სიჩუმის ამბორი
სრული სიჩუმე, მე და ის.. თითქოს ყველაფერი კარგად იყო.. თითქოს სასიამოვნო სიჩუმე გამეფებულიყო.. თითქოს რაღაც სხვა სამყაროში ვიყავით.. სამყაროში, სადაც მხოლოდ მე ის და სიჩუმე ვიყავით.. ვისხედით სადღაც, გრძელ სკამზე.. და ისევ, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ეს ყველაფერი რაღაც ცუდს მოასწავებდა.. და სიჩუმე ნებივრობდა.. მოულოდნელად სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.. ცოტა გამიკვირდა, იშვიათად ეწევა.. სიგარეტის ბოლიც თითქოს სიჩუმეში იკარგებოდა, ეამბორებოდა.. და აი.. დაირღვა სიჩუმეც.. და სასიამოვნო ხმაც გაისმა.. ჩემთვის ყველაზე საყვარელი მელოდია... -იცი? მე არმინდა გული გატკინო... სულ შენთან ვერ ვიქნები.. მომიწევს წასვლა იქ, საიდანაც ვეღარ დავბრუნდები... -ნუ მელაპარაკები ეგრე... გთხოვ.. -უბრალოდ არმინდა მოგატყუო... .... -ხო.. ყველა მიდის... -არა.. მე წავალ და თან წავიყოლებ შენს სიყვარულს.. -არა, მას ვერ წაიღებ.. -რატომ? მძიმეა? -ხო.. ზედმეტად მძიმეა... -მაშინ ოცნებას წავიღებ, ის ხომ მსუბუქია.. -არა! არმინდა რომ შენი რაიმე ნაწილი გაქრეს ჩემი სულიდან.. შენ ვერ ხვდები... მე მირჩევნია ვიცხოვრო შენი ტკივილით ვიდრე უშენო ბედნიერებით.. არა! არაფერს არ გაგატან! -..... მაპატიე.. -შენ არ იბრძვი, ნებდები, არასდროს არ იბრძოდი და არც ახლა იბრძვი, ეს ხომ სიყვარულია, ნამდვილი გრძნობა რომელიც ყველაზე და ყველაფერზე წმინდაა, თუ ნამდვილად გიყვარს არასდროს დანებდები! -იცი? მე ვიბრძოლებ.. შენთვის ვიბრძოლებ და დავრჩები... -ისედაც არსად გაგიშვებდი! და ისევ სიჩუმე.. მე და ის.. სხვა არც არაფერი და არც არავინ.. ხანდახან ხომ სიჩუმე მეტს ნიშნავს ვიდრე გაუფასურებული წინადადებები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.