შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი წარსულიდან


1-07-2015, 03:30
ავტორი annabelle
ნანახია 2 056

,,გავა თვეები...წლები...ალბათ დაივიწყებ ჩემს სახელსაც კი,მაგრამ მჯერა,მუდამ გემახსოვრება ის,რომ არსებობდა ვიღაც ვისაც თავდავიწყებით და უანგაროდ უყვარდი.არსებობდა ადამიანი,რომელმაც თავისი თავი ბოლომდე მოგიძღვნა.სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე!
ჰო!
მე მივდივარ...შენგან და სამყაროსგან ძალიან შორს. მივდივარ იქ სადაც შენი ლოდინი კიდევ დიდხანს მომიწევს,მაგრამ არაუშავს.როდესმე ხომ მოხვალ?! არ შემიძლია დარჩენა.არ შემიძლია რადგან შენ ჩემი აღარ ხარ. მე შენ აღარ გეკუთვნი...ჩვენ აღარაფერი ვართ...ისე თითქოს არც არასდროს ვყოფილვართ.არ შემიძლია ვიცხოვრო ისე თითქოს არ არსებობდი.უშენოდ სუნთქვა მიჭირს!ვიცი ბანალურია,ვიცი სიგიჟეა,მაგრამ სიყვარულიც ხომ აეა?! იმდენად გიჟური გრძნობაა,რომ უაზრობაა... ცხოვრებაში არ მიგრძვნია ისეთი სიხარული,როცა პირველად გამიმხილე,რომ გიყვარდი.მაშინ მართლა ბედნიერი ვიყავი!
მინდა იცოდე:ერთადერთი ადამიანი ვინც მაბედნიერებდა შენხარ. შენ ჟანგბადი იყავი ჩემთვის! ახლა კი უჟანგბადოთ დავრჩი!
გახსოვს?! ერთხელ გკითხე-იტირებ თავი რომ მოვიკლა ან მოვკვდემეთქი? მაშინ გამიბრაზდი და მე დაგპირდი,არასდროს გავაკეთებდი ამას.
მაპატიე!
მაპატიე პირობას რომ არ ვასრულებ...მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია.ყოველთვის მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი! ახლა ბედნიერი ხარ? თუ მართლა ასეა მეც ბედნიერი ვარ...
მაშინ,როცა გაიგებ,რომ აღარ ვარსებობ,თუ როდესმე მოგენატრები,უბრალოდ ერთად გატარებული დღეები გაიხსენე...გაიღიმე! მე ყოველთვის შენთან ვიქნები.ყოველთვის, რადგან მე მაინც შენი ვარ...მე შენ მიყვარხარ! (1955წ.)''
სიძველისაგან გაცვეთილი ფურცელი ისევ დავკეცე.ღრმად ჩავისუნთქე ისე,რომ რამდენიმე წამი არც ამომისუნთქავს.თვალებზე ცრემლები მომდგომოდა,რომლებიც ცდილობდნენ ჯებირი გადმოელახათ. ცივ ლოყებზე შეხება სურდათ მაგრამ არვაპირებდი ტირილს ძველი,სულელური წერილის გამო! ჩემი ყურადღება კონვერტის ბოლოს, საგულდაგულოდ წაწერილმა ინიციალებმა ,,ა.შ.'' მიიპყრო. თითქოს მეცნობოდა მაგრამ მიჭირდა გახსენება საიდან.ფურცელი ,,საბრალონის'' 196-ე და 197-ე გვერდებს შორის ჩავდე და თაროზე დავაბრუნე.ჩუმად მივხურე სხვენის კარები ისე,რომ არავის გაჰღვიძებოდა და კიბეებზე ჩავლასლასდი.ღამის 5 საათი იყო,ჩემი მუცელი კი სიცარიელისგან ,,ყვიროდა''.სამზარეულოსკენ ტელეფონის ნათებით გავიკვლიე გზა და როგორც კი მაცივარი გამოვაღე თვალები გამიბრწყინდა.ყველის დიდი ნაჭერი ავიღე,ფორთოხლის წვენი ჩამოვისხი და სასტუმრო ოთახში ჩამქვრალ ბუხართან მივედი.ყველს ვჭამდი და ბუხრის თავზე შემოწყობილ ფოტოებს მეათასედ ვათვალიერებდი.ბაბუაჩემის სურათთან შევჩერდი.აქამდე არასდროს დავკვირვებივარ მის მშვენიერ ნაკვთებს.სიმპათიური იყო.ქერა და ცისფერთვალება.იმ დროისთვის ზედმეტად ლამაზი...ჯარისკაცის ფორმაში უნაკლოდ გამოიყურებოდა. მისი ტყავის ჩექმის ქვემოთ ფოტოს გადაღების თარიღი ეწერა რომელმაც წერილი მომაგონა (1955). და მაშინ მივხვდი რატომ მოიკლა თავი...
მთელი ბავშვობა ვცდილობდი გამეგო მიზეზი იმისა თუ რატომ არიყო ბაბუა ჩვენს გვერდით.თუმცა ბევრ კითხვას ვსვამდი,მაინც არავინ მპასუხობდა.ყოველ აღდგომის დღესასწაულზე,მაშინ როცა ბაბუას ,,ვსტუმრობდით'' სასაფლაოზე ვკითხულობდი ვინ ესვენა მის გვერდით, რომლის ქვაზეც მხოლოდ ინიციალები და თარიღები ამოეტვიფრათ... ინიციალები... ,,ა.შ'' 1955 წელი! მადა დავკარგე და ცრემლები ყელში მომაწვა.
,,ა.შ''-მ ბაბუაჩემის გამო თავი მოიკლა! 1 წელში კი-მაშინ,როცა მამაჩემი დაიბადა ბაბუაჩემმაც ვეღარ გაუძლო...გადაწყვიტა დრო შეემცირებინა!საყვარელ ქალთან ვიზიტის დრო... თავი ვერ შევიკავე. უბრალოდ თავი დავხარე და ავტირდი. ისინი ერთი მთლიანობა იყვნენ. ბაბუას მოენატრა და როგორც ჩანს მოგონებებმა და ღიმილმა ვერ გადაფარეს მისი ტკივილი... გიყვარდება! თითქოს მას ეჯაჭვები.უხილავი თოკი,გრძნობებიდან რომ წარმოქმნილა არ გაძლევს უფლებას დაივიწყო...გასცილდე... და რაც არუნდა დაუჯერებლად ჟღერდეს ამას სიკვდილიც ვერ შეცვლის!



№1 სტუმარი Mariambkapanadze

Malaria lana

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent