სიყვარული არ კვდება..კლავენ!!
მივუყვები გზას და კიდევ ერთხელ ვფიქრობ რატომ.. რატომ მოხდა ის რასაც არავინ ელოდა.. ნუთუ მე ასეთი მხდალი აღმოვჩნდი რომ ჩემი სიყვარული ვერ დავიცავი.. მოკლეს.. მოკლეს ჩემი სიყვარული.. მოკლეს და უგულოდ დამტოვეს.. მახსენდება მისი სახე.. მახსენდება ჩემი ბიჭის სახე,ქვაზე ვჯდები და ტირილს ვიწყებ.. უკვე 3 წელია ყოველ დღე მივდივარ მის საფლავზე.. ალბათ გაინტერესებთ რა მოხდა.. მახსოვს ზაფხული იყო.. ძალიან ცხელოდა ქალაქში და აუზზე წასვლა გადავწყვიტეთ.. მე და ჩემმა დაქალმა იქ სამი ბიჭი გავიცანით.. ძმაკაცები.. დავმეგობრდით.. რამოდენიმეჯერ შევხვდით.. მერე ნელნელა შეხვედრები გახშირდა და ასევთქვათ სასტავად ჩამოვყალიბდით.. ვხვდებოდი რომ მათგან ერთერთისადმი ჩემი სიყვარული არიყო ისეთი როგორიც მეგობრებს შეეფერებათ.. ვიცოდი არც ის იყო გულგრილი.. მალე გავიგე რომ ვუყვარდი.. ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია პირიქით.. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ.. ყველას ჩვენი ერთად ყოფნა უნდოდა.. ასეც მოხდა.. ერთად ვიყავით.. ზუსტად ერთი წელი ერთად ვიყავით.. გეფიცებით ყველაფერს და ყველას გეფიცებით უსაზღვრო ვიყავი მასთან.. თითქოს ჩემი სულის ნაწილი იყო გუგა.. მიყვარდა მართლა გადაუყვარებლად.. ყოველთვის მიცავდა.. მასთან რომ ვიყავი თავს დაცულად და ყველაზე კარგად ვგრძნობდი.. მაგრამ დადგა ერთი დღე და მამაჩემმა გამომიცხადა გუგას დაშორდი მასზე ყველაფერი გავარკვიე და ძალიან ცუდ საქმეებშია გარეული.. შენი ღირსი არარისო.. გეფიცებით არ მაინტერესებდა მისი ნათქვამი ყურადღებაც არ მიმიქცევია.. გამოვუცხადე გუგა მიყვარს და ჩვენს სიყვარულს დავიცავ,მკვლელიც რომ იყოს მიყვარს მეთქი!.. კარგიო მითხრა და ერთი კვირის შემდეგ გუგა აღარც მინახავს.. ალბათ ხვდებით რაც მოხდა.. რომ გავიგე ეს საშინელი ამბავი და ჩემი სიყვარული დაჩეხილი დავინახე ცხედარს ჩავეხუტე და სანამ არ დაასაფლავეს არავის არ ვუშვებდი მასთან ახლოს.. ჭკუიდან გადავედი.. ვერ ვიჯერებდი.. ჩემი გუგა.. ჩემი სიყვარული.. ბიჭი რომლისაც ყველას ეშინოდა,რომელიც ჩემს გამო მკვლელიც გახდებოდა.. ახლა ასე გაუნძრევლად იწვა.. ღმერთო რატომ დამსაჯე ასე.. მე ხომ ის სიკვდილის წინაც არ მინახავს.. არ გამიგია მისი ბოლო სიტყვები.. იმ ღამეს ჩემთან მოდიოდა და მოკლეს..!! ზუსტად ვიცი ვინც მოკლა.. ზუსტად ვიცოდი რომ ეს ყველაფერი საზიზღარი მამაჩემის ნამოქმედარი იყო.. გუგას დასაფლავების ღამეს მივედი იმ საზიზღარ კაცთან რომელსაც მამაჩემი ერქვა.. მხოლოდ ერქვა! ყელზე დანა მივაბჯინე და დავემუქრე თუ კიდევ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში ამ დანით ზუსტად ისე ავჩეხავდი როგორც მან ჩემი გუგა.. მოვკლავდი ისე როგორც მან მოკლა ჩემი გუგა და ხელიც არ ამიკანკალდებოდა.. ვუთხარი ღმერთი სამაგიეროს გადაგიხდისმეთქი და წამოვედი.. წამოვედი და იმ დღის შემდეგ ჩვენი სასტავის მეტი ახლობელი არ მყოლია.. ახლა მხოლოდ ჩემი შვილისთვის ვცოცხლობ.. ჩემი და გუგას შვილისთვის! რომლის არსებობის შესახებაც გუგასთვის იმ ღამეს უნდა მეთქვა.. აი მაშინ ჩემი სიყვარული რომ მოკლეს!!! . -------------- აი ძალიანმინდოდა რამე ასეთი დამეწერა >.< მართალია პატარაა მაგრამ.. მაგრამ და კიდევ მაგრამ არვიცი რავთქვა.. მოკლედ შეაფასეთ..მიყვარხართ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.