შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქტიური გოგონები... ეგ რა ხილია?!


29-06-2015, 18:28
ავტორი marisa
ნანახია 2 832

უკვე ბევრისგან გავიგე, რომ აქტიური გოგონები არ მოსწონთ. არსებობს ბიჭების ის კატეგორია, რომელიც გოგოებს ახარისხებს:"დაიკოებად" და საცოლეებად. "დაიკოებად" ჰყავთ "ცუდი გოგონები", რომლებიც მოსწონთ და ძმაკაცებთან მათით მარიაჟობენ. რა თქმა უნდა, ასეთი გოგონები ცოლად არ უნდათ. საცოლე წყნარი, მშვიდი, უთქმელი უნდა იყოს, ისეთი, ზედმეტ ინიაციატივას რომ არ იჩენს. აბა, რამე თუ "მიქარა", ხომ დაეჭვდება მერე ბიჭი?! თუ კი გოგო ინიციატივას გამოიჩენს, ბევრი ბიჭის თავში ჩნდება აზრი, რომ გოგომ არ იცის "თავისი თავის ფასი". ასეთი აქტიური გოგონები ბევრ სხვა გოგონასაც არ მოსწონს, იმავე მიზეზით, რომ მათ "თავისი თავის ფასი" არ იციან. სამაგიეროდ, მათ ჰგონიათ, რომ იციან. ქმნიან ვეებერთელა ბარიერებს, რომელიც უნდა გადალახოს ბიჭმა, უნდა დაიპყროს მისი გული და იცხოვრონ ბედნიერად. ცხადია, ყველა არ არის "აქტიური გოგო" და არც არის საჭირო. რატომ არ იქცევიან გოგონები ისე, როგორც უნდათ და მოსწონთ? მიზეზები ბევრი აქვთ:იმიტომ რომ ეს საქართველოა, რას იტყვის ოჯახი, მეზობელი, ჭორიკანა ბიჭი/გოგო.. არა, განა არ ვიცი და არ მინახავს ჭორიკანა ბიჭები/გოგონები. აი, სულ ახლახანს დასცილდა ქმარი ცოლს ძალიან აბსურდული მიზეზის გამო. არ ვიცი, ეს ამბავია მართალია თუ არა, მაგრამ ეს არც გვჭირდება. საქმე იმაშია, რომ ამ ამბავმა იარა ბევრი. ჯერ ერთ ძმაკაცს მიადგა, მერე მეორეს, მესამეს, მეოთხეს და ა.შ. ბოლოს კი, ვარკეთილიდან საბურთალომდე, ჩემს ყურამდე მოაღწია. ვიცი, რომ ძალიან რთულია, ადამიანს აზროვნება შეუცვალო. თითქოს, კოდივით დევს ჩვენში, რომ ბიჭების მიმართ უფრო ტოლერანტულები უნდა ვიყოთ. ძალიან ვწუხვარ, თუ ვინმეს თავი ნივთი ჰგონია. აბა, სხვა რა უნდა უწოდო იმას, როცა ადამიანთან ჰარმონიული, სასიამოვნო ურთიერთობა გქონდა და დაშორების მერე თავი "ნახმარი", "ნაქონი" გგონია? სულ რომ გარეწარი იყოს შენი პარტნიორი, ხომ იცი, რას აკეთებდი და როგორ?! სამაგიეროდ, ბიჭს არავინ არაფერს უთვლის და მაინც მიყვებიან ცოლად, რადგან "ეს საქართველოა". მე თავს ნივთად, ნეკნად, კისრად ვერ აღვიქვამ. და ბოლოს, იმასაც ვიტყვი, რომ მე ორივე სქესი ძალიან მიყვარს.

პ.ს. ეს "ნაჯღაპნი" უფრო ადრე უნდა დამედო, მაგრამ ვერ მოვახერხე და რადგან ერთ უსაყვარლეს გოგოს დავპირდი, მაინც მოვინდომე, რომ თქვენთვის გამეზიარებინა.
პ.ს.ს.გიყვარდეთ ჩემნაირები! მე პურიტანი არ ვარ!



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

მომეწონა...მართალი ხარ,გეთანხმები და გამიხარდა,რომ ამდაგვარი სიახლე ვიხილე.
მამაკაცზე რაც არ უნდა თქვა,ის მონადირეა ბუნებით და მუდამ ესიამოვნება,როცა თვითონ იაქტიურებს,გადადგამს პირველ ნაბიჯს.
გოგოები არ დგამენ პირველ ნაბიჯს.იშვიათად და უმეტესად ეს არ სიამოვნებთ მამაკაცებს.

ჰო,ეს საქართველოა...ნივთად აღიქვამენ ქალს..ნუ,ყველა თუ არა,უმეტესობა.
კარგად გქონდა ამაზე გასმული ხაზი.

 


№2  offline წევრი marisa

drunkinlove
მომეწონა...მართალი ხარ,გეთანხმები და გამიხარდა,რომ ამდაგვარი სიახლე ვიხილე.
მამაკაცზე რაც არ უნდა თქვა,ის მონადირეა ბუნებით და მუდამ ესიამოვნება,როცა თვითონ იაქტიურებს,გადადგამს პირველ ნაბიჯს.
გოგოები არ დგამენ პირველ ნაბიჯს.იშვიათად და უმეტესად ეს არ სიამოვნებთ მამაკაცებს.

ჰო,ეს საქართველოა...ნივთად აღიქვამენ ქალს..ნუ,ყველა თუ არა,უმეტესობა.
კარგად გქონდა ამაზე გასმული ხაზი.


მადლობა ძალიან დიდი ♡ კარგია, რომ შენი მოსაზრება დააფიქსირე. ყოველთვის მესიამოვნება, თუ თქვენს დამოკიდებულებას გამიზიარებთ ♥

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვერ ვიტან იმ ქალებს, რომლებიც კაცებს მხოლოდ იმიტომ მიყვებიან ცოლად, რომ დროზე გათხოვდნენ და მყუდროება ჰქონდეთ. ან რამე... კაცის ყველა სიტყვას დაუყოვნებლივ ასრულებენ და არც საკუთარი აზრი გააჩნიათ არაფერზე, სრულაიდ დამყოლები რომ არიან, რასაც კაცი ეტყვის იმას რომ გააკეთებს და ასე ვთქვათ, მართლა ნივთის ფუნქცია რომ აქვს ოჯახში და სხვა არაფერი.
არ მიყვარს ქალები, რომლებიც უსიყვარულოდ თხოვდებიან, ანგარების ან რაიმე სარგებელის ნახვის მიზნით.
არ მიყვარს არც ისინი, ვინც ყველაფერზე არიან წამსვლელები, რომ სექსი ჰქონდეთ და მიუხედავად იმისა, რომ ცოლის მოყვანისას არ მივაქცევ ყურადღებას, ქალიშვილი იქნება ის თუ არა (ადამიანს მაინც შეეტყობა ყოველთვის, როგორია ის და გულის კარს თუ გაუღებ და ის ამას თუ დააფასებს. მოკლედ ეტყობა ყველას ვინ როგორია, ვის ნამდვილად უყვარხარ, ვის მხოლოდ სექსისთვის და პარალელურად სხვებთანაც რომ გორაობს - ნუ, მაინც რაც არ უნდა კარგად დამალოს, მაინც შეეტყობა) არ მიყვარს მაინც ისეთი გოგოები, ვინც მხოლოდ სექსით ცხოვრობს, სხვა ფუნქცია არ აქვს და ბიჭის ერთი მზერაც რომ საკმარისია მასზე დაითანხმოს.
ჯერ სულიერად ვუყურებ გოგო როგორია, საერთოდ ადამიანი, მაგრამ ამ შემთხვევაში გოგო, სულიერ სილამაზეს თუ დავინახავ, თუ შევიგრძნობ მას შინაგანად მაშინ ქალიშვილიც რომ არ იყოს მაინც შემიყვარდება და ცოლადაც მოვიყვან, მაგრამ თუ სწორედაც რომ მხოლოდ ის შეუძლია დაგაკმაყოფილოს და გასიამოვნოს ფიზიკურად, მხოლოდ საწოლში და არანაირი შინაგანი სამყარო არ აქვს, ასეთს ქალიშვილსაც კი არ შევხედავ :) ყველას თავისი აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ჩემი გამოვთქვი :P
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent