შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროვინციალიზმი ქართულად


5-07-2015, 12:12
ავტორი salomea
ნანახია 2 076

შენ შორეულ პროვინციაში ცხოვრობ, უბრალო გოგონა ხარ და უამრავი ოცნება გაქვს.

შენი სოფელი პატარაა და იქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. მხოლოდ ზაფხულობით გამოცოცხლდება ხოლმე გარემო შენთან, დამსვენებლები ჩამოდიან და სოფლის ერთფეროვანი ცხოვრება გადახალისდება ხოლმე.

შენ ხედავ, რომ ქალაქიდან ჩამოსულ გოგოებს ბიჭები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ზაფხულობით მათ აღარ ახსოვხარ და მხოლოდ თბილისელ გოგოებთან ,,აბირჟავებენ” ხოლმე საღაამოობით, ერთმანეთს ასწრებენ რომელი უფრო მალე დაურეკავს, ან მივა მის სახლთან; შენ კი ამას უყურებ შორიდან და გულის სიღრმეში ტკივილს გრძნობ, რომ მთელი ყურადღება თბილისელ გოგოებზეა გადატანილი. მერე ცდილობ, რომ მათ მიბაძო და ისე მაინც მიიქციო ბიჭების ყურადღება, მაგრამ არ გამოგდის და უფრო მეტად გწყდება გული.

ქალაქელი გოგო თამამია, მოკლე შორტები აცვია ხოლმე და თან სიგარეტს ეწევა, ბიჭები მას უყურებენ და დროგამოშვებით ნერწყვს ყლაპავენ, გოგო კი ვითომ ვერ ამჩნევს მის ფეხებზე მოშტერებულ ათას თვალს და მშვიდად აგრძელებს სიგარეტის მოწევას. შენ კი, საკუთარ თავზე დაბოღმილი, შედიხარ სახლში და უკვე მერამდენედ აკვირდები საკუთარ თავს სარკეში, თან ვერაფრით გაგიგია რითია ის გოგო შენზე უკეთესი.

ზაფხული იწურება, თბილისელი დამსვენებლები მშობლიურ ქალაქს უბრუნდებიან, შენ ისევ ყურადღების ცენტრში ხარ და ეს ძალიან გიხარია.

შენ ხადავ, რომ შენზე უფროსი გოგოები, რომლების სასწავლებლად წავიდნენ თბილისში და პერიოდულად ჩამოდიან სოფელში მშობლების და ბებია-ბაბუის სანახავად, შეცვლილები არიან, მედიდურად გიყურებენ, ,,მოდურად” აცვიათ და ,,უცნაურ” რამეებზე ლაპარაკობენ. შენ კი ვაღარ პოულობ მათთან საერთო ენას.

შენ ძალიან გინდა, რომ გაიზარდო, წახვიდე თბილისში და გახდე იმათნაირი, როგორებიც მოსწონთ ბიჭებს.

როგორც იქნა, დგება ქალაქში გადაბარგების დროც. შენ დააბიჯებ თბილისის ქუჩებში და ცდილობ გაიგო რა აქვს ამ ქალაქს განსაკუთრებული.

შენ ცდილობ ადგილი დაიმკვიდრო საზოგადოებაში, რომელშიც მოხვდი და იცვამ ზუსტად ისე, როგორც შენს სოფელში ჩამოსულ გოგოებს ეცვათ ხოლმე, დგები მაღალ ქუსლებზე და უამრავ მაკიაჟს ისვამ სახეზე.

შენ არ მოგწონს ქუსლებზე სიარული, მაგრამ შენში გამჯდარი სტერეოტიპები არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ უარი თქვა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე და კლასიკურ ტანსაცმელზე, არც მაკიაჟს იშორებ თავიდან.

შენ დაძაბული დადიხარ თბილისის ქუჩებში, ყოველ წამს ქაჩავ ქვემოთ ზემოთ აწეულ თეთრ პერანგს, ცდილობ აკონტროლო ნაბიჯები, გეშინია ფეხი არ გადაგიბრუნდეს და არ წაიქცე.

შენ გიხარია, გიხარია რომ თანდათან ემსგავსები იმათ, რომელთანაირი ყოველთვის გინდოდა ყოფილიყავი.

შენ მოგწონს შემოდგომის თბილისი, ასფალტზე დაყრილ ფოთლებში გინდა ხოლმე სირბილი, მაგრამ გგონია, რომ ეს აქ დაუშვებელია, თბილისში კეტებით სიარული არ შეიძლება, აქ სერიოზული ხალხი ცხოვრობს.

შენ დაღლილი ბრუნდები სახლში და თვალს ავლებ განვლილ დღეს, ყველამ ნახა შენი ახალი ჩანთა, განსხვავებული მაკიაჟიც შეგიფასეს, ბოლო თაობის მობილურით აღფრთოვანდნენ, შენც ხომ ეს გინდოდა? ამას არ ელტვოდი? მაგრამ არ გრძნობ სიხარულს, ეს ემოციები მეტისმეტად ზედაპირულია, მაგრამ ტვინში გამჯდარი სტერეოტიპები კვლავ გიშლიან ხელს თავისუფლად ცხოვრებაში.

შენ ჩადიხარ სოფელში და ცდილობ დაანახო ყველას როგორი სხვანაირი ხარ. მედიდურად ჩაუვლი მეზობლებს და ცალყბად ესალმები. შედიხარ სახლში და ხვდები, რომ რაღაც ისე არ არის, ბედნიერებას არ განიჭებს იმაზე ფიქრი, რომ ყველამ დაინახა როგორ შეიცვალე, რომ ,,მოდური” გოგო ხარ და თბილისში ცხოვრობ. ვერაფრით აგიხსნია რა გჭირს. ბრუნდები თბილისში და ძველებურად აგრძელებ ცხოვრებას, ახალი ქუსლიანი ფეხსაცმელი, ბიჭები, მესიჯობა მთელი ღამით, პაემნები ,,ხინკლის სახლში”, თუ ბიჭმა იქ დაგპატიჟა, ან რონელიმე რესტორანში მსგავსი სახელით, ე.ი. ძაან გაგიმართლა. სუფრები, სადღეგრძელოები, კვლავ ბიჭები ტექსტებით: შენ ჩემი დაიკო ხარ და მსგავსი. იდიოტური ლექციები და რეტროგრადი ლექტორები. მაგრამ შენ ვერც კი ხვდები, რომ შეგიძლია წინააღდეგობა გაუწიო არსებულ სისტემას და ეცადო რამე შეცვალო, შენ უბრალო პროვინციელი გოგონა ხარ, რომელიც თბილისში ჩამოსვლაზე ოცნებობდა…

ადექი! გაიხადე ეგ საშინელი ფეხსაცმელი, რომელიც სიარულში ხელს გიშლის, მოიშორე მოჭერილი ტანსაცმელი და წადი, ირბინე შემოდგომით სავსე ქუჩებში, იყვირე, აიღე ძირს დაყრილი ფოთლები და აისროლე ჰაერში, უთხარი შენ ვითომ მეგობარ ,,ძერსკ გოგჩოებს” რომ გეზიზღება მათი ყალბი ცხოვრება, მლიქვნელობა, გაუთავაბელი ლაპარაკი ტანსაცმელზე და ბიჭებზე. უთხარი ლექტორს, რომ არასდროს ისწავლი იმ სისულელეს, რითაც ის ცდილობს, რომ თავი გამოგიტენოს და პროგრესულად აზროვნების უნარი ჩაგიკლას.

იცი, რა ლამაზია წვიმიანი თბილისი? გადი, დასველდი წვიმაში! ან ქარიანი თბილისი როგორია? გადი, გაიშალე თმა და მიეცი საშუალება ქარს დუაროს მის თოთოეულ ღერს.

დაამსხვრიე სტერეოპტიპები, ერთი ხელის მოსმით მოიშორე ისინი თავიდან. ნამდვილი ცხობრება ტანსაცმელი და სხვების დასანახად პაემნებზე სიარული არ არის, ცხოვრება იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი, ღრმა და ლამაზია, ვიდრე შენ გგონია.

მთავარია, შეძლო სტერეოტიპების დამსხვრევა, მთავარია, იყო ის, რაც ხარ და არა ხელოვნურად შეთითხნილი თოჯინა, ყველაფერი კარგად იქნება!

ავტორი: ნათია გულისაშვილი(ფორთოხლის გოგონა)



№1  offline წევრი yvavi

დამბურძგლა თუ შემცივდა არ ვიცი, მაგრამ მაგარი რამეა ^^

 


№2  offline მოდერი ^paradise^

ვაიმეე,მეც დამბრურძგლა,აი ძალიან კარგი იყო <3 სიტყვები არ მყოფფნიიიისს!!

 


№3  offline წევრი salomea

^paradise^
ვაიმეე,მეც დამბრურძგლა,აი ძალიან კარგი იყო <3 სიტყვები არ მყოფფნიიიისს!!


მიხარია თუ მოგეწონა ^^

yvavi
დამბურძგლა თუ შემცივდა არ ვიცი, მაგრამ მაგარი რამეა ^^

კნუწ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent