***
მოწევა არ კლავს .. არც დალევა..ზოგადად ადამიანს არაფერი კლავს ,გარდა განუხორციელებელი სურვილებისა და აუხდენელი ოცნებებისა. შენ ვერასდროს გაიგებ ,რატომ დავდივარ მუდამ მომღიმარი სახით, შენ ვერასდროს გაიგებ როგორ მაქვს დაფლეთილი იაფფასიანი ნიკოტინის ბოლში გახვეული გული . შენ ხომ აღარ მიცნობ. შენ აღარ გავხარ ადამიანს რომელსაც ჩემთვის სამყაროს ფასი ჰქონდა და ზოგადად შენ აღარ გჭირდება ჩემი დასერილი ხელებით ყვითელ ფურცლებზე ნაწერი სისულელე. შენ შენ აღარ ხარ . შენ ვერასდროს იგებდი რატომ მქონდა მუდამ წყლიანი თვალები , ანდა რატომ ვტიროდი მაშინ ,როდესაც ყველა იცინოდა .შენ ვერ პოულობდი ჩემს ღიმილში ტკივილის მიმობნეულ მარცვლებს ,რომლებიც დღე და დღე სულ უფრო და უფრო ღვივდებოდნენ და იდგამდნენ ჩემს ნაწვალებ ,ცოდვებით დამძიმებულ გაცრეცილ სულში ფესვებს. შენ ყველაფერი ზედაპირული გიყვარდა და მეც ზედაპირულად შემიცანი. შენ ვერასდროს იგებდი რატომ დავდიოდი მუდამ ყურსასმენებით და ფიქრებში გართული რატომ მივდევდი ნაწვიმარ ბილიკებს არსაით , რატომ გადავდიოდი გზაზე დაბნეული და რამდენჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში . მე ვერასდროს ვიგებდი რატომ ვიყავი შენზე ასე მიჯაჭვული, რატომ იყო შენი ღიმილის ნახვა ჰაერივით მნიშვნელოვანი ,რატომ მჭირდა ყოველი შენი წასვლისას უჰაერობა და ზოგადად რაღამდენს გაუძლებს კიდევ გული. მე ვერასდროს ვიგებდი რატომ ვიჯექი ღამ-ღამობით ჩაბნელებულ ფანჯარასთან და ვუყურებდი ერთადერთი ძლივსმნათობი თავჩახრილი ლამპიონით ვითომ და განათებულ,მტვრიან ქუჩას ,როდესაც ვიცოდი რომ შენ იქ არასდროს ჩაივლიდი. მე ვერასდროს ვიგებდი რატომ მიკრავდი გულში და მერე უჩუმრად რატომ მტოვებდი ,მეასეჯერ , მეათასჯერ ... ან რომ მიდიოდი ვინ გელოდა თვალებგაბრწყინებული იმ ქუჩის ბოლოს სადაც შენი კვალი ქრებოდა. შენ ვერასდროს იგებდი ჩემს ტკივილებს . ვერც ჩემს ღიმილს იგებდი ბოლომდე . მე არასდროს ვგავდი სხვებს , მე ყველა საზღვარსგაცელილად მტკიოდა უშენობით გასული საათები და ზოგადად მე უშენობა ყოველთვის მკლავდა . მაგრამ ამას არასდროს ვიმჩნევდი . და ვერც შენ იგებდი არა , მოწევა არ კლავს , არც ალკოჰოლის N რაოდებობა კლავს ძარღვებში მჟონვარე . ზოგადად ადამიანს არაფერი კლავს ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.