შეუცვლელი მხოლოდ ამინომჟავებია?
ვინ ვარ?-ეს ის კითხვაა,რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს.შესაძლოა,არ საწუხებს,მაგრამ ზოგჯერ მაინც დაუსვამ საკუთარი თავისთვის. მე ვინ ვარ?-ამ კითხვას საკუთარ თავს იმდენჯერ ვუსვამ,რომ უკვე სათვალავიც კი ამერია.პირველ რიგში ვარ ადამიანი.ამ პასუხს საპირისპიროს ვერც ვერავინ მოვუძებნით.დაიხ,ადამიანი ვარ,არც მამა ზეციერი ვარ,არც რომელიმე ანგელოზი და არც ეშმაკი. ვარ ჩვეულებრივი ადამიანი.ადამიანი,რომელიც გარეგანი ნიშნებით ჰგავს სხვებს.აქვს თვალები,ყურები,თმა,სახე...მაგრამ ეს განა ნიშნავს რამეს? ვარ ადამიანი,რომელიც სხვებისგან რაღაცით განსხვავდება.არ ვიცი,კარგია ეს თუ არა,მაგრამ ასეაა. ადამიანი,რომელიც ყველაფერს მძაფრად აღიქვამს,სასიამოვნოსაც და უარყოფით ამბავსაც.ადამიანი,რომლის გული ათმაგად იწვება,ვიდრე სხვების.ადამიანი,რომელიც,შესაძლოა,სხვებისთვის უმნიშვნელო რამაც კი გაანადგუროს.ადამიანი,რომელსაც აღიაზიანებს გარშემო მყოფნი,მაგრამ არ იმჩნევს.ადამიანი,რომელიც გულში კლავს იმას რასაც ფიქრობს სხვებზე,რადგან არ უნდა,რომ გული ატკინოს. ადამიანი,რომელიც იფიქრებს,რომ ძუკნა ხარ,მაგრამ შენ გაგიღიმებს და დადებით რეაქციას გიჩვენებს.ადამიანი,რომელიც იშვიათად იღიმის და ყველაფრით უკმაყოფილოა.უკმაყოფილოა იმ ცხოვრებით,რაც აქვს.უკმაყოფილოა იმით,რაც გარშემო ხდება და ადამიანი,რომელიც,პირველ რიგში,უკმაყოფილოა უსამართლობით.უსამართლობა-ეს ხომ ისაა,რაც მართავს დღევანდელ საზოგადოებას,სახელმწიფოსა და,ბოლოს,უბრალო ხალხს,ჩვენნაირ უბრალო ხალხს. ადამიანი,რომელიც ყველაფერზე ფიქრობს.ადამიანი,რომელიც ყოველ ღამე,ძილის წინ,წარმოიდგენს აღსასრულის დღეს.ვინ არის ეს ადამიანი? ეს ის ადამიანია,რომელიც მუდამ ფიქრობს თითოეულ თქვენგანზე.მუდამ წუხს და მუდამ აღიზიანებს სასტიკი საზოგადოება.ეზიზღება ბრბო და ხალხის აზროვნება,რომელიც სტერეოტიპებითაა სავსე. ადამიანი,რომელიც თითქოს არაა მარტო,მაგრამ რეალობაში ის ყველაზე მარტოა.ადამიანი,რომელიც მუდამ სხვაგვარად აღიქვამდა სიყვარულს,მეგობრობასა და შიშს. ადამიანი,რომელიც ადვილად ვერ გიწოდებს მეგობარს და ადამიანი,რომელიც ძნელად აღიარებს,რომ უყვარს ვიღაც.მისთვის ხომ ეს გრძნობები ბავშვობიდან განსხვავებული იყო.რაღაც არამიწიერად აღიქვამდა ყოველივე ამას და მუდამ ფიქრობდა,რომ ეს არ იყო ის.რომ არ იყო ის,რაც უნდა ყოფილიყო.ადამიანი,რომელიც არ გამოტყდებოდა შიშში...რადგან იცოდა,რომ ეს არაფერი იყო და წინ იყო უარესი..წინ იყო უფრო მძაფრი გრძნობები,რომელის შექმნიდა შიშს...თითქოს ყველას ეს ამოძრავებს გარშემო,მაგრამ ის არ აღიარებდა თუნდაც იმას,რომ ეშინოდა გვერდითა ოთახში გასვლის,როცა შუქი ქრებოდა.ბავშვი,რომელიც ღმერთს სთხოვდა,დენი მოსულიყო.ბავშვი,რომელიც მუდამ მედგრად ედგა ცხოვრებას..ბავშვი,რომელიც არ დაგანახებდა ცრემლს და თავს მხიარულად მოგაჩვენებდა. ადამიანი,რომელიც აღარაა ბავშვი,მაგრამ ახლაც ასეთია..ის არ შეცვლილა..ალბათ,მართალია,აზრი იმის შესახებ,რომ ადამიანი არ იცვლება...ის ისეთია,როგორც მაშინ..მაშინ,როცა პირველად დაიწყო აზროვნება და პირველად შეიგრძნო,რომ პიროვნებაა. ხშირად დაკარგული,მაგრამ ბილიკს მაინც ხედავს..ხედავს,რომ ცხოვრება ბნელეთითაა სავსე,მაგრამ მაინც აქვს იმედი იმისა,რომ სადმე მაინც გამოჩნდება სინათლის ნამცეცი მაინც,როდესმე მაინც გამოჩნდება ლამპარი,რომელიც გაანათებს ჭაობში მყოფ საზოგადოებას...ეს ის ნათელია,რომელსაც ელის მთელი ცხოვრება... ალბათ,არავის გიფიქრიათ,ვის უყვარხართ რეალობად..არა,კი გიფიქრიათ,მაგრამ მალევე ზურგი აგიქცევიათ ამისთვის.გყავთ მეგობრები,დაქალები..გყავთ ახლობლები,რომლებიც მუდამ გეფიცებიან სიყვარულს და მათი გჯერათ..გჯერათ ისე,რომ მიზეზსაც არ ეკითხებით...დაიხ,გჯერად...რატომ? მითხარით რატომ? რატომ გჯერათ მათი? აი,მე კი არ მჯერა..მუდამ ვფიქრობ,თუ რატომ ვუყვარვარ მას,მას და მას...თითოეულ ადამიანს,ვინც ამბობს,რომ მისთვის ძვირფასი ვარ...მშობლებს იმიტომ ვუყვარვარ,რომ მათი შვილი ვარ..ნუ,ეს ბუნებრივია..მათ სიყვარულში,დედ-მამის სიყვარულში ეჭვი არ შეგეპარება,მაგრამ,ვთვლი,რომ ეს გრძნობა,მათი გრძნობა, სულ სხვაგვარია და არ უნდა მივიღოთ მხედველობაში,როცა ამაზე ვფიქრობთ. მათ შემდეგ მოდის და-ძმა,რომელიც არც კი აღიარს,რომ უყვარხარ.კითხავ,მაგრამ ისინი ხშირად არ აღიარებენ..ერთს იმიტომ უყვარხარ,რომ ლოგინს ულაგებს,ერთს ჩაის უცხელებ და ერთს ცხელ შოკოლადს უყრი დიდ ჭიქაში...ერთს იმიტომ,რომ მაღაზიაში გაეგზავნები რამდენჯერმე...და ზოგიც იმას ფიქრობს,რომ წახვიდე,სამუდამოდ წახვიდე და შენი ოთახი დაიკავოს...სასაცილოა..დიახ,ძალზე სასაცილი,მაგრამ რეალობის აღქვა ძნელია..მას არ შველის არც სიცილი და არც ირონია...ზოგი ირონიით გიყურებს,ზოგს შენი წარმატებაც კი არ უხარია და ზოგი უბრალოდ გულს გტკენს..ალბათ,ესაა ცხოვრება... შემდეგ არიან ნათესავები,რომლებსაც ისე უყვარხარ,ოფიციალურად,რადგან მათი ახლობელი სიხლი გირევია... არსებობენ მასწავლებლები,რომლებსაც უყვარხარ იმიტომ,რომ კარგად სწავლობ,უყვარხარ იმ ყვითელი რგოლის გამო,რომელიც მალე შენი გახდება...უყვარხარ იმიტომ,რომ ვითომ სკოლა ასახელო.არსებობს ადამიანები,ვისაც უყვარხარ შენი გონებისა და სხარტი აზროვნების გამო...ზოგს შრომის გამო და ზოგს მიზანდასახულობის გამო... არსებობენ კლასელები,რომლებსაც უყვარხარ იმის გამო,რომ რამეში გამოადგები..ან დავალებას გადააწერინებ და ან რაიმეს უკარნახებ გამოცდისა თუ ტესტის დროს... არსებობს მეზობლები,რომლებიც უბრალოდ გიღიმიამ და ამით დადებით განწყობას გიჩვენებენ. არსებობს ვითომ მეგობრები,რომლებიც თითქოს სითბოს გაჩვენებენ... არსებობს მასწავლებელი,რომელსაც იმიტომ უყვარხარ,რომ შენმა და-ძმამაც იაროს მუსიკალურის სკოლაში და არსებობს ძერსკი ქალები,რომლებსაც იმიტომ უყვარხარ,რომ შენი დებიც დადიან მათ სტუდიაში... არსებობს უბრალოდ ადამიანები,რომლებსაც იმიტომ უყვარხარ,რომ უბრალოდ უყვარხარ და საქმეც იმაშია,რომ არ არსებობენ ისინი... იცი,რამდენს ვფიქრობდი ამაზე? იმაზე თუ ვის რატომ ვუყვარვარ..ძალიან ბევრს ვფიქრობდი,ვფიქრობდი და ვფიქრობდი... ხშირად ვთვლი,რომ ბედი არ მაქვს...ღმერთო,რამდენჯერ მაჩვენა ეს ცხოვრებამ..დიახ,არ მაქვს და ვერ ვიტან,როცა საპირისპიროს მიმტკიცებენ...ზოგი მეუბნება ბედი მაქვს და ამას მიმტკიცებს ფაქტებით,მაგრამ რეალობაში ეს ხომ უბრალოდ ფაქრია,ეს ხომ ჩემი შრომის შედეგია და არაფერი აკავშირებს ბედთან... ხშირად,ღმერთზეც ვბრაზდები,რომ არ გამოდის ის ისე,როგორც მინდა..როცა არ მიმართლებს რაღაცაში.. ბრაზი ეს სასტიკი შეგრძნებაა,რომელიც ადამიანს ანადგურებს,მაგრამ ძნელია მისი უკუგდება...ეს ის შეგრძნებაა,როცა რაღაც შიგნიდან გღრნის..ვზიღიანდები საკუთარ თავზე,როცა ეს მომაკვდინებელი თავში მიტყვამს და,როცა შემიძლი,ნებისმიერი რამ ჩავიდინო..დიახ,აფექის მდგომარეობაში ყველაფერზე ვარ წამსვლელი... მაგრამ მაინც რაა ეს ცხოვრება? რაღაც სამოცდაათიოდე წელი გვეკუთვნის და მერე უბრალოდ გავქრებით და ავორთქლდებით? აი,რა მაწუხებს მუდამ. ეს ყველაფერი მაშინ უფრო მწარეა,როცა ვფიქრობდ,რომ ცხოვრება გრძელდება,უბრალოდ გიგლოვებენ და მერე ყველას დაავიწყდები..უბრალოდ თუ მივლენ შენს საფლავთან და ესეც კი დაეზარებათ,ესეც კი მათვის შესაზარი გახდება,რადგან უბრალოდ მწუხარებას მოგვრით მაგ გულებს და იმ აზრს ცოტა ხნით,რამდენიმე,წამით,მაინც დაავიწყებენ,რომ ცხოვრება მშვენიერია...მგონია,რომ წავალ,მალე წავალ ამქვეყნიდან და აღარავის გვახსენდები...ამიტომ მინდა,მინდა,რომ შებქმნა რაღაც ღირებული..მინდა,რომ, ასი წლის მერეც ახსოვდეს ვინმეს,რომ ვარსებობდი..მინდა შევქმნა წიგნი,რომელიც ოდესღაც გახდება შედევრი,თუნდაც ჩემი სიკვდილის მერე...მინდა,რომ ხალხს ამით მაინც დავამახსოვრო თავი..აბა,სიყვარული ხომ ქრება და ხომ მიდის...სიყვარული და ყველა ის გრძნობა,რასაც შენდამი გრძნობენ შენთან ერთად მიდის...თუ არ ტოვებ რამეს,ყველას ავიწყდები...განა ვინმეს ემახსოვრებოდა ვირაც ღარიბი მწყემსი ვაჟა რომ არა მისი შემოქმედება? არა,სრულიად არავის...ის ხმოლოდ მისმა შემოქმედებამ შეინახა...სიყვარული,სიხარული,შიში...ეს გრძნობები ხომ წარმავალია...ეს ის გრძნობებია,რომელიც მიდის ჩვენთან ერთად..მიდის და უბრალოდ რაღაც სიცარიელეს ტოვებს..სიცარიელეს,რომელიც ადრე თუ გვიან შეიცვლება..მართლაც,შეუცვლელი მხოლოდ ამინომჟავებია...განა არსებობს რამე,რაც არაა ჩანაცვლებადი? არა,არა,არ არსებობს... დიახ,მე წავალ და სხვა ჩამანაცვლებს..წავალ და სხვა შეუყვარდებათ..წავალ და სულ აღარავის დავამახსოვრდები..აი,რისი მეშინია..მეშინია დავიწყების და არა სიკვდილის..მეშინია,რომ ეს ყველაფერი არარეალურია...მეშინია,რომ შეუცვლელი მხოლოდ ამინომჟავებია... განა ადვილია გქონდეს ბედი იქ,სადაც შეუცვლელი მხოლოდ ამინომჟავებია...მალე ისიც გახდება ჩანაცვლებადი და მერე რითი ვინუგეშოთ თავი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.