შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Emotions


6-07-2015, 21:26
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 2 190

ერთადერთი, რამაც შეიძლება დამამარცხოს, ისევ საკუთარი ემოციებია. ემოციები, რომელსაც გადამეტებულად გავცემ ჩემი არსებიდან. ემოციები, რომლითაც ვფუთავ ფაქტებს და ვჩრდილავ სინამდვილეს, რომელიც სულაც არაა იმდენის მომცემი, რამდენისაც მე მგონია და მერე.. მერე, როცა ერთ დღეს ჩემი ემოციები ვეღარ ფარავს უბრალოებას, ვგრძნობ, როგორ ვიქცევი სიცარიელედ. არსებად, რომლიდანაც მთელი არსებობა ამოტუმბეს და სადაცაა, დარჩენილი ნაჭუჭიც ჩამოიფშვნება.

მხოლოდ ამ დროს ვაცნობიერებ ხოლმე, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა და დანაშაულის გრძნობით გაჯერებული სუსტი სუნთქვით ვიწყებ დარჩენილი ნაფლეთების შეკოწიწებას, ძირფესვიანად ამოძირკვულ არსებობას საფუძველი მაინც რომ ჩავუყარო. თან გულში ხმამაღლა, დაცარიელებული არსების ყველა კუთხე-კუნჭულის გასაგონად ვყვირი, რომ ეს აღარ უნდა დავუშვა, თუ არ მინდა, რომ იგივე განმეორდეს. თითქოს, ვიგებ კიდეც და მაშინ მახარებს ჩემში დაგუბებული გამჭვირვალე სიცარიელე. ის, რომ სულ მარტო მივუყვები განაცრისფერებულ ყოფიერებას და გვერდით არავინ მყავს, აღარარსებული ემოციები რომ დავახარჯო.

გამანადგურებელი არარაობა მიდგება ძარღვებში და მეც უკვე ჩვეული სევდით და უჩვეულო სიამოვნებით ვუყურებ, როგორ მანადგურებს ნისლისფერი არაფრობა. ძველი, ნაკუწებად ქცეული ემოციებით ჩაყრილი საძირკველი ისევე რჩება. ერთ უბრალო აგურსაც ვერ ვპოულობ სიახლედ, რომ რამის შენება დავიწყო. ჰოდა, ვეგუები. ვეგუები და ვაგრძელებ უმისამართო და უსაფუძვლო სიარულს მოშიშვლებული საძირკვლით და სხეულში ისევ მშობლიური სიცარიელე დამირბის ქარიშხალივით. იმდენად ვეგუები, რომ ვფიქრობ, ამ ცივი სიცარიელის გარდა, არაფრისთვის უნდა ვიმეტებდე თავს, რომ ასე უსაფრთხოა, უმტკივნეულო.

მაგრამ მერე ხდება ის, რაც ჩემზე, სამწუხაროდ, არ არის დამოკიდებული: ჩემი რძისფერ ნისლში მოლივლივე არსება გზაჯვარედინზე ხვდება, სადაც უკვე აღარაა მარტო. ჩემგან დაუკითხავად ეძებს ადამიანებს, რომლებიც ჩემს გზასთან ახლოს დააბოტებენ და ახალი ემოციების ქსოვას იწყებს. მერე ვგრძნობ, როგორ ლბება ნელ-ნელა ხეშეში სიცარიელე და ჩემი არსების გაყინულ კედლებს თბილ ჟრუანტელად როგორ ედება ახალი ემოციები. ვერ ვეწინააღმდეგები. პროცესი მაბრუებს და იმ აზრებს ვეღარც კი ვპოულობ, ამის არდაშვებას რომ ღაღადებდნენ, რომ ხელი ჩავჭიდო. ჰოდა, რახან ასეა, თავისუფლად ვიღებ იისფერ ღრუბლებად ქცეულ ემოციებს. ვამძაფრებ, თითქოს ასე ხუხულა უფრო მყარი გამოვა და ისევ ვერსად ვპოულობ აზრს, რომ ამას არ უნდა ვუშვებდე. ქარიშხლად ქცეული სიცარიელეც ყუჩდება და ცხადად ვგრძობ, როგორ ანათებს შიგნით რაღაც.

ახლა გაცემას ვიწყებ. უზომაწონოდ, უკონტროლოდ. ჰოდა, ეს ხუხულაც ჩამოიშლება, როგორც სხვა დანარჩენი. ვიცი. ისიც ვიცი, სიმძაფრით გამყარებული თითოეული აგურის ჩამოვარდნა ისე რომ მეტკინება, როგორც არასდროს.

მერე ყველაფერი თავიდან დაიწყება.



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

მომეწოა...ძალიან ემოციური იყო ისევე,როგორც შენი საკონკურსო ჩანახატი.

 


№2  offline ადმინი შამანი

ძალიან კარგია თეო,ძალიან ემოციურია. ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent