შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახერონტი


22-06-2015, 16:25
ავტორი Cool Girl
ნანახია 2 634

-ელენე უკვე 16 წლის ხარ შენ კი არცერთხელ გითქვამს რაზე გინდა ჩაბარება!-დედა გაბრაზებული დასჩერებოდა შვილს თავზე.
-რა ვქნა ვერ ვნახე ის რაც დამაინტერესებს!
-არ ცდილობ რომ დაგაინტერესოს.
-როგორ უნდა ვეცადო დედა?!
-ჩვეულებრივად,ცადე რომ დახატო შენ ხომ მოგწონს ნახატები?
-ხატვა არ გამომდის-ხელი აიქნია დედის ლაპარაკით მობეზრებულმა შვილმა.
-პირველივე ჯერზე პიკასოსავით ვერ დახატავ,უნდა სცადო,ბევრჯერ!
-პიკასოს ხატვის ნიჭი ჰქონდა.
-მაშინ სხვაგან ეძებე შენი თავი.
-ვეძებ დედა ვეძებ ,ახლა მეძინება დამაცადე ხვალ წავიკითხავ ჟურნალებს
-რამდენი წელია ეგ ხვალ ვერ დადგა,ვერ იცხოვრებ ასე ელენე
-ჰო , ჰო ვერ ვიცხოვრებ მართალი ხარ.-გადაბრუნდა და საბანი თავზე წამოიმხო,სკოლას კიდევ აცდენს.
-იცი რა?! რაღაცას მოგიყვები და მერე შენ გადაწყვიტე ყველაფერი კარგი?
-ღმერთო გაძლება მომეცი! გისმენ აბა რა უნდა მომიყვე?


