შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა არის სიყვარული?


28-07-2015, 11:43
ავტორი babi phoenix
ნანახია 25 903

რა არის სიყვარული? ეს კითხვა ბავშობიდან მაწუხებს, ადრე არ ვფიქრობდი რომ საჭირო ინფორმაცია მომეპოვებინა ამის შესახებ, ან უბრალოდ ჩემით გადმომეცა ეს გრძნობა, ეს ალბად იმიტომ, რომ არასოდეს მქონდა გამოცდილი სიყვარული 2014 წლის 27 თებერვლამდე, ამ დღემდე სიყვარული ჩემთვის ყოვლად უმნიშვნელო და დამაფიქრებელი თემა არ ყოფილა, მეგონა არასოდეს არავინ შემიყვარდებოდა და ყოველთვის მხიარული და სიცოცხლით აღსავსე ბავშვი ვიქნებოდი, ჰო მაშინ ბავშვი ვიყავი, ახლა კი გავიზარდე, სიყვარულმა გამზარდა, გამაძლიერა, ბრძოლის უნარიანი და სამართლიანი გამხადა, მაგრამ ამავდროულად გამაგიჟა და სისულეები ჩამადენინა..
ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიყვარული უძლიერესი გრძნობაა, რომელიც სამუდამოდ რჩება ჩვენს გულებში.. არსებობს სიყვარულის რამოდენიმე ტიპი, ადამიანური, ზოგადი, მეგობრული, გოგოს და ბიჭის.. მე მხოლოდ მეგობრულ და გოგოს და ბიჭის სიყვარულზე ვისაუბრებ, დანარჩენის მიმოხილვას კი ჩემი საუკეთესო მეგობარი თაკო და ჩვენს მიერ გამოკითხულთა ადამიანების მცირე რაოდენობა გააკეთებს..
სიყვარული მეგობრებს შორის ეს ღვთაებრივი რამაა, ეს ის გრძნობაა, როდესაც ვიღაცას ბოლომდე ენდობი, ყველა საიდუმლოს უმხელ, ყურადღებას მუდმივად აქცევ და არამარტო ლხინში, არამედ ჭირშიც მის გვერდით ხარ, მეგობარი ის ადამიანია როდესაც არ გეშინია იყო ის ვინც სინამდვილეში ხარ,როდესაც ახალგაზრდობიდან გეგმავთ პირველი ქორწილში მეჯვარე ვინ იქნება და პენსიას, როგორ დახარჯავთ.. ესაა ნამდვილი მეგობრობა.. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან "პონტის" მეგობრები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს გარშემო რაღაც მოსწონთ და ამის გამო გიდაქალდებიან..ასევე არიან ის ადამიანები, რომლებიც წლები შემთან არიან, გვერდში გიდგანან, მაგრამროდესაც მის ნახვას ვერ მოახერხებ გარკვეული მიზეზების გამო სხვაში გცვლიან.. ძალიან მტკინვეულია და ვიცი ეს რას ნიშნავს.. ადამიანი, რომელშიც შემს ცხოვრებას ხედავ, ერთნაირი რაღაცეები გემართებათ, ცდილობთ ერთმანეთში მეტი საერთო იპოვოთ და უცებ რამოდენიმე წლის შემდეგ ეს ყველაფერი ქრება, ისე იფანტება ბნელში თითქოს არც არასოდე ყოფილა, ყველაფერს ივიწყებს, გულს იცრუებს არაფრის გამო და მიდის შენგან.. თანაც ხედავ და არ შეგიძლია რაიმის შეცვლა, უყურებ მის წასვლას და გული გიკვდება, გახსენდება ის მოგონებები, რომელსაც მისი დახმარების გარეშე ვერ გადალახავდი,ის პრობლემები, რომელიც სულ ერთნაირი იყო.. მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი რჩება შეეგუო ამ ყველაფერს, და განა იმიტომ არ მისდევ უკან რომ ამაყი ხარ, არამედ იმიტომ რომ აზრი არ აქვს...რა არის მეგობრობა? როგორ შევიძინოთ ნამდვილი მეგობარი? როგორია ჭეშმარიტი მეგობარი და ა.შ. ეს კითხვები ყველას გვაწუხებს და სულ ძიებაში ვართ ჭეშმარიტ მეგობრობაში ბევრი გძნობა ერთიანდება აქ არის თავმოყრილი ისეთი გძნობები როგორიცაა სიყვარული, სითბო ურთიერთ გაგება, უანგარობა და ა.შ. ყოველივე ამ გძნობების გაერთიანებით ყალიბდება ნამდვილი მეგობარი რომელი მეგობარიც მერე მთელი ცხოვრება გვახსოვს და გვიყვარს.. მეგობრების ერთიანობით ცხოვრებაში ჩვენს გარშემო იქმნება ისეთი ადამაინთა წრე რომელთან ერთადაც გატარებული კოველი დღე ლამაზი და სასიამოვნოა მეგობარი იმაზე მეტს გვაძლევს ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, ამიტომაც არის, რომ მეგობარს ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი აკისრია ისევე როგორც ოჯახს… ასე რომ მეგობარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში..


