გულზე არ გვაქვს ავტონომია!
სიყვარული...ერთი სიტყვა,მაგრამ მთელი სამყარო...გრძნობა,რომლის გარშემოც ყველაფერი ბრუნავს...თითქოს რამდენიმე ასო,მაგრამ ყველაფერი...ერთი სიტყვაა,მაგრამ მისი განსაზღვრება ყველას გვიჭირს... სიყვარული ხომ ის გრძნობაა,რომელიც ხშირად გვერევა გატაცებაში,სიმპათიაში,მიზიდვაში...გიყვარდება და თავბრუ გვეხვევა,მაგრამ ეს შენს გარეშე ხდება..ვერც კი ხვდები,ვერც კი აცნობიერებ ისე ეჯაჭვები ერთ ადამიანს. ამბობენ შეყვარებას წამები სჭირდებაო...ზოგი აზუსტებს კიდეც ამ ციფრებს,მაგრამ განა ვინმემ იცის დაზუსტებით,რამდენ ხანში ვკარგავთ გონს და მთლიანად იმ ერთ ვემორჩილებით? არა,არ იცის. უბრალოდ მიდიხარ,საერთოდ არ ფიქრობ,რომ ვინმე გიყვარდეს და უეცრად გეჭრება სხვა არსება და თითქოს შენში შემოდის...უხილავად გეჭრება და საერთოდ გაკარგვინებს დამოუკიდებლად აზროვნების უნარს... გული ხომ ავტონომიური ორგანოა...აი,ეს არის მიზეზი იმისა,რომ ჩვენდა დამოუკიდებლად გვიყვარდება...გული..ეს სასტიკი რამ....ის ხომ არასდროს ემორჩილება ჩვენს ბრძანებას..გააღებს კარს და შეუშვებს სიყვარულს,მონატრებას,ტკივილს... როგორ შეუძლია,რომ ასე მოგვექცეს? შეუძლია..სამწუხაროდ,შეუძლია...მასზე ხომ ავტონომია ჯერ არ მოგვიპოვებია... მთელი ცხოვრება ვფიქრობდი თუ რა იყო სიყვარული...როგორ უნდა მიმხვდარიყავი იმას,რომ შეყვარებული ხარ... ამ კითხვაზე ყველა ერთსა და იმავეს პასუხობდა,როცა შეგუყვარდება იგრძნობო... მე კი პასუხი არ მქონდა..უბრალოდ ვდუმდი..დიახ,უბრალოდ ვდუმდი... ერთი ვიცოდი,ვიცოდი,რომ სიყვარული რაღაც განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო..მეგონა,რომ სიტყვის „მიყვარხარ“ თქმა ძალზედ ძნელი რამ იყო...მეგონა,რომ ეს გრძნობა რაღაც არაამქვეყნიური რამ უნდა ყოფილიყო...თეორიულად მესმოდა,მაგრამ პრაქტიკაში წარმოდგენაც კი არ მქონდა... მუდამ ვფიქრობდი..ალბათ,იმის შემდეგ,რაც თავი პირველად ვიგრძენი პიროვნებად..მას შემდეგ,რაც გავიაზრე,რომ ადამიანი ვარ...მას შემდეგ,რაც დამოუკიდებლად დავიწყე ფიქრი და აზროვნება..მას შემდეგ,რაც დავიწყე გრძნობების ერთმანეთისგან განსხვავება და მათთვის სახელების შერჩევა... მე მას შემდეგ გავხდი ამ გრძნობის განსაზღვრების მონა... ვიძინებდი და ვფიქრობდი,რა იყო სიყვარული..ვიღვიძებდი და ისევ თავბრუ მეხვეოდა ამ სიტყვის გაგონებისას... ცხოვრებაში ერთხელ ვიგრძენი რაღაც განსაკუთრებული..მანამდე ხომ მხოლოდ ჩვეულებრივი მოწონება მახასიათებდა..ფლირტი და რაღაც სისულელეები..სისულელეები,რომლებსაც რომ ვიხსენე,უბრალოდ მეღიმება...ეს ხომ ფარსი იყო,ფარსი და მეტი არაფერი... ერთ დღეს შემიყვარდა...რამდენიმე წამში და მას შემდეგ დავეთანხმე მოსაზრებას იმის შესახებ,რომ გული გრძნობებს წამებში უღებს კარს.. მე ამ დღიდან შემძულდა გული..ადრე ხომ ასე მომწონდა..ის გავძლევს ცხოვრების საშუალებას-მეთქი,განა ამას არ ვფიქრობდი? გული ორ შემთხვევაში მოგწონს,როცა არავინ გიყვარს და ან როცა შენი სიყვარული უპასუხოდ არ რჩება,ხოლო როცა ამ გრძნობას ცალმხრივად განიცდი,ის უბრალოდ გძულს. დიახ,ვფიქრობდი,მაგრამ,შემდეგ ყველაფერი შეიცვალა...მას შემდეგ,რაც უბრალოდ მეღიმებოდა გულში „მის“ დანახვაზე და ამას არც კი ვიმჩნევდი..მიჩქარდებოდა გულის ცემა და ამასაც ვმალავდი..მიჭირდა თვალებში მეცქირა „მისთვის“..ეს ერთვარად სასიამოვნოც იყო,მაგრამ იმის გაფიქრებაც კი აუფერულებდა ყველაფერს,რომ „მან“ არაფერი იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ,მეტიც ის არც კი მიცნობდა..ჩვენი ყველაზე დიდი დიალოგი იყო მისალმება,მისალმება და მეტი არაფერი...ჩვენი ყველაზე ახლო მანძილი ერთი მეტრი იყო...ერთი მეტრი,მაგრამ მის თაფლისფერ თვალებს მაინც ვიცნობდი..ვხედავდი,როგორ მუქდებოდა და თითქოს მასში ვიკარგებოდი... ისიც კი მიხაროდა,რომ ის ოთახის მეორე კუთხეში იყო..ისიც კი ღიმილს მგვრიდა,რომ ის სოციალურ ქსელში შემოსული იყო მაშინ,როცა მეც მანდ ვიყავი და მის თვალებში შეძრომას ვცდილობდი... მისთვის არ მითქვამს,რომ მიყვარდა...არ მითქვამს,რადგან,ვიცოდი,რომ ამას ბავშვურ სისულელედ ჩამითვლიდა..ვიცოდი,რომ გატაცებაში ჩამომართმევდა ამხელა გრძნობას და უბრალოდ დამცინებდა..ვიცოდი,რომ მეორე დღეს მთელ სამეგობროს მოსდებდა..ვიცოდი,რომ ის ჩემს მიმართ ძლიერ გულგრილი იქნებოდა...ვიცოდი და 60 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული იმაში,რომ მას შეყვარებული ჰყავდა...ალბათ,99 პროცეტით უნდა ვყოფილიყავი დარწმუნებული,მაგრამ მაინც იმედი არ უშვებდა სასოწარკვეთას..იმედი მუდამ დაგელაობდა ჩემს გულში..გოგონა,რომელიც სასტიკად მაღიზიანებდა..მისი ცხვირი მძულდა..ის ხომ საშინლად შეუხედავი მეჩვენებოდა..შესაძლოა,არ იყო მასეთი,მაგრამ მაშინ მე მას მუქად ვხედავდი...ყველაფერს,რაც მას ეხებოდა გონჯად აღვიქვამდი...დიდი არაფერი გოგო არ იყო..ასაკოვანიც კი მეჩვენებოდა..არ ვიცი,რამდენად სიმართლეა,მაგრამ მისი შესაძლო შეყვარებული მძულდა..არ ვიცნობდი და ისე მძულდა...“მას“ კი არ ვიცნობდი და ისე მიყვარდა.აი,როგორი უცნაურია გული...მასზე ხომ ვერ ვიმოქმედებთ ჩვენი ძალებით...აი,რატომ ვართ მის წინაშე ყოვლად უძლურნი.. ახლაც მახსოვს,როგორ მინდოდა დამეჭირა ის გოგო,მისი თმები ხელებზე შემომეხვია და შუაზე გამეგლიჯა..მინდოდა,მომეკლა და მისი გრძელი თმით სხეული დამება... მინდოდა,რომ წარმერთმია „ის“..მინდოდა,რომ აღარ რქმეეოდა მას მონატრება და მინდოდა,რომ ჩემი დამერქმია... ეს სისულელე იყო,ალბათ...მისთვის ყოვლად ამაზრზენი ვიქნებოდი,ალბათ...ალბათ,შემიძულებდა,რომ სცოდნოდა ჩემი ფიქრებისა და სურვილების შესახებ.. მაგრამ განა ეს ჩემი ბრალი იყო? ამაში ხომ გული იყო დამნაშავე..მხოლოდ გული... სხვა აღარ მაინტერესებდა..მხოლოდ მის ამაღელვებელ მზერაზე ვფიქრობდი..ყოველი შეხვედრისას,მეგონა,რომ მე მიყურებდა,მაგრამ ეს ხომ ტყუილი იყო...მას მე ვუცქერდ,მე ვუცქერდი ჩუმად და მალულად... გაგიჟებული ვიყავი და სადღაც დავფრინავდი...ეს ღრუბლები არ იყო..მახსოვს,უფრო შორს ვიყავი,სადღაც ღრუბლებს იქით... სხვასთან უბრალო ფლირტი რომ მქონოდა,თავს დამნაშავედ აღვიქვამდი,თუმცა განა ეს შესაძებელი იყო ჩემთვის,როცა გრძნობები დღითი დღე მძაფრდებოდა,ის კი მშორდებოდა... მან ჩემი სახელიც კი არ იცოდა...არ იცოდა,რომ ვარსებობდი..უბრალოდ ჩემთვის მხოლოდ თვალი მოეკრა და,ალბათ,გულში გაუფიქრია,საყვარელი გოგოა..მეტი არაფერი...ის ჩემში მხოლოდ ერთ შემხვედრ გოგონას ხედავდა...მე კი მასში ხომ სამყაროს შევიგრძნობდი... მინდოდა,მეთქვა,მინდოდა,მისთვის გადამეშალა გული,მაგრამ ვერ შევძელი და ან შესაძებელი იყო? არ მინდოდა დამციქრება განმეცადა..არ მინდოდა,რომ სიყვარულით დაბრმავებულს თავი დამეკარგა,მეღიარებინა სიყავრული და სუსტად გამოვჩენილიყავი...არ მინდოდა,რომ ჩემი გრძნობების შესახებ ვინმეს ეჭორავა და ვინმეს გაეცინა ჩემზე.. არ მინდოდა და,ამიტომ ისევ ვფიქრობ „მასზე“.ისევ ვერ გავუმკლავდი გრძონებებს..გულზე ვერ მოვიპოვე ავტონომია და ძილშიაც კი მის მომღიმარ სახეს ვხედავს..მის ბაგეებს,საიდანაც ჩნდება მარმარილოსავით თეთრი კბილები...ბაგეები,რომლები,ჩემს წარმოსახვაში,ჩემსკენ ისწრაფიან და გული,რომელსაც აჩქარებს ჩემი მზერა და ჩემი სიტყვათა ჰარმონია... „არა,ეს სისულელეა“-ვუმეორებ თავს ყოველ დღე,მაგრამ განა გულს ესმის ჩემი? „გთხოვ,თავი დამანებე..ნუ ხარ სასტიკი“-ვუმეორებ,მაგრამ მასზე ხომჯერ ვერავის მოუპოვებია ავტონომია... მე მას არ ვუთხარი,რომ მიყვარდა,რადგან არ მინდოდა შევძულებოდი,ნეიტრალიტეტი ვამჯობინე... ის ახლაც ნეიტრალურია ჩემს მიმართ,არც ვუყვარვარ და არ ვძულვარ...განა სიძულვილს უგრძნობობა არ სჯობს? არ ვიცი,მაგრამ მე ეს ავირჩიე,რადგან,როცა დავდგები არჩევნის წინაშე 0-სა და მინუს რიცხვს შორის,მე ყოველთვის ავირჩევ 0-ს. სამწუხაროა,მაგრამ გულზე ვერასდროს გვქონია ავტონომია,ვერც გვაქვს და ვერც ვერასდროს გვექნება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.