* * *


ცხრა თვის ნაცვლად ათი თვის დაიბადა.
ორი კვირის ნაცვლად ორ თვეში გამოწერეს.
დედის რძის ნაცვლად ძროხის რძეს სწოვდა.
სიცილის მაგივრად ტიროდა.
არც ფეხის ადგმა იჩქარა.
სამი წლის ასაკში,პირველად შეეხო დედამიწას დამოუკიდებლად.
სხვები დარბოდნენ...
ადრე იძინებდა.
გვიან იღვიძებდა.
ცოტას ჭამდა,ბევრს ჯ*ამდა.
ბაღსაც ვერ შეეგუა,ხალხმრქავლობა არ უყვარდა.
თოჯინები აშინებდა,მანქანები არ მოსწონდა.
ველოსიპედს კი არა თავის თავს ძლივს ატარებდა.
მერე სკოლაში მივიდა.
ყოველთვის პირველ მერხზე იჯდა და მასწავლებელს თვალებში შესციცინებდა.
მოეწონა...სკოლა არა-მასწავლებელი.
არაფერი კი არ ესმოდა.
მათემატიკა გაუძნელდა.
ქართულმა ვერ დააინტერესა.
უცხო ენებს გული ვერ დაუდო
გეოგრაფია
ბიოლოგია
ქიმია
ფიზიკა
სპორტი
არცერთი არ იზიდავდა.
არც პროექტებს აკეთებდა.
არც ღონისძიებებში ღებულობდა მონაწილეობას.
ის ჯერ კიდევ ეძებდა...საკუთარ თავს.
სკოლაში მხოლოდ იმიტომ დადიოდა,რომ მასწავლებელი ენახა.
აი ის მაშინ,რომ მოეწონა.მასწავლებელი გათხოვდა.
ესეც მე-9 კლასიდან გამოვიდა.
მუსიკაზე შიეყვანს-ხმა არ ჰქონდა.
ფორტეპიანოზე-მოქნილი თითები.
ცეკვაზე-ზედმეტად ნელი იყო.
კარატეზე-ძალა არ ჰქონდა.
ბოქსზე-სუსტი მაჯები აღმოაჩნდა.
ვერაფერი მოერგო,ვერაფერს შეეწყო.
ის ჯერ კიდევ ეძებდა...საკუთარ თავს.
გახდა 18 წლის.
მშობლებმა მანქანა უყიდეს.
ავარიაში მოყვა.გადარჩა მაგრამ მის გვერდით მჯდომი მოკვდა.
გახდა 20 წლის
მშობლები გაჭაღარავდნენ.
გახდა 21 წლის
დაიწყო მუშაობა.მებაღედ.
მოეწონა ბალახთან მუშაობა.
იპოვა,საკუთარი თავი.
პირველ ჯერზე გაზონი გააფუჭა.
გამოაგდეს,ამაზეც გული აიცრუვა.
იჯდა სახლში და ათვალიერებდა ჟურნალებს.
ფერად-ფერადი ჟურნალები.
ო როგორ მოსწონდა!
ბევრი ჟურნალი ჰქონდა მაგრამ ,მაინც PlayBoy-ს გამოარჩევდა.
გახდა 22 წლის
მშობლები გარდაეცვალა
გახდა 23 წლის
ვაჟიშვილობა დაკარგა თუმცა არ მოეწონა.
დროს წელავდა ,თითქოს რაღაცას ელოდებოდა.
დღეის გასაკეთებელს,ხვალისთვის გადადებდა.
თავს არ უვლიდა.
არ ცხოვრობდა!
25 წლის ასაკში ცოლი მოიყვანა.ერთი გონჯი ქალი,წვერიანი.
უშვილო აღმოჩნდა.
იჯდა და ელოდებოდა,
რომ გეკითხათ ვერ გიპასუხებდათ რას.
ერთხელ თეატრში წავიდა.
უკან აღფრთოვანებული დაბრუნდა.
კასტინგზე მივიდა,არ გამოუვიდა!არ აიყვანეს!
ბოლოსდაბოლოს მიხვდა რაც უნდოდა თუმცა რადგან პირველად არ გაუმართლა ამასაც შეეშვა.ჩათვალა რომ 36 წლის ასაკში სამსახიობო კარიერის დაწყება გვიან იყო.
მეორე დღეს სრულიად შემთხვევით მდინარეში დაიხრჩო.
მდინარეს ახერონტი ერქვა.
ცოლმა ძვირფასი აკლდამა აუშენა.
აკლდამის ფანჯარა ღია დარჩა,უპატრონო მიცვალებულის თვალივით.
"ყველაფერს,ყველაფერს თან წაიღებენ საათები,საათები ჩვენი ბინის კედლებზე, საათები ქალაქის მოედნებზე,საათები სიკვდილის სატრიუმფო ჭიშკრებზე..."
დრო არცერთ ჩვენგანს დაელოდება.
დრო არავისთვის გაჩერდება.
საკუთარ თავს ვერიპოვი თუ არცდი ,ისევ,ისევ ,ისევ მანამ სანამ არ გამოგივა.
ახერონტი ყველას წალეკავს,თავისი ბობოქარი ტალღებით.არც ერთს დაინდობს.
უბრალოდ...
იცხოვრე,Enjoy Life.
P.S ახერონტი-ბერძნ.ჯოჯოხეთის,ჰადესის მდინარე.

8 8 8
ელენემ თავისი თავი დაინახა,მთლიანად არა მაგრამ ნამდვილად წააგავდა ამ პერსონაჟს.სწრაფად ჩაიცვა,ჩანთას ხელი დაავლო და სკოლაში გავარდა.
შემდეგ წელს სამედიცინოზე აბარებდა,პირველად ვერ მოხვდა იმ ფაკულტეტზე რომელზეც უნდოდა.სკოლაში არასოდეს სწავლობდა და იმიტომ.თუმცა მერე უფრო მეტად ეცადა და გამოუვიდა,ჩააბარა. კიდევ ერთხელ სცადა და გამოუვიდა...



№1 სტუმარი okay

შენმა ამ პატარა, უბრალო ნაწერმა რაღაცაზე ჩამაფიქრა.
რაზე ეგ მე ვიცი :დ
დამაკლდა ბევრი რამ.
წარმატებები.

 


№2  offline წევრი madamfiso

ბევრი შეცდომა იყო და რაღაც აკლდა... მაგრამ რაღაც ზედმეტიც იყო ... მე შენს ადგილზე ელენეს საერთოდ ამოვაგდებდი ნაწარმოებიდან... შუა ნაწილის წერის განსხვავებულმა მანერამ მომხიბლა... წარმატებები...
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№3 სტუმარი Tako

ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდი-გააგრძელე რა..... ეს მომეწონა

 


№4  offline მოდერი Mary Drey

............................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent