დროა ნიღაბი მოვიხსნათ !
რას ვგრძნობ ? არ ვიცი,მართლა არ ვიცი რა ქვია ამას..ერთდროულას სიბრაზეს სიხარულს და სევდას ვგრძნობ...ყველაფერი ერთფეროვანი და მოსაბეზრებელია...რეალურად არავინ არ მყავს ვისაც ჩემს გრძნობებს გავანდობ... მე როგორი ვარ ? მე ვარ ყველაზე მხიარული,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გიჟი, ზოგჯერ სწერვაც ,მაგრამ აი ჩემი გაბრაზება? უუუჰ..ძალიან რთულია და მტრისას ვინც მე გამაბრაზა !!-ეს როგორც ჩემი სასტავი ამბობს...მხიარულობა და გიჟობა კი კარგია ,მაგრამ სინამდვილეში...აი სწორედ იმ დროს როდესაც მარტოები ვართ,ხმის გამცემი არავინ გვყავს და ასევე აღარ გვჭირდება ნიღბის ტარება...სწორედ ეს დრო მძულს ყველაზე მეტად,რადგან ამ დროს ყველაზე უძლური ვარ,უამრავი ღამე მაქვს ტირილში გათენებული და იმის ნატვრაში რომ მეორე დღე არ გათენებულიყო...ბევრჯერ მიწუწუნია სასტავში ჩემს პრობლემებზე მაგრამ ყველაფერ ამას სიცილი მოყვება...არ გეგონოთ რომ მე ან ჩემს პრომებლებს დასცინიან ,არა...ეს მე ვარ მასეთი,შეიძლება ადამიანთან მთელი 2 ან 3 საათი ვიწუწუნო ,მაგრამ მერე თითქოს კარგ ხასიათზე ვდგები და ნიღაბს ვიკეთებ..უბრალოდ არ მინდა ვინმეს თავი მოვაბეზრო ჩემი დრამებით და ხასიათი გავუფუჭო...აი ჩემი დაქალები?არ ვიცი რაა..ყველაზე მეტად მიყვარს თითოეული..აი ნებისმიერისთვის ყველაფრის გამკეთებელი ვარ რაა...ეგენი რომ არ მყავდნენ არ ვიცი,გავგიჟდებოდი და ალბათ...არა ალბათ კი არა ნამდვილად ფსიქიატრიულში ვიქნებოდი ... მართალია მათ არ იციან ჩემი პრობლემების შესახებ თუმცა ამას ცოდნა რათ უნდა? დაქალები მარტო იმისთვის ხომ არ არიან რომ შენი პრობლემები გაანდო და გული დაიწყნარო?მე მათთან ძალიან მაგრად ვარ და არც ერთი დღე არ მახსენდება ისეთი რომ დრო უაზროდ გაგვეტარებინოს... მაგრამ...რა თქმა უნდა ამ ნიღბის ტარებით ოდესღაც ყველა ვიღლებით და უბრალოდ გვიწევს ნამდვილი სახის გამოჩენა ...შეიძლება რამდენიმე დღით,თვით ან წლით ,მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს ...მთავარია ცოტახნით მაინც დავისვენებთ და შემდეგ ახალ ნიღაბს მოვირგებთ რამე მიზეზის საფუძველზე!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.