შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება (1)


23-07-2015, 13:16
ავტორი busa123
ნანახია 2 471

-ვაიმე მაკა ვურეკავ და არ იგებს
-ვაიმე არც ბავშვებმა იციან სად არი , სახლში წამოვიდაო
- მთელი გამეა არ გამოჩენილა, ჩემმა ბიჭებმა დამირეკეს არცერთ კლუბში არარიო
-ვაიმე წნევა გამიზომე რა. - მაკამ მოსამსახურეს დაუძახა

-რაა ნანიკო გაიტაცეს?
-ხოო
-გადაობბ ? არ იციან ვისი შვილია? რომელმა დეგენერატმა გაბედა ?
-არ იციან ჯერ.
-ალბათ გამოსასყიდს მოთხოვენ მამამის.
-ხო შეიძლება, აბა ნანიკო ვის რას დაუშავებდა.

-მამუკა ბიძია ჩვენც მთელი ქალაქი მოვიარეთ არასად არარი - ნანიკოს მეგობარი სანდრო.
-კარგი მადლობა შვილო თუ რამე ეგრევე დამირეკე.
-რისი მადლობა. არა რა ჩემი ბრალია არ უნდა გამომეშვა მარტო.

მეორე დილით მთელი თბილისი ამ ამბავზე ლაპარაკობდა, ვინც არ მიცნობდა იძახდა ალბათ გაიპარაო , ზოგი თვლიდა, რომ გამოსასყიდის გამო გამიტაცეს სინამდვილეში კი ყველაფერი ასე დაიწყო.
ამიტომ მძღოლი გავანთავისუფლე ვუთხარი რომ, მარტო წავიდოდი , ნაუშნიკები გავიკეთე ჩემი საყვარელი სიმღერა ჩავრთე და სახლისკენ მიმავლ გზას დავადექი. გზა საკმაოდ დამიგრძელდა ამ სეირნობა სეირნობაში, ამიტომ ვიფიკრე მოკლეზე გადავჭრითქო და ჩიხში შევუხვიე , პატარა ბილიკს გავუყევი, როცა ,გზაზე შავებში გამოწყობილი კაცები დავინახე. თავიდან ვიფიქრე რომ მამაჩემმა გამოგზავნა სათვალთვალოდთქო თან რაციები ქონდათ მიმაგრებული, მუსიკას ხმა დავუწიე, როცა გავიგონე როგორ უთხრა ერთერთმა მეორეს:
- სამიზნე ჰორიზონტზე გამოჩნდა .
შემეშინდა სხვლას ვუმატე,როცა უკნიდან აჩქარებული ფეხის ხმა მომესმა. უცნობი ზურგიდან მომეპარა , პირზე ხელი მომადო და გონება დავკარგე . რამდენიმე საათის შემდეგ გონს მოვედი, ძალიან მეშინოდა, ვკანკალებდი, ხმის ამოგებას და კითხვის დასმასაც ვერ ვბედავდი , რა უნდოდათ ჩემგან , რა დავუშავე იმ მომენტში ძალიან მეშინოდა სიკვდილის ,ყველაზე ცუდი შეგრძნება კი ის იყო, რომ საკუთარ თავს ყველაზე უძლურ ადამიანად ვთვლიდი არ შემეძლო საკუთარ თავს დავხმარებოდი ირგვლივაც არავინ იყო ისეთი ვისაც ჩემი შველა შეეძლო. იმედიც გადაწურული მქონდ ვიფიქრე ესაა ჩემი ბოლოთქო. ირგვლივ მიმოვიხედე. დაინახეს რომ გონს მოვედი :
- გონს მოვიდა ცოტნეს ასული
- როგორც იქნა , რამდენი ხანია ამ დღეს ველოდი . - თქვა შავებში გამოწყობილმა კაცმა, კაცმა რომელმელიც, ჩემს გატაცებას დიდი ხანი გეგმავდა.
- რაგინდათ ჩემგან ? რა დაგიშავეთ ? - ცრემლები მახრჩობდა, ძალიან მაშინებდა ეს კაცი და მისი საუბრიდან მივხვდი რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი .
- შენ არაფერი დაგიშვაებია აიი რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი მამაშენზე. მამაშენთან გზა კი შენგან მიდის .
- ფული გინდათ ? რა დაგიშავათ ჩემა ოჯჯახმა ასეთი ? გამიშვით თავი დამანებეთ მე არაფერ შუაში ვარ.
- შენ გგონია რომ უბრალოდ ავდგები და გაგიშვებ ? ჩემ ყველა გეგმას რასაც ამდენი ხანი ციხეში ვაწყობდი წყალში ჩავშლი ? ფული არაფერში არ მჭირდება მითუმეტეს მამაშენის.
- აბა რა გინდათ ამიხსენით ! - ხმას ავუწიე, მაღიზიანებდა ამ კაცის გამოხევა ირონიული საუბარი, სარგებლობდა ჩემი უსუსურობით, მაშინებდა, ცხოვრებაში პირველად ვხედავდი მას.
-ყველაფერს თავისი დრო აქვს.
მის გვერდით მდგომს რაღაც ანიშნა, ისიც მაშინვე მომიახლოვდა და სახეში ხელი ძლიერად დამარტყა. ტუჩი გამისკდა, თავის ტკივილიც დამეწყო, ცხოვრებაში ჩემთვის ხელი არავის არასდრო არ დაურტყია მითუმეტეს ასეთი ძალით და ეხლა ვიყავი ისეთი ხალხის გარემოცვაში, რომლებიც ყველაფერზე იყვნენ წამსვლელბი. აი მაშინ მივხვდი თუ რამხელა ბოროტება შეიძლება ყოფილიყო ადამიანში.
რამდენიმე საათმა ისე გაიარა რომ ის კაცი აღარ გამოჩენილა. ვიჯექი და ვფიქრობდი რის გამო შეიძლება მისულიყო ამ გადაწყვეტილებამდე, რა მოხდა წარსულში, რა შუაში იყო მამაჩემი ადამიანი რომელიც , მისაბაძი პიროვნება იყო ჩემთვის.
რამდენიმე საათის შემდეგ გაიღო მიტოვებული ქარხნის დიდი კარი , შემოვიდა ჩემი გატაცების ორგანიზატორი ვიღაც ბიჭთან ერთად, რომელმაც ეტყობოდა ჯერ არაფერი იცოდა
-გამარჯობა. _ ახალგაზდა ბიჭი მიესალმა ჩემს „დარაჯებს „
- გამარჯობათ . - ისინიც მათ დანახვაზე ფეხზე წამოხტდნენ
- აქ რა ხდება - იკითხა და ჩემსკენ მოათითა
- ეს იცი ვისი გოგოა ? - სიცილით უთხრა ბოროტმოქმედმა გამტაცებელმა ახალგაზრდა ბიჭს
- არა მამა არ ვიცი _ როგორც აღმოჩნდა ეს მისი შვილი იყო . ეხა ორმაგად შემეშინდა წარმოდგენაც არ მინდოდა მამა- შვილი რა დღეში ჩამაგდებდა.
-ცოტნესი - თქვა და გაიცინა
- მერე რაა გინდათ ამ გოგოსგან ? რის გაკეთებას აპირებთ ? - მივხვდი რომ ამ ბიჭმა არაფერი არ იცოდა ისევე როგორც მე , ამან ცოტათი იმედი მომცა.
- შვილო შენ უკვე დიდი ხარ, ჩვენს ოჯახურ ბიზნესსაც მალე შემოუერთდები ამიტომ მინდა რა რაღაცეების აზრზე იყო. ამ გოგოსგან რა გვინდა ცალკე აგიხსნი.
- არ მომწონს ეს სქმე.
- მაგაზე მოგვიანებით დავილაპარაკოთ, ცოტახანი აქ დაგტოვებ ბიჭებთან რაღაცეების აზრზე მოხვალ. აბა ბიჭებო თქვენ გაბარებთ - დაუბარა თავის თანაშემწეებს და ქარხანა გახარებულმა დატოვა
- ტუჩი ძალიან გტკივა - მომიახლოვდა და ტუჩზე ხელი მომისვა ბოროტმოქმედის ბიჭმა.
- არა! ხელი გაწიე!
-ჩემი ნუ გეშინია, უბრალოდ მენდე და პირობას გაძლევ ..
- ჩვენთან ერთად არ ისაუზმებ? გამოდი თავი დაანებე.
- ხო მოვალ. უბრალოდ მენდე.- მითხრა და მათ მიუახლოვდა.
ცოტახანში კი ჩემთან მოვიდა საჭმელი და წყალი მომიტანა. ამ მიტოვებულ ადგილას ბოროტმოქმედის ბიჭი ერთადერთი იყო, რომელიც არ მაშინებდა, პირიქით მაიმედებდა მისი ამგვარი მოპყრობა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთადერთი იყო, რომელიც ადამიანურად მექცეოდა და არ გავდა გამტაცებლებს.



№1  offline წევრი ninikoo33

კარგიაა მალე დადეე ოღონდ ,მომწონს ძალიანნ love

 


№2 სტუმარი okay

დასაწყისშივე იმდენჯერ გეწერა 'ვაიმე' რომ მართლა ვაი მეე!
დიალოგებს მშრალად წერ. თუმცა ეს, უმეტესობის პრობლემაა. (ვგულისხმობ მათ, ვინც საიტს ახლახან შემოუერთდა)
სასვენ ნიშნებზე და გრამატიკაზე არ გავამხვილებ ყურადღებას. თუმცა ალბათ უყურადღებობა გამოიჩინე და არც მიგიქცევია ამაზე დიდი ყურადღება.
ყველა გეგმას წყალში 'ჩავშლი' არა. წყალში 'ჩავყრი'

წარმატებებს გისურვებ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent