შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მერი ელის


3-07-2015, 19:40
ავტორი salomea
ნანახია 1 585

მოწევა როგორც გოგოების უმეტესობამ "მაგარი გოგოს სტატუსის" გამო დავიწყე. და ახლაც,როგორც პირველად თავბრუს მახვევს ერთი ღერი სიგარეტი.
თუმცა მასზე დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ და უპაპიროსობის გამო ლომკა არ მქონია.
არც ადამიანებს ვეჩვევი მარტივად,გამონაკლისიც არსებობს.
ალგოფობიით შეპყრობილი მთელი ძალით ვცდილობ ავირიდო ტკივილი.
****
სექსის შემდეგ მე ვეწეოდი ხოლმე.იმიტომ არა რომ ასწორებს,უბრალოდ ვეწეოდი.ის მიყურებდა.
****
ადრე ვფიქრობდი რომ ჩვენს ისტორიას უცნაური დასაწყისი ჰქონდა და არც დასასრული ექნებოდა ჩვეულებრივი,ახლა?ვერ გეტყვით.
უბრალოდ მინდა დავიცალო და გიყვებით ჩემზე.
****
მე პარტნიორს ვეძებდი,მას გართობა უნდოდა.ორივეს გვხიბლავდა ურთიერთობები პასუხისმგებლობის გარეშე.ჰოდა დავიწყეთ,თუ შეიძლება ასე ერქვას.
სიყვარულის გარეშეც არ ყოფილა ცუდი.
რამდენიმე საათის შემდეგ დეფლორირებული მე და დაღლილი ის ვიწექით მის საწოლზე და ვუყურებდით ჭერს.
ვსაუბრობდით ყველაფერზე,უძლებდა "აზლუქუნებულ მეს",მაძლევდა რჩევებს და ვუყურებდით ხოლმე ფილმებს,უფრო ხშირად მულტფილმებს.
****
მას ბევრი გატაცება ჰქონდა.მინდოდა ოთხივე გამეცნო.
გავიცანი მხოლოდ ერთი.ცოტა დაბნეული გოგა,კისერს წინ სწევს როცა სკამზე ზის,უცნაური ხმა აქვს თითქოს გაციებულიაო.საერთო ჯამში კარგი გოგოა,თუმცა ზედაპირული და არა ღრმა.
****
მას მოსწონდა ჩემი ტატუ.კელტური ნახევარმთვარე ჩემთვის დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა.
თითქმის არასდროს ლაპარაკობდა.საყვარელი სიტყვები არაფერი(არაფერზე,არაფერს) და კარგი(ანუ საუბრის დასასრული).
****
და არც მიფიქრია შემყვარებოდა,არც ვაპირებდი.თუმცა შეყვარებას ვერ დაგეგმავ,ხოდა მეც დაუგეგმავად მივეჩვიე.
საშინლად უხდება ნაცრისფერი.მთელი სხეული მეწვოდა ხოლმე როცა ვერ ვეხებოდი.
ლამაზი ყავისფერი თვალები აქვს,დამაბნეველი.თუმცა ამას არ მოვუხიბლივარ.მან იცის რა უნდა,სად უნდა და როგორ უნდა.
****
რა თქმა უნდა,ჩემს მიყვარხარს მოყვა მისი ნათქვამი დაივიწყე.ჰოდა მეც ვივიწყებ იმას რაც ვუთხარი!
****
მე ველოდებოდი იმას,რაც არ მოხდებოდა.
ფინიში.
****
სიყვარულით მერი ელის.



№1  offline წევრი yvavi

მეც მომწონს შენი ტატუ :3
ჰომ. ჩემი კნუწი ხარ :3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent