შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კარგი მეგობრები ვარსკვლავებივით არიან..


26-07-2015, 19:24
ავტორი MyLove
ნანახია 3 249

ძალიან ძნელია ნამდვილი მეგობრის პოვნა,კიდევ უფრო ძნელი მისი დაკარგვა, ხოლო შეუძლებელია მისი დავიწყება! და თუკი შეძლებ და იპოვი ასეთ ადამიანს, ეს იგივეა რაც უძვირფასესი განძი გეპოვნოს.”მეგობარი ის არის, ვინც მობრუნდება შენსკენ როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ.” მეგობრობა ბევრ რამეს მოიცავს.იმისათვის რომ გყავდეს მეგობარი, ჯერ თვითონ უნდა იყო მეგობარი. ერთი შეხედვით კი ამ სახელის ტარება ძალიან იოლი ჩანს, მაგრამ ეს ასე იოლი არაა. მართლაც უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ნამდვილი მეგობარი. “კარგი მეგობრები კი ვარსკვლავებივითაა, ყოველთვის ვერ ხედავ მათ, მაგრამ იცი, რომ მუდამ შენს გვერდით არიან.” მეგობრობა ადამიანის სულისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია როგორიც ხელოვნება და ფილოსოფია.ეს ბუნების წესია გყვადეს მეგობარი და გადარჩე!!!
მე მიყვარს ჩემი მეგობრები, ადამიანები, რომლებსაც ვიცნობ, და რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იციან ჩემზე, მაინც ვუყვარვარ.
პანდა- ჩემო საყვარელო და ყველაზე თბილო ადამიანო! შენ ხარ ერთ-ერთი არაჩვეულებრივი, თბილი და მართალი ადამიანი, იმათ შორის, ვისაც ვიცნობ. რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება შენს გარეშე? -რიგითი დღე, რომელიც ჩაივლიდა უშენოდ, უფერულად. ყოველი შენი მოკითხვის გარეშე გატარებული დღე, ჩემთვის უჰაერო სივრცესთან ასოცირდება და იცოდე _ არასოდეს გაბედო და არ დამკარგო! არც ჩემზე მეტად შეიყვარო ვინმე. (ეგოისტი მე)
ელენე -შენ ხარ ჩემი თბილი გოგო! თითქმის ყოველ დღე ვეხმიანებით ერთმანეთს და შენ რომ არ მოგიკითხო, არ მოგწერო, ისე ვერც მე ვძლებ. რაღაც მიზიდულობის ძალის მსგავსი გაგაჩნია, ჩემთან მიმართებაში. ერთხელ მიმაწებე შენს გულს, ძალიან, ძალიან მაგრად მიმიზიდე და მერე თავის დაღწევა ვეღარ მოვახერხე შენგან, ამის სურვილი არც გამაჩნია.
მახსოვს, ერთხელ რომ გამებუტე და აღარ მელაპრაკებოდი, იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ტირილამდე მისული თავს ძლივს ვიკავებდი, ბოლო ხმაზე არ მებღავლა, იმდენად მეტკინა უშენობა.
სული მეტკინა და დამიცარიელდა, და ვოცნებობ, არასოდეს, არასოდეს დავშორდეთ ერთმანეთს.
ქუთაისშიც რომ ჩამოხვედი, ფრთები შემესხა იმ დღეს. მაგრამ ამიდნიც კი ჩვენს წინააღმდეგ იყო, ხალხთან ერთად და ვინ იცის, რამდენი ხნით გადაიდო ჩვენი შეხვედრა.. მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა!
მე შენ მიყვარხარ და ყოველთვის, როცა ამ სიტყვებს გეტყვის, დაპირებასაც გაძლევ, რომ აუცილებლად გნახავ!
მაგდა-ჩემი "კრასავიცა" და პირდაპირი გოგო ხარ! ერთხელ რომ მითხარი, შეიცვალე და ისეთი თბილი აღარ ხარ როგორიც იყავიო, მართალი გითხრა გული დამწყდა, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ! მე უნდა დაგიმტკიცო ის, რომ კი არ შევცვლილვარ, შენ გამიცანი თანდათან...
ფრთები მესხმება ხოლმე, როცა გწერ ან გესაუბრები. თბილისში ჩამოვალ თუ არა, ხომ იცი, პირველად შენ რომ გნახავ? ძალიან, ძალიან მაგრად ჩაგეხუტები, ისე არავინ რომ არ ჩაგხუტებია ამქვეყნად და მე ვიქნები პირველი და უკანასკნელიც. ვინც ჩემზე უკეთესაც ჩაგეხუტება, იმას მოვკლავ და ისევ მე ვიქნები პიველი. (ვიცინი)
მიყვარხარ ისე, როგორც ნამდვილი მეგობარი და ადამიანი, რომელიც ვიცი, რომ სულ მომისმენს და რაც მთავარია შენიშვნას მომცემს.. მიყვარხარ კი არა - მეფანატები!
როგორ გითხრა, ან როგორ აგიხსნა არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ხარ ის ადამიანი, რომლის დაკარგვის შემთხვევაში, ცხოვრება რაღაც მტკივნეულ დანაკლისს განიცდის..
ნინო ჯაჯან ჩემი კინომანი, თუ როგორც ითქმის ეგ. თბილი, ულამაზესი და ნაზო ხარ შენ.
იცოდე, არ გადაიდოს ჩვენი გეგმები მომავალ ზაფხულს და ერთად დავისვენებთ. "ვიგულიავებთ!"
ვერ ვახერხებ'თ ხშირად კონტაქტს და ეს ორივეს ბრალია. მთავარია ერთმანეთის გვერდით ვართ და რაც არ უნდა მოხდეს, გპირდები, გეფიცები შენ გვერდით ვიქნები.
იმ მეგობრულ ძაფს, რომელიც შენს და ჩემს შორის არის გაბმული ვერანაირი მოწინააღმდეგე ძალა ვერ გაწყვეტს.
მარიამ-მე შენ გიცნობ სულ რაღაც რამდენიმე კვირაა და შენ ხარ უთბილესი ადამიანი! ისეთი მეგობარი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი და შენ დამარწმუნე იმაში რომ ოცნებები ხდება! მიყვარხარ ძალიან და ვოცნებობ რომ ძალიან, ძალიან მალე გნახო, ჩაგეხუტო და გაგგუდო. (ოღონდ ისე გაგგუდავ რომ მერე მოსულიერებამ გიშველოს, თორემ შენნაირს მეორეს ვერ ვუპოვი პატრონს..)
ყოველ დღე ვკონტაქტობთ და მინდა რომ ეს სულ ასე, უსასრულოდ გაგრძელდეს.
მიყვარხარ!



№1  offline წევრი DaaDaa

მაგდას ნაწილი რომწავიკითხე ჴამეღიმა :დდ ნამეტანო თბილი ხასიათით მეცარგანოვირჩევი.ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ,მაგი ძმაო გითხარიერჸხელ და თუშეიცვალარამე გადმოგირეკავ :დდ ჩემი პუპსიკაა ხალხოეს დაიცოდეთ ყველამ!!!

 


№2  offline მოდერი MyLove

შავი კატა - ჩემი ინაკო.
ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი ხარ შენ. მართალია ერთი და იგივე ქალაქში ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც ვერ ვნახულობთ ერთმანეთს.
შენ ჩემი თბილი გოგო ხარ.. ყველაზე კარგი და მგრძნობიარე.. მე კიდევ შენი სვანი ვარ და სულ არ მწყინს ეგ ამბავი.
ვარ შენი სვანი.. რაც მთავარია, შენი სვანი ვარ და არა სხვისი...
გახავ ერთ დღესს და ისსეე მააგგგგგგგგგრრრრრრრრრრააააააააადდ ჩაგეხუტებიი რომმ მთელი ''ქუთეისი'' გაკვირვებული ივლის "რას შობიან ესენიო" :დ
(ეს კომენტარებში იმიტომ დავწერე, რო დაწერილი ტექსტი არ დაკოპირდა და აქ მომიწია ჩაწერა, იმედია არ მიწყენ.. არანაკლებ მიყვარხარ შენც...)
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3  offline წევრი N7

ჩემი ლიკა!
მეც ძალიან, ძალიან და კიდევ უფრო ძალიან მიყვარხარ!
ვერც კი წარმოიდგენ თუ როგორ გამახარე!
ზოგს ჩემი სითბო აფერისტობის გამოძახილი ჰგონია, თუმც შენ ამ მცირე ხანში კარად გამიცანი!
რა ვთქვა, ამდენ ქებაში აღარ ვარ უკვე :დ და სიტყვებს ვერ ვუბავ თავს..
შენ ხარ ჩემი თბილი და უთბესი, ჭკვიანი და უჭკვიანესი, ლამახი და ულამასესი და რა ვიცი კიდევ რამდენი...
არ გამომდის მეტის წერა!
ვგიჟდები შენზე, უსაყვარლესოოო!❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent