სამომავლო "ჯოჯოხეთი"
ერთ დღესაც, როცა მზე მცხუნვარედ არ ანათებდა და ქარიც ძლიერად ქროდა, კარგი გარეგნობის გოგონამ სახლი დატოვა. ის ლამაზი გოგონა იყო გრძელი, ქერა თმით, მწვანე თვალებით და შესანიშნავი ტანით. მაგრამ მისი სახე ტკივილს დაეფარა.ეს გოგონა აქამდე რომ გენახათ, იფიქრებდით რომ სიცოცხლით სავსე სრულყოფილება იყო. მისი თვალები ყოველთვის ანათებდნენ, მაგრამ დღეს.. ყველაფერი შეიცვალა! გოგონას თმა სახეს უფარავდა, მაგრამ მისი მწვანე, ჩამუქებული თვალები მაინც ჩანდა. იგი გარშემო იყურებოდა, მაგრამ ვერავის ხედავდა ქარიან ამინდში. მხოლოდ მანქანები მოძრაობდნენ გზაზე. გოგონა ენით აღუწერელი გამომეტყველებით იყურებოდა. მის თვალებში ვერაფერს ამოიკითხავდით. ისინი დაცარიელებულიყო. მან არც კი იცოდა რისი გაკეთება სურდა, მაგრამ წამით მის გონებაში აზრმა გაიელვა და ამის შემდეგ მან უმისამართოდ დაიწყო ხეტიალი. ის ერთ-ერთ სახლში შევიდა, რომელიც საკმაოდ ძველი ჩანდა და ასევე ეტყობოდა რომ აქ წლების განმავლობაში არავინ ცხოვრობდა. ეს სახლში გზიდან მოშორებით იყო, მინდორზე. გოგონამ კიდევ ერთხელ მიმოიხედა გარშემო და უკვე იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა. ეს მას დაამშვიდებდა.. სამუდამოდ! 3 დღის შემდეგ პოლიციელებმა ანონიმური შეტყობინება მიიღეს გოგონას შესახებ, რომელმაც თავი მოიკლა. ისინი კვლელობის ადგილას მივიდნენ და გამოძიება დაიწყეს. არ იყო რთული თვითმკვლელობის მიზეზის დადგენა. ეს იყო დრამატული სიყვარული, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამოძიების დასასრულებლად. სინამდვილეში კი არავინ იცოდა სიმართლე გარდაცვლილი გოგოს გარდა. მან "იხილა" საშინელი მომავალი და გადაწყვიტა რომ სიმშვიდეში დაესრულებინა სიცოცხლე. 2 კვირის შემდეგ კი, დედამიწაზე ჯოჯოხეთი დაიწყო.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.