რეალობა
ღმერთს შეუძლია ყველაფერი მოგვცეს და მოცემული ერთ წამში წაგვართვას. ჩვენი ბედი თურმე დიდი ხნის წინ ყოფილა დაწერილი და მისი შეცვლა არ შეგვძლებია , თუმცა გზის არჩევა მაინც ჩვენზე ყოფილა დამოკიდებული. ამბობენ ღმერთს ბავშვები ძალიან უყვარს მათ ანგელოზებს და უცოდველ არსებებს უწოდებს , თუმცა ყველაზე დიდ განსაცდელს უვლენს . სიმსივნე , სისხლის გათეთრება , დაუნი და სხვა მრავალი დაავადებით იტანჯებიან. ეს ყველაპერი კი თურმე ბოროტების ბრალი ყოფილა. და საიდან არსებობს ბოროტება ? ძლევს თუ არა ის სიკეთეს და არსებობს კი სიკეთე , ადამიანობა , ნდობა და სამართალი. ეგრედწოდებული ეშმაკი ღმერთის"მარჯვენა ხელი" ყოფილა ის ერთ-ერთი ანგელოზთაგანი იყო რომელსაც განდიდების გრძნობამ სძლია და ღმერთთან გატოლება ცადა . მან მოახერხა რამოდენიმე ანგელოზის თავის აზრზე გადაყვანა და შექმნა ბოროტება. ღმერთი დიდია.... მას ყველაფერი შეუძლია. მას შეუძლია ბოროტებას ბოლო მოუღოს , თუმცა ის არაფერს აკეტებს ბოროტებამ დიდიხანია სძლია სიკეთეს , სიკეთეს რომელიც თითქმის აღარ არსებობს . არამგონია ღმერთს დაეწერა 12 წლის ბავშვისთვის ტანჯვით სიკვდილი . ის კაცმა მოკლა და ხევში გადააგდო. ასე ეწერა.... ასეთი იყო მისი ბედი ... მე ამის არ მჯერა!!! მას სულაც არ ეწერა ეს . უბრალოდ კაცი მანიაკი იყო , მასში ეშმაკი ჩასახლდა. რატომ ? რადგან სიკეთეს ფასი დაეკარგა. თუ ღმერთი ბედს და ყველაფერს წერს არამგონია მას ნება მოეცა ეს ყველაფერი დამეწერა. ღმერთს სურს მისი გვეშინოდეს , რადგან ფიქრობს პატივს სხვანაირად ვერ ვცემთ . ამბობენ ღმერთს ავადმყოფები ძალიან უყვარს..... დავაკონკრეტებ : დაუნი , კიბოთი დაავადებული , ინვალიდი და ყველა ვინც ნაკლოვანია . ღმერთი წყვეტს ვინ როგორი დაიბადოს .... ბოროტება რომელიც მძლეთა-მძლე გამომყავს ორსულ ქალებშიც ბუდობს. ალბათ ბოროტების ბრალია რომ ისინი შვილებს კლავენ , ნაგვის ყუთში აგდებენ , აბორტს იკეტებენ და თუ ღმერთს ბავშვები უყვარს მათ ბედში ამას რატომ წერს. რატომ აძლევს ბოროტებას ყველაფერი კარგი გადაფაროს , გაანადგუროს. ზოგჯერ მგონია ღმერთმა მაინც ვერ გვაპატია ჩვენი ცოდვები . ............................................................................................ მე არავინ ვარ რომ ის განვსაჯო , მაგრამ როცა ადამიანებს მის არსებობის არ ჯერათ და მის ძალაში ეჭვი ეპარებათ და თხოვენ ნიშანი გამოუგზავნოს ვისაც სახლ-კარი არ აქვთ , ვინც შვილი ან შვილები დაკარგა , მაგრამ ღმერთი არ ეხმარება . ამბობენ ღმერთი ხელის გულზე გვატარებს და ჩვენთანაა ყოველთვისო . მაგრამ ჩემს გარშემო არ მინახავს ადამიანი რომელიც ასე ფიქრობდეს. ასევე ამბობენ ღმერთი იმაზე მეტ განსაცდელს არ მოგივლენს რასაც ვერ გაუძლებო , თუმცა მე ამას არ ვეთანხმები არ მგონია ჩვენ რობოტები , უგრძნობები ვიყოთ რომ ყველაპერი რაც გავიარეთ და კიდევ უნდა გავიაროთ არ გაგვტეხს არ დაგვაუძლურებს . შეიძლება გაუძლო ერთს .... უთს მაგრამ მთელი ცხოვრება ? ან იქნებ ის ერთი იმდენად ზნელი იყო რომ გადაყევი რადგან არ იყავი ძლიერი ან იყავი 12 ის იყავი 9 ის 14 ის თუნდაც 30 ის ამიტომ გვგონია რომმას აღარ აღელვებს რა ბედი გვეწევა და ჩნდება უამრავი კითხვა რომელზეც პასუხი არ გვაქვს ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.