ჯი
უკვე დაღამდა... ენი ქუჩაში სეირნობს და ფქრებით ძალიან შორსაა წასული. იქ, სადაც ვერავინ მივა... ვერავინ მივა ჯის გარდა. სადაა ჯი? არ იცის.. რომ იცოდეს ისევ მარტო არ იხეტიალებდა ქუჩა-ქუჩა იმის მოლოდინში, რომ ჯის გადააწყდება სადმე. ან იქნებ უკვე ბევრჯერ გადააწყდა? ვინ იცის... მიდის და ფიქრობს... ვიღაც უყურებს... ნუთუ ისაა? ნუთუ ესაა ჯი? ჯიიიიი ეს შენ ხარ? სიხარულის ცრემლები სწრაფად აწვება ენის თვალებს, სუნთქვა ეკვრის და მზადაა სხეულიდან ამოხტეს. ცდილობს როგორმე მიუახლოვდეს... უახლოვდება... თვალებში ჩახედა... ისევ იმედგაცრუება... ის არ იყო ჯი... ჯი სხვანაირია. ჯის სულ სხვანაირი თვალები აქვს. ჯის თვალები ყოველთვის ბრწყინავს... განა იმიტომ რომ სულ ბედნიერია, იმიტომ რომ სულ კეთილია. მუსიკას უწევს... გზას აგრძელებს... ნაცნობი ბაღი.. ნაცნობი სკამი... ენი ჯდება იმ სკამზე, რომელიც ასე გაგიჟებით უყვარს. განა როგორ შეიძლება სკამი გიყვარდეს... ენს უყვარს. ჰო, უყვარს, იმიტომ რომ იცის, აქ ჯი მოძებნის ენს. უცნაური წყვილია არა? სულ ერთმანეთს ეძებენ და ვერადა ვერ იპოვნეს. ნაცნობი სიმღერა... ენი ისევ ფიქრებსი წავიდა... წამით წარმოიდგინა, რომ ჯი მოვიდა.. დადგა ის ნანატრი წამი, როცა ჯის თვალებში ჩახედა. ენს თვალზე ცრემლები აწვება... აჩქარებული გულის ცემა... გზააბნეული ჰაერი, რომელმაც ფილტვებიდან გამოსასვლელი გზა ვერ იპოვნა და სადღაც სხეულის სიღრმეში გაქრა... ენი გიჟდება... უხარია, იცინის, ტირის.. ენი ჯისთანაა. თვალებში უყურებს, უყურებს და უყვარს. ძალიან უყვარს. გიჟდება ისე უყვარს... მანქანის სიგნალი... ენი ფიქრებიდან გამოდის... ცრემლებს იწმენდს... დგება... ნაცნობ გზას უკან მიუყვება... დღესაც ტყუილად იარა.. ჯის არავინ გავს... ჯი ერთია... ჯი ყველაზე კარგია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.