ასევე გოგოს და ბიჭის მეგობრობა, უამრავი ადამიანი ამბობს სისულელეა, როგორ შეიძლება ასეთი ურთიერთობაო, მაგრამ სულაც არ არის ასე, როდესაც ბიჭი ან გოგო გადაწყვეტს მის საპირისპირო სქესთან დამეგობრებას უნდა ახსოვდეს ის რომ მათ შორის, სიყვარულსა და მეგობრობაში არის ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯონ,ეს არის და ეს.. ღმერთმა ქალი და კაცი შექმნა იმისათვის, რომ ერთმანეთი შეავსონ. როდესაც ისინი მეგობრობენ, მათ შორის არის ნაწილი რაღაც მიზიდულობის,ამიტომ როდესაც ქალსა და კაცს შორის არის კარგი მეგობრობა მათ შორის მიზიდულობაცაა.. ხშირად გოგოებს მეგობარი ბიჭები უყვარდებათ ან ბიჭებს მეგობარი გოგონები,, რადგან ისინი ერთმანეთზე ზრუნავენ, სწორედ ამიტომაა მცნება რაც იმას ამტკიცებს რომ გოგოს და ბიჭს არ შეუძლიათ მეგობრული სიყვარული.. მაგრამ არსებობენ და მინახავს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ზღვარის შენარჩუნება და საუკეთესო მეგობრებად სწორედ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მიიჩნევენ..

როგორც ამბობენ მეგობრობიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრობიდან დაწყებული სიყვარული უსასრულო და მარადიულია, მაგრამ ყველა სიყვარული ძლიერია თუ მის მოფრთხილებას ვისწავლით, ეს ის გრძნობაა რომელიც ჩვენს გულებში მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება, უპირველესად ღვთის სიყვარული გაჩნდა, ახალშობილის პირველი სიტყვა "აღუ"ც ხომ ამას ნუშნავს..
ა-ადიდე
ღ-ღმერთი
უ-უფალი..
შემდეგ კი ნელ-ნელა ურთიერთობები, ქალის და კაცის სიყვარული.. ბავშური გატაცებები და ასე შემდეგ..
როდესაც ვინმე გიყვარდება სრულიად იცვლები, გეცვლება ხასიათი, ხდები სხვა ადამიანი, მეტად გულჩვილი ხდები, ყველაფერზე გეტირება, მისი ხმა გიყვარს, თვითონ ის ადამიანი გიყვარს და გინდა რომ ჩაეხუტო, მისი ნათქვამი მიყვარხარ მთელ გულსა და სულს იპყრობს, ცხოვრებაში ადამიანი ორჯერ ტირის, როდესაც იბადება და როდესაც უყვარდება რადგან ვინმეს შეყვარება მის თავიდან დაბადებასთან ასოცირდება, სიყვარულში ორი მთავარი გრძნობაა,რომელიც ან ცალმხრივია ანდაც ორმხრივი..
ცალმხრივ სიყვარულს ყოველთვის მოჰყვება ცრემლი, სიხარული, სევდა, დარდი, მუდმივი გულისტკივილი და ხშირად იმედგაცრუებაც, ორმხრივს კი ის რაზეც ყველა ოცნებობს, ბედნიერება..
ხშირად შეყვარებულები, რომლებიც ერთმანეთზე ეჭვიანობენ ფიქრობენ იმას, რომ მისი არ სჯერათ და ეს ხდება ეჭვის მიზეზი, მაგრამ ეს იწყება მაშინ როდესაც მისთვის ძვირფასი ხარ და მისი დაკარგვა არ გინდა, გეშინია რომ მისი წასვლით წავა შენი რაღაც ნაწილი, მას გაჰყვება გული და სული აგტკივდება მონატრებით..
ეს ის გრძნობაა, რომელიც გაგიჯებს, წერას გაწყებინებს გრძნობებზე, მაგალითად მე იმას რასაც განვიცდი ლექსების და ტექსტების წერით გადმოვცემ, თითქოს ვიცლები და რასაც ჩემს რჩეულს ვერ ვეუბნები ფურცლებს ვუყვები, მეც ცალმხრივად შეყვარებული და გამწარებული გოგო ვარ, გოგო, რომელმაც უამრავი რამ გამოიარა და მაინც მასთან ყოფნა უნდოდა, გულს მტკენდა მაგრამ მისით ვსუთქავდი, სანამ მისი ნამდვილი სახე არ დავინახე, ვერ ვიტყვი გადამიყვარდა თქო, უბრალოდ მისი გაშვებით ჩემი ადამიანობა გავუშვი და ცივი გავხდი.. ეს კი იმიტომ გავაკეთე,რომ სიყვარული იწამოს რომელსაც მე მის მიმართ ვგრძნობ..
ხშირად არის როდესაც თითოეული ჩვენთაგანი, შეყვარებული ადამიანი განურჩევლად სქესისა და ცალმხრივად თუ ორმხრივად, ღამე ტირილში ვათენებთ, ვგიჟდებით იმდენად გვინდა მასთან მაგრამ არ შეგვიძლია ეს..სიყვარულში არაა აუცილებელი ფული, საჩუქრები, თუნდაც იაფასიანი, მთავარი ბედნიერება ისაა როდესაც მის სითბოს გრძნობ..
მაგრამ ზოგიერთს ამის შემდეგაც შეიძლება გაუჩნდეს კითხვა რა არის სიყვარული? და მე მინდა იგავი მოვიხმო რომელიც ახსნის ამას..

"კაცი საღამო ხანს დაბრუნდა სახლში და ცოლს უთხრა:
გაიხედე გარეთ, ჩვენი ეზოს კართან 4 უცნობი კაცი დგას, ეტყობა ღამის გასათევი არ აქვთ და შემოვიპატიჟოთ სახლში.
ქალი გავიდა გარეთ და უცნობები შემოიპატიჟა .
– ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად შემოვიდეთ თქვენს სახლში – უპასუხეს მას კაცებმა.
– რატომ? – იკითხა გაკვირვებულმა ქალმა.
– ჩვენი სახელებია : სიმდიდრე,წარმატება, ბედნიერება და სიყვარული – უპასუხეს მათ ერთხმად. ახლა შეგიძლიათ შეხვიდეთ სახლში და განიხილოთ, თუ რომელი ჩვენგანი გსურთ შემოვიდეს თქვენს სახლში.
– მშვენიერია – წამოიძახა ქმარმა, როდესაც ცოლმა კაცების ნათქვამი მოუთხრო.
– მოდი სიმდიდრე შემოვიყვანოთ სახლში და მატერიალურად უზრუნველი ცხოვრება გვექნება .
ქალი არ დაეთახმა ქმარს.
– რატომ? არ სჯობს, რომ წარმატება შემოვიყვანოთ სახლში? ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ, ფულსაც ვიშოვით და სიმდიდრესაც. ასევე ჩვენი შვილებიც წარმატებულ კარიერას გაიკეთებენ და მთელი ოჯახი უზრუნველად და ბედნიერად ვიცხოვრებთ.
– მემგონი სჯობს ბედნიერება შემოიყვანოთ – ურჩიათ მათ კაცის მოხუცმა დედამ. ბედნიერება მათ შორის ყველაზე ძნელი მოსაპოვებელია, შეიძლება ჩემთვის ახლა ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ მე რომ თქვენს ადგილას ვყოფილიყავი ასე გავაკეთებდი…
ცოლ–ქმარი უკვე ხნიერი და მათზე გამოცდილი ქალის რჩევის გათვალისწინებას აპირებდა, რომ მათმა 5 წლის ქალიშვილმა წამოიძახა:
– დედა, მამა,ძალიან გთხოვთ… მე მხოლოდ სიყვარული მინდა. მიეცით მას ნება შემოვიდეს ჩვენს სახლში და გაათბოს.
– ძალიან კარგი – გაეღიმა ცოლ–ქმარს. მოდი ავუსრულოთ ჩვენს ერთადერთ ქალიშვილს სურვილი, მასზე ძვირფასი და საყვარელი ხომ არაფერი გაგვაჩნია ქვეყნად…
ქალი გარეთ გავიდა და იკითხა:
– რომელია თქვენს შორის სიყვარული ? მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს სახლში შემოვა.
სიყვარული წამოდგა და სახლისაკენ წამოვიდა, თუმცა ქალისდა გასაკვირად დანარჩენებიც ადგნენ და გამოჰყვნენ მას.
– მე მხოლოდ სიყვარული დავპატიჟე და დანარჩენები რატომ მოჰყვებით? – იკითხა გაოცებულმა ქალმა.
- თქვენ რომ რომელიმე ჩვენგანი აგერჩიათ, თქვენი რჩეულის გარდა ყველანი გარეთ დავრჩებოდით, თუმცა თქვენ სიყვარული აირჩიეთ და სადაც სიყვარულია ჩვენც იქ ვართ – მიუგეს მას წარმატებამ ,სიმდიდრემ და ბედნიერებამ ერთხმად."

ამის შემდეგ კი აღარ მინდა ბევრი გავაგრძელო, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ იბრძოლეთ იმისათვის ვინც გიყვართ, არასოდეს მისცეთ თქვენი დამცირების უფლება, არასოდეს გაეკიდოთ ვინმეს რადგან თუ უყვარხართ აუცილებლაად დაბრუნდება, და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე დღის წინ მე ჩემი პირველი სიყვარული გავუშვი იმის გამო,რომ შეცდომებს მიხვდეს, სულის ატკივებამდე მენატრება, არასოდეს დაკარგოთ სიყვარული მერამდენეც არუნდა იყოს, იბრძოლეთ, ისევე როგორც მე, სხვა თუ არაფერი იმას მაინც ვერ იტყვიან, რომ არაფერი გაუკეთებიაო.. ბედნიერებას გისურვებთ ..

(ავტორი, დამწყები პოეტი და მწერალი ბარბარე ტყემალაძე)


ამის შემდეგ კი ჩემი საკეთესო მეგობრის თაკოს აზრი და მოსაზრება მოდის ადამიანურ და ზოგად სიყვარულზე..
არ მყავს რჩეული, მაგრამ მყავს მეგობრები, ნათესავები ოჯახის წევრები, ამ ხალხთანაც ხომ ერთი გრძნობა მაკავშირებს? და ზოგადად, ჩვენ,ადამიანებს ერთი გრძნობა გვაკავშირებს ერთმანეთთან რომელსაც სიყვარულს ვუწოდებთ....
სიყვარული რა არის? არ ვიცი... ეს ისეთი გრძნობაა რომელსაც ვერ გამოსცემ გრძნობებით და ვერ აღწერ სიტყვებით.... იცით რა არის სიყვარული? აი შენს დას , ძმას, ოჯახის წევრს ან მეგობარს რომ ეჩხუბები მაგრამ ისევ ჩაეხუტები, ისევ გვერდში დაუდგები, სხვასთან გინდ დამნაშავე იყოს გაამართლებ მაგრამ ცალკე დატუქსავ.. ესაა სიყვარული.. სიყვარული ერთგულებაა, თანაგრძნობა, გვერდში დადგომა და საერთოდ ყველაფერი სიყვარულია....
რომ არა სიყვარული არ იარსებებდა კეთილსინდისიერება და რომ არა კეთილსინდისიერება ადამიანებს სიბოროტე გვმართავდა.... ყველაზე ძლიერი კი ღვთის სიყვარულია რაც რწმენას გვიძლიერებს...
აქედან გამომდინარე ადამიანები ერთმანეთის სიყვარულით ვცხოვრობთ და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ რომ ის გაძლიერდეს...
როგორ შევაყვაროთ თავი ერთმანეთს? ამისთვის არანაირი მაგარი ზმანი და მაკიააჟი არაა საჭირო, ამას მხოლოდ გულწრფელი ღიმილი სჭირდება....
უბრალოდ ერთმანეთს გავუღიმოთ და ღიმილით შევიყვაროთ ერთმანეთი...

თაკო ლათიბაშვილი..


ახლა კი გამოკითხულთა ადამიანების აზრები გავითვალისწინეთ და რამოდენიმე ამოვარჩიეთ, რომელიც გვინდა, რომ იცოდეთ..

მარიამი-სიყვარული ის გრძნობაა რომელიც ღიმილს გგვრის და გულს გვითბობს
გიგა-სიყვარული უბედნიერესი გრძნობაა, ფასდაუდებელია,მას ვერ იყიდი, ვისაც იმდენი ჭკუა აქვს რომ ის დაიცვას ისაა ბედნიერი და არც თვითონ ანგრევს და არც სხვას ანგრევინებს..
ანი- ყველაზე ძლიერი გრძნობაა..
გიორგი-სიყვარული არ არსებობს..

ასეა ზოგიერთისათვის ყველაზე ძლიერია ხოლო ზოგიერთისათვის არც არსებობს, სანიტერესო კი ისაა თუ რას ფიქრობდნენ მწერლები ამის შესახებ..

სიყვარულზე მეტი ლხინი და ჭირი ღმერთს არ გაუჩენიაო- ვაჟა ფშაველა..

ნამდვილი სიყვარული მოჩვენებას გავს, ყველა საუბრობს მასზე, მაგრამ ცოტაა ისეთი ისეთი ვისაც საკუთარი თვალით უნდახავთ იგი - ფრანკო დე ლა როჩეფოკალდი

სიყვარული არ არის გრძნობა, რომელიც იცვლება მაშინ, როდესაც მისი ალტერნატივა ჩნდება. შეიძლება ცხოვრება გართულდეს და ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ნამდვილი სიყვარული მუდამ უცვლელი რჩება -იულიამ შექსპირი

უყვართ იმიტომ, რომ უყვართ, სიყვარულს ახნა არ სჭირდება -პაულო კოელიო (ალქიმიკოსი)

მირჩევნია მქონდეს თვალები, რომელიც ვერ ხედავს, ყურები, რომელსაც სმენა არ აქვს, ვიდრე მქონდეს გული,რომელსაც სიყვარული არ შეუძლია’’ – რობერტ ტიზონი..

თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ - გალაქტიონ ტაბიძე..


ამით სრულდება ჩვენი მიმოხილვა და მინდა ყველას ბედნიერება ვუსურვო, თუ ცრემლები თვალებზე მოგადგთ ნუ იფიქრებთ რომ სუსტები ხართ, ეს ვერნათქვამი სიტყვებია,, იბრძოლეთ ვინც გიყვართ იმისათვის არ აქვს მნიშვნელობა ეს შეყვარებული იქნება მეგობარი თუ ახლობელი, მთავარია არდანებდეთ და ზოგჯერ იყოთ ამაყებიც ვიდრე გრძნობების მათხოვარი..


-ბ.ტყემალაძე.. (ბაბი ფოენიქსი)



№1  offline მოდერი ანკა

სასიამოვნო წასაკითხი იყო...
მომეწონა :))
გეთანხმები და მიმაჩნია, რომ სიყვარული ისეთი რამაა, რის გამოც ყველაფრის დათმობა ღირს და რისი მოპოვებითაც ყველაფერი გაქვს love

 


№2  offline წევრი babi phoenix

ანკა
სასიამოვნო წასაკითხი იყო...
მომეწონა :))
გეთანხმები და მიმაჩნია, რომ სიყვარული ისეთი რამაა, რის გამოც ყველაფრის დათმობა ღირს და რისი მოპოვებითაც ყველაფერი გაქვს love

მადლობა <3

 


№3 სტუმარი zaza

Momewona,getanxmebi ????

 


№4 სტუმარი სტუმარი nikusha

Mara is gavitvaliswinoot ro sikvaruuls gabednierebastaan da gimilis gardaa gulistkena daa mwuxarebac mokvebaa ))))

 


№5 სტუმარი სტუმარი მეგი

სიყვარული არის ის რომ როცა ვინმეს მიმართ სიყვარულს სითბოს და ალერს გრძნობ
სტუმარი nikusha
Mara is gavitvaliswinoot ro sikvaruuls gabednierebastaan da gimilis gardaa gulistkena daa mwuxarebac mokvebaa ))))

სტუმარი nikusha
Mara is gavitvaliswinoot ro sikvaruuls gabednierebastaan da gimilis gardaa gulistkena daa mwuxarebac mokvebaa ))))


ააააა
სტუმარი მეგი
სიყვარული არის ის რომ როცა ვინმეს მიმართ სიყვარულს სითბოს და ალერს გრძნობ
სტუმარი nikusha
Mara is gavitvaliswinoot ro sikvaruuls gabednierebastaan da gimilis gardaa gulistkena daa mwuxarebac mokvebaa ))))

სტუმარი nikusha
Mara is gavitvaliswinoot ro sikvaruuls gabednierebastaan da gimilis gardaa gulistkena daa mwuxarebac mokvebaa ))))

სტუმარი მეგი
სიყვარული არის ის რომ როცა ვინმეს მიმართ სიყვარულს სითბოს და ალერს გრძნობ
სტუმარი nikusha
Mara is gavitvaliswinoot ro sikvaruuls gabednierebastaan da gimilis gardaa gulistkena daa mwuxarebac mokvebaa ))))

სტუმარი nikusha
Mara is gavitvaliswinoot ro sikvaruuls gabednierebastaan da gimilis gardaa gulistkena daa mwuxarebac mokvebaa ))))

სტუმარი მეგი
სიყვარული არის ის რომ როცა ვინმეს მიმართ სიყვარულს სითბოს და ალერს გრძნობ
სტუმარი nikusha
Mara is gavitvaliswinoot ro sikvaruuls gabednierebastaan da gimilis gardaa gulistkena daa mwuxarebac mokvebaa ))))

სტუმარი nikusha
Mara is gavitvaliswinoot ro sikvaruuls gabednierebastaan da gimilis gardaa gulistkena daa mwuxarebac mokvebaa ))))

 


№6 სტუმარი Lizi surmanidze

Momewona kargia????????

 


№7 სტუმარი anri

magari axsnaa ❤vinc ar ganicdis ver gaigebs ❤

 


№8 სტუმარი ვასო

და მაინც რა არის სიყვარული?ჰორმონალური თრობა თუ ცხოვრების აზრი?იქნებ ეტაპი როცა გავიწყდება გარემო და საუკეთესო პერპესქტივებს ამჩნევ. იმედის დაბადება რომ ყველაფერი კარგად იქნება და მერე შეძლებიდან გამომდინარე დანახულის რეალობად აქცევა?გიცდიათ ამ კითხვის სხვა ადამიანებისთვის დასმა?თუ აზრიანად გიპასუხებენ უმრავლესობა დაახასიათებს როგორც:უდიდესი გრძნობა,მამოძრავებელი ძალა,ნდობა,ნიჭი,იმედი,საყრდენი,ერთგულება,ტკივილი,დამოკიდებულება,მონატრება და მართლაც,ყველა მათგანი შეესაბამება.მაგრამ რატომ მოდის ან რატომ ქრება?ვფიქრობ ამის პასუხი ფსიქოლოგიაშია! შინაგანად ყველა ადამიანი მარტოსულია და ამის დასაძლევად გვჭირდება ვიღაც ვისთან ერთადაც მარტო აღარ ვიგრძნობთ თავს.ეგარი? ალბათ...! ინგლისურ ენას კარგი სიტყვა აქვს soulmateს რაც არაპირდაპირი თარგმანით ერთნაირი სამყაროს აღმქნის მქონე ადამიანებს ნიშნავს.ადამიანს ვის გვერდითაც ყველაფერს შეძლებ და მეტი არავინ გჭირდება რადგან იცი მარტო არა ხარ.არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან რა იქნება ჩვენი სულიერი მეგობარი. სიყვარული ინსტიქტში გვაქვს ყველას და ყველაფერს(სცადეთ უსუსტესი არსების შეშინება დედის თანდასწრებით და დარწმუნდებით).
მართალია სიყვარულის აზრი ერთია მაგრამ განსხვავდება მისი სახეები...
ადამიანებს მიჩვევა მოგვწონს და ყველაფერს ვიყვარებთ რასაც ვეჩვევით.თუ თქვენი სიყვარულის ობიექტი არ იქნება soulmate და ვერ იფიქრებთ ერთნაირად,დროთა განმავლობაში აუცილებლად აცდებით.ძალიან რთულია განცდების გადმოცემა,არც ლაპარაკით აქვს რამის ახსნას აზრი,არ დაიჯერებ. იფიქრებ რომ შენ მისთვის უფრო მეტს აკეთებ ვიდრე ის შენთვის.(ალბათ იტყვი რომ არა მაგრამ ეს თავისთავად ხდება).ნამდვილ სიყვარულს არ სჭირდება უზრუნველყოფა!ნებისმიერი ცხოველი იქნება შენთან სანამ გამოკვებავ ნუთუ ესეც სიყვარულია?( უხეში მაგალითია მაგრამ სულიერ საზრდოსთან გაავლეთ პარალელი.ურთიერთობის განვითარებასთან ერთად გამოილევა საზრდო და დარჩება იმედგაცრუება თუ ,,ის" არ იქნება soulmate.)
ხშირად ჟღერდება რომ სიყვარული ყველას არ შეუძლია.პირადად მე უიმედო მეგობრებთანაც ბევრჯერ მიკამათია.აქ ვფიქრობ პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებამდე მივდივართ.ასეთები ამაყი ადამიანები არიან.მათი სიამაყე არ გამოააშკარავებს სულს სანამ მატერიალურად და მორალურად(გარემოცვა) მთლიანად უზრუნვეყოფილები არ იქნებიან.რეალურად თუ მიაღწევენ????ასეთი ადამიანები აუცილებლად იპოვნიან ნამდვილ სიყვარულს.
საბოლოოდ რომ ვთქვათ სიყვარული ღმერთია,ჩვენ კი მისი ხატები.მაშასადამე ჩვენ ვართ სიყვარული.და სანამ არ გავიზრდებით საკმარისად საკუთარი თავის შესაცნობად, ვერასდროს გავიგებთ ჭეშმარიტი სიყვარულის არსს.

 


№9 სტუმარი ტემო

სიყვარული ტვიტონ სიცოცხლეა დანარცენი მისი სამკაული, ზოგი ცუდი მდარე ზოგი ბრწყინვალე და დიადი და ტუ სიყვარული გზნობა ყველა გზნობაზე უფრო სატუტი დადიადია ის ამასტანავე მიწიერიცაა.ტუმცა ეს სრულებიტ არ ამცირებს მის მადლს მის ცხოველმყოფელობის , სიყვარული ადამიანს ზალას მატებს ცხოვრებას კი აზრსა და ლაზატს მატებს და ცვენ არგვაკვს უფლება რომ ვტკვად ,,,სიყვარული არის სისველი გრზნობის ხორციელი აგტყინების დასაოკებელი რამ ტუმცა სეკსი მისი პირველი წყაროა. სიყვარულს. ყოველტვის დევს გულისტკენა.რაც სეიზლება გამოიწვიოს გალატმა განსორებამ ტუმცა ასევე მოაკვს ბედნიერება ...
გიყვარდეეტ ერტმანეტი ეს ზალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის მიუხედავად და ეციტ პატივი.

 


№10 სტუმარი ari raaaa

bowtie არის რააა bowtie
[spoiler][/spoiler]

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინო

გეთანხმები არავინ არ უნდა დანებდეს მეც მიყვარს მამაკაცი და არ უნდა დავნებდე.

 


№12 სტუმარი სტუმარი nika

magaria!!!!!!!!!!!!

mec seyvarebuli var cemi klaseli miyvars da qvia elene abuasvili

kargia siyvaruli

 


№13 სტუმარი სტუმარი ელენა

გოგო და ბიჭის უტირთობა სხვანაირათ შეიცვალოს ამას რა ახსნა ექნება

მჯაგალითად სიყვარულსჰი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent