნებისმიერ რამეზე გაესაუბრები მაშინ, როხა გინდა..

 


№4  offline წევრი tveni

ძაან ცოტა ადამიანს ვიცნობ ვინც წიგნს ზოგადად ასე უყურებს.. ზემოთ კითხვა იმიტომ დაგისვი რომ სადღაც მაქვს მსგავსი სათაურით წაკითხული ჩანახატი და დამაინტერესა.. ხო წიგნზე ვიზიარებ შენს აზრს.. წელიწადნახევრის წინ წავიკითხე ერთი ქართული რომანი და დღემდე მძიმეა შეგრძნებები როცა ვიხსენებ მომენტებს და ემოციურად დატვირთული.. წარმატებები :*

 


№5  offline წევრი Maniacal Laughter

tveni
ძაან ცოტა ადამიანს ვიცნობ ვინც წიგნს ზოგადად ასე უყურებს.. ზემოთ კითხვა იმიტომ დაგისვი რომ სადღაც მაქვს მსგავსი სათაურით წაკითხული ჩანახატი და დამაინტერესა.. ხო წიგნზე ვიზიარებ შენს აზრს.. წელიწადნახევრის წინ წავიკითხე ერთი ქართული რომანი და დღემდე მძიმეა შეგრძნებები როცა ვიხსენებ მომენტებს და ემოციურად დატვირთული.. წარმატებები :*






ქართულში ესსეს ვწერდი ამ თემაზე და წავიკითხე სელინჯერის შემოქმედების მოკლე მაგრამ ძალიან ამაღელვებელი განხილვა. სწორედ ჩემს ესსეს ხედავთ ამწამს. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია

 


№6 სტუმარი ჰოლდი

ვგიჟდები სელინჯერის შემოქმედებაზე არა მარტო რომანზე არამედ მოთხრობებზე????????????

ღმერთო
რამდენჯერ მინატრია ჯერომთან შეხვედრა საუბარი თუნდაც ძალიან ცოტახნით იქნებ ჯერომი არა მაგრამ ჰოლდია სადმე ნეტა მართლა თუ არსებობს სიამოვნებით დაურეკავდი შევხვდებოდი მერეკი მშვიდად მოვკვდებოდი

 


№7  offline მოდერი Mary Drey

...............................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent