შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰო ოდესღაც მეც მიცეკვია წვიმაში...


7-07-2015, 01:47
ავტორი Anna)))
ნანახია 3 745

მე ოდესღაც მიცეკვია წვიმაში ტანგო... შორიახლოს , ხიდის ქვეშ მდინარე ხმაურით იკვლევდა გზას , სულ არ მადარდებდა მისი ბობოქარი ხმა ... ვცეკვავდით მშვიდად , აუღელვებლად , ლამპიონების შუქი ირიბად ეცემოდა ნისლში გახვეულ მობუზულ თბილისს ,. წვიმდა ... დაუსრულებლად წვიმდა . წვიმის წვეთები ანაზდად მეცემოდნენ სხეულზე , ეკიდებოდნენ ნიკაპს , დახუჭულ თვალებზე ირიბად დახრილ წამწამებს , წვეთავდნენ გამეტებით , მხრებზე , ყელიდან მუცლისკენ ... ვცეკვავდით აუჩქარებლად , ერთი ...ორი...სამი ნაბიჯი წინ, სამი, ორი , ერთი ნაბიჯი უკან. გვესმოდა ერთმანეთის მშვიდი სუნთქვა და ყოველი წამი იმაზე მეტი სიყვარულით იყო გაჟღენთლი ვიდრე ოდესმე გვაკავშირებდა ერთმანეთთან . მისი გრძელი , საოცრად ლამაზი თითები მშვიდად დაეშვნენ ჩემს სველ მკლავებზე და შეეხნენ ჩემს გაყინულ ხელებს ... ჟრუანტელი ყოველ ნეირონს მოედო , ძვლებამდე ჩავიდა და თავბრუდახვეულმა ძლივს შევიკავრ თავი, რომ მის მკლავებში არ დანელია სული... მისი ტუჩები ეხებოდნენ ჩემს შუბლს .. ხელით კი კულულებს მიწევდა ფრთხილად თვალებიდან ... მე ბეღურასავით ვთრთოდი და არ ვიმჩნევდი ,ამაყად განვაგრძობდი ერთი, ორი , სამი ნაბიჯი წინ ... სამიც უკან . ტრიალი და ... მისი უეცარი ჩახუტება , სუნთქვისშემკვრელი, მისი რიტმულად აჩქარებული სუნთქვა და ჩემი შიში -ოდესმე რომ დასრულდებოდა ეს წამი... წვიმდა და არც აპირებსა გადაღებას ... თმიდან წყალი მდიოდა და ჩემს თვალებში მთელი სამყაროსოდენა ბედნიერება იყო ჩასახლებული . მე ის მიყვარდა და მისი ძლიერი ხელები ჩემს წელზე იწვევდა ყველაზე დაუვიწყარ შეგრძნებას ყველა შეგრძნებათა შორის ...
ჰო...მე ოდესღაც მიცეკვია წვიმაში ტანგო ... ლამპიონების ძლივსმნათობ შუქზე.
ანნა ზეიკიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent