შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამარჯობა, სიყვარულო


5-07-2015, 17:02
ავტორი 11♥
ნანახია 2 211

-ქალბატონო ერთი წუთით თუ შეიძლება..
-დიახ გისმენთ..
-თუ შეგიძლიათ აგვიღწერეთ სიყვარული..
-სიყვარულიი? რათქმაუნდა.. იცით ის მაღალია და შავგრემანი.. ჰმმმ,ამ ბოლო დროს ცოტა ჭაღარაც გამოერია – ქალმა გაიღიმა,სიყვარულით სავსე ღიმილით.. – უკვე 35 წელი ხდება რაც ჩემს ცხოვრებაში დაიდო ბინა..როგორ ვიგიჟებდი თავს,ეს ჩემი სიყვარული არ არის-მეთქი,მაგრამ ჩემი ყოფილა და ვერაფერს გავხდი.. დღითიდღე ბერდება,მაგრამ კი არ სუსტდება,პირიქით ძლიერდება.. მაოცებს მისი გამძლეობა.დიდი,ღრმა,შავი თვალები აქვს და მის სიღრმეში დღითიდღე ვიკარგები,1975 წლის 3 მაისიდან დღემდე..
***
-შეგიძლიათ აგვიღწეროთ სიყვარული?
– ჩემი სიყვარული დღეს სკოლაში წავიდა.. იცით რა მკითხა,სულ ხუთებზე ვისწავლი და ჩემით ხომ იამაყებო? აბა რა უნდა მეპასუხა,პატარაა ჯერ ჩემი სიყვარული და ასეთი უცნაური.მაგრამ მე ხომ მისი მშობელი ვარ და მოვალე მოთმინებით ვუგდო ყური და სწორ გზაზე დავაყენო.უკვე რამდენიმე წელია ვუფრთხილდები და მთელი ცხოვრება ასე იქნება,გავუფრთხილდები ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე,ჩემი სიცოცხლის დამთავრების შემდეგ კი ის კიდევ დიდხანს… დიდხანს იცოცხლებს..
– როგორი მზრუნველი ხართ.
– ის თვითონ ზრუნავს ჩემზე,ჰაერია რომლითაც ვსუნთქავ,მის გარდა არავინ მჭირდება..

***
-აგვიღწერეთ სიყვარული..
-იცით,ის ისეთი პატარაა.. მგონი უკვე საგნებსაც არჩევს და ხმებიც ესმის.. მისი პატარა თითებით,რომ მეფერება ხოლმე უკვე ვგრძნობ მომავალ მეტიჩარას ვზრდი,მაგრამ არ შემიძლია სითბო მოვაკლო.. სუსტი და დაუცველია ჯერ..ახლახანს დაიბადა და აბა როგორ შეიძლება არ გავანებივრო.
-ღმერთო ჩემო,როგორი პატარაა,ვარდისფერი ლოყებით,ქერა თმებითა და დიდი,ლამაზი,ლურჯი თვალებით.
-სიყვარული აგიღწეროთ? შენა და დარწმუნებული ხარ არ შეგეშინდებაა?
-რატომ უნდა შემეშინდეს?
-კარგი,კარგი გიღწერ.. მისმინეე..
-ჩემს სიყვარულს მუქი წითელი თმა აქვს,ოღონდაც აი ის აქვს რა.. მელირებაა თუ რას უძახით გოგოები?
– კი.
– ჰოდა მოკლედ,რომ ვთქვა ჭრელია ჩემი სიყვარული.. წარბზე პირსინგით და ხელზე წითელი პეპლით..
-ხელზე პეპლით..?
-ხო რა ტატუ აქვს,რაა გაუგებარი..
-ააჰმ,მაპატიეთ უცებ ვერ..
-ხო კაი გავიგე.მეჩქარება რააა გამიგე.მართალია სიყვარული სულ აგვიანებს,მაგრამ ჩემზე ადრე,რომ მივიდეს დანიშნულების ადგილზე მობეზრდება ლოდინი და წავა,ასე რომ მაგრაად..
-მადლობთ და კარგად )
***
-სიყვარული?ეგ რა არის რო? არა ეგ სიტყვა კი გამიგია,მაგრამ არ ვიცი იცი.. აზრზე არ ვარ და რა გითხრა აბა.
-გული არ გწყდება რომ არ იცი როგორია ის?
– გული? ეგ რაღაა?
-აჰმ.. გული თვალებია.
-თვალები? კაი რა თვალებით ვიყურები,მაგრამ შენ რა გულით რამეს უყურებ? ნუ მაცინებ ერთი რა..
– ხო,მე გულით ვხედავ.
***
-მე გითხრა? რომ მისვამ ამ შეკითხვას აბა თვითონ თქვი ერთი?
– ჩემი აზრი გაინტერესებთ?
– ხო,რა კითხვა არასწორად დავსვი?
– არა,არა.. უბრალოდ იცი უკვე მერამდენე ხარ ვისაც ვკითხე.. მაგრამ პირველი ვინაც აქეთ მკითხა..
-ხოდა მერე მიპასუხე!
-ვეცდები,მაგრამ არ ვიცი მაქვს კი რამე სათქმელი?
-გამარჯობა!
-შუა ლაპარაკში გამარჯობა რაღა დროსია.. – გამეღიმა.
– როცა მოხვედი და მომესალმე ვერ გიცანი,ახლა კი გიცანი შენ მე ხარ!
– როგორ? ჰმ,რა სასაცილოა,მაგრამ აქეთ დამაბნიე..
– კითხვა იმიტომ შემოგიბრუნე,რომ არ ვიცოდი პასუხი,თურმე არც შენ გცოდნია.. ხოდა ამიტომაც
გამარჯობა სიყვარულო!



თავიდან მეგონა 1975 წლის ამბებს მოყვებოდა ვიღAც :დდდდ

 


№2  offline წევრი 11♥

:D ბოლოშიც იგივე გეგონა? :დ
--------------------
ჟ.ძებისაშვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent