დუმილი
ღამე... სავსე მთვარე... იდეალური სიჩუმე... ისე საოცარია, როგორ დუმს ეს სიცოცხლით სავსე ქალაქი როცა ღამდება. ის? ისიც ამ ქალაქივითაა. ხო.. ისიც თბილისს გავს. მთელი დღე სიცოცხლითაა სავსე. იცინის... ბევრს იცინის... თამაშობს, დარბის, მღერის, ცეკვავს... ყველას უყვარს. ჰო, ყველას უყვარს. იცი რატომ? იმიტომ რომ ყველას უსმენს და თვითონ არაფერს ყვება. არასდროსაა მოწყენილი და გრძნობები მისთვის უცხოა. უყვართ, იმიტომ რომ იყენებენ. გგონია ვერ ხვდება? ხვდება, მაგრამ "ატარებს." რატომ? ალბათ ასე ურჩევნია. კი, იმაზე ვყვები. ყველა ყინულის დედოფალს რომ ეძახის იმაზე ვყვები. რატომ ეძახიან ასე? უკვე გითხარი, გრძნობები უცხოა მისთვის. ქალაქში ღამდება... ცა ნელ-ნელა მუქდება... სახლში მიდის... თავის ოთახში... 1 ღერი, 2, 3... უკვე 3საათია... ქალაქი დუმს... ფანჯრის რაფაზე ზის და მთვარით ტკბება. ყინულის დედოფალი დნება და ჯერ 1ცრემლი, მერე მეორე.... დგება და ოთახის კუთხეში, იატაკზე ჯდება. მუხლები ნიკაპთან მოაქვს და ტირის. ისე ჩუმად, რომ თითონაც არ ესმის. ჩიტების ხმა... ნათება... ფეხზე დგება... 1 ღერი... ძლიერი ყავა... ღიმილი... თავიდან......... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.