შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეისი


28-07-2015, 14:40
ავტორი Protège-Moi
ნანახია 3 919

თბილისი..
დილის 4 საათი,
აეროპორტი..
ვზივარ ყავას ვსვამ და ვცდილობ ქუთუთოებზე მომდგარი ძილი ფიქრით დავაფრთხო.…
ჩემს გვერდით ახალგაზრდა წყვილი ზის.

გოგო ბიჭს რაღაცას უხსნის ისტერიულად, ბიჭი კი უემოციოდ აბოლებს
“მალბორო ლაითს”, აშკარად არ უსმენს გოგოს.
იქვე, პატარა ბავშვი დარბის, ასე, 4-5 წლის,
ძალიან ჰგავს ბიჭს.. მისი ასლია… ოღონდ ბევრად უკეთესი ვარიანტი.
ვზივარ და საათს არ ვაშორებ თვალს…
ისე ნელა გადის დრო, რომ მეშინია, ნამდვილად არ ჩამეძინოს.
ხალხის თვალიერებით ვერთობი.
ათასი კაცია..
ხვდებიან…
აცილებენ,
იცინიან,
ტირიან…
დედები,
ბიძები,
დეიდები…
დები,
ძმები,
ცოლები და საყვარლები…
მეგობრები და ნაცნობები….

ვერ ვიტან აეროპორტებს..
ან, მე ვარ ზედმეტად ემოციური…
ჩემს ძმას რომ ვაცილებდი, სანამ გაფრინდებოდა და მერეც,
რომ გაფრინდა, მთელი გზა ვჯღაოდი…
არ შემიძლია და მიჭირს…
გან-შორ-ება…
ამ ახალგაზრდა წყვილიდან ბიჭი მიდის და ალბათ, აი, მაგრად უხარია, :)
აბა, ეხუმრები ასეთ ტვინის მკვნეტლს?
არ ჩამეძინოს-თქო და ძილი კი არა, ისეთი ხმით გაჰკვის, მარჯვენა ყურში “წუილი” მაქვს უკვე ნახევარი საათია :)
მთელი გულით ვიზიარებ ბიჭის გასაჭირს!
ის კი არა, ძალიან მიხარია რომ მიდის,
ცოტას დაისვენებს, საწყალი :)
მერე იტყვიან, რატომ გაიჩინა საყვარელი, მშვენიერი ცოლი ჰყავდაო.
აი, ასეთები არიან ქალები,
შეშლიან კაცებს,
ტვინს შეუჭამენ და მერე კიდევ წუწუნებენ!
ვერ ვიტან ცოლების მაგ კატეგორიას, რა!
რასაც ჰქვია “ცოლები” რომ არიან და სხვა არაფერი.
თმას ვისწორებ და ვაგრძელებ ლოდინს.
ნახევარი საათიც,
და ჩამოხვალ..
იმდენი ხანია არ მინახიხარ…
ნეტა, როგორ ხარ ?
მახსოვს, რომ გაცილებდით, ისეთი მიდიოდი, რომ ფეხები უკან გრჩებოდა.
მეორეჯერ – ჩამოსვლა არ გინდოდა,
ჩამოხვედი და წასვლას ნატრობდი
თავშეკავებული იყავი,
თუმცა მარტო მე შეგატყვე, როგორ შეგიკრთდა თვალის კუთხე, რამდენჯერაც შემომხედე, იმდენჯერ!
მესამედ რომ გნახე, მივხვდი, ქედმაღლობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად მოგმატებოდა.
ადამიანის ასე გარდაქმნა პირველად ვნახე,
მეოთხედ..
მეოთხედ, აღარც მახსოვს..
იცი, როგორი დრო მენატრება?
პატარები რომ ვიყავით, შენ რომ ნაყინს ყიდულობდი, დიდს, და მერე ეზოში რომ ვჭამდით ერთად, ვიყინებოდით და მაინც რომ ვჭამდით: )
ეგ, ალბათ, ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო ჩემი ბავშვობის…
უფრო სწორედ, ალბათ ჩვენი ბავშვობის,
ანდა, პრინციპში,
რაღა ბავშვობის.. :)

– არ მაინტერესებს, ჩახვალ თუ არა, მაშინვე იყიდი დივანს, ოღონდ
ჯერ კარგად დაათვალიერე, „უბედურება” არ იყიდო, გაიგე? ვახო! გაიგე? რაზე ფიქრობ, ნეტა ვიცოდე! – მომესმა გოგოს წიწინი.
– გავიგე, გავიგე, ნუ შემჭამე! – შეწუხდა ქმარი და ამოიხვვეშა
– მალე, ჩამოხვალ, ხო?
– დარეკე რომ ჩახვალ და ნომერი ჩამაწერინე..
სახლის და მეზობელის!
ანუშკას კეტები და ჩემი მტვერსასრუტი არ დაგავიწყდეს!
კიდევ ბლენდერი!
კაი, ახლა მაკოცე..
რას შევბი კაცო, მაკოცე-თქო..
ახლა აქეთაც,..
ახლა შუბლზე…
კაი.. ახლა – მე!
გადავირიე ამ სცენის ყურებით და ეჭვი მაქვს, ვახოც გადაირია. რა კოშმარი “ცოლია”, ღმერთო ჩემო!…- გავიფიქრე ჩემთვის – ვახომ ისეთი სახით გადმომხედა, გეგონება, ჩემი ფიქრები წაიკითხაო, მე უხერხულობისგან გავიღიმე, მანაც გამიღიმა და ამისთვის ცოლისგან ისეთი მუჯლუგუნი მოხვდა, ძალიან შემრცხვა.
შერცხვა მასაც და ისე ავიდა ესკალატორზე, ჩემსკენ აღარც მოუხედავს.
“საცოდავი”! – გულით შემეცოდა და ღრმა ნაფაზი დავარტყი…
ერთი-ორი-სამი..
სად ხარ,
სად?!..
თურქების მთელი არმია მიუჯდა ჩემს გვერდზე მაგიდას.
გული მიგრძნობს, ძალიან გავერთობი.
და აი, ისიც..
ყველაზე შეუხედავი, ვიღაც, ულვაშიანი, სავარაუდოდ, “ალი-ბაბა” :) თვალებს მიპაჭუნებს.
ესღა მაკლდა, რა!.. :)
ჰე, ახლა, მოდი მალე, თორემ ჩვენი ათასი წლის მტარვალის შთამომავალი, ლამისაა გადარიოს ჩემი გაცნობის სურვილმა.
კაცებს მაინც ჰგვანდნენ, “ბოჟე”!
ნახე რა, ახლა ყავას მთავაზობს
ლამაზი ღიმილი მივიხატე სახეზე და “მადლობთ, არ მინდა-თქო” – ვუთხარი, ინგლისურად. კიდევ რამე რომ შემომთავაზოს, ძალიან გავბრაზდები :)
ამოვიდა ყელში!
სულ ჩვენი პირველი გაცნობის დღე მაგონდება.
რა საოცარია, არა?
შენზე რომ ვფიქრობ, სულ ისე მახსენდები, პირველად როგორც გნახე.

ეს რეისები დამღუპავს, შენი დახვედრა და გაცილება.
არა, არის რაღაც ინტიმური ამ გამგზავრებებში.
ნამდვილად….. :)
რაღაც მონატრებაა,
ნოსტალგიაა,
მოგონებაა,
კიდევ …
ფიქრია და გონების ფილტრია…
კიდევ სიყვარულია,
ცოტაც სინანულია, მაგრამ მაინც, უფრო მეტი – სიყვარულია…
კიდევ ჩახუტებაა…

ჩვენი ურთიერთობა?!
არ ვიცი, არ ვი-ცი,
ვერც ვხსნი და რომც შემეძლოს, მაინც არასდროს არ ავხსნიდი.
ვგიჯდები ამ გაურკვევლობაზე.
ეს არასდროს არ დალაგდება, მთელი ცხოვრება ასე ვიქნებით.
რა მაგარია, არა?!
ცოტა სიგიჟეში გარდამავალი რომ არ იყოს, მართლა ძალიან მაგარი იქნებოდა.
ეს ნორმალური მდგომარეობა რომ არაა, ვიცი, შენც ხვდები.
აი, ჩემი ნაცნობებიც შემხვდნენ…
ნუ, რაღათქმაუნდა, ყველას აინტერესებს, ვის ველოდები..
მე არავის არაფერს არ ვეუბნები – “რა ვიცი, ახლობელს-თქო” – ვპასუხობ ყველას და თან მეღიმება სულელივით…
რომელი ახლობელი შენ ხარ?

მგონი, რაღაც გაგვიანდება, ხო?
ისე მეძინება, არ იცი!…
მეორე ჭიქა “ამერინაკოს” ვსვამ…
ალბათ ამდენი კოფეინისა და ნერვიულობისგან აქედან ეჭვი მაქვს, პირდაპირ რესპუბლიკურის კარდეოლოგიურ განყოფილებაში წამაცუნცულებენ

გუშინწინ დედაჩემის მეგობარი იყო ჩემთან მოსული.
შვილი ჰყავს ლიზა, ულამაზესი გოგო, ვიღაც ბიჭს უყვარდა ბავშვობაში, ერთ ჩვეულებრივ, კარგ ბიჭს. მაგრამ ხომ იცი, დაუსაქმებელი იყო, თან სტუდენტი და გადაიჭრეს მოკლედ ვენები, დააშორეს, კარიერა გაქვს წინ,
რა დროს გათხოვებააო.
მერე ლიზაც გაიზარდა, ვიღაც ფულიანს გააყოლეს, მაგარი შეუხედავი კი იყო, ისე, მაგრამ საქმიანი და ცოლზე გადაყოლილი.
ხოდა, ;) ლიზიკო ამ ზაფხულს ამერიკაში წავიდა და იქ ნახა ის ბიჭი, მთელი ცხოვრება რომ უყვარდა და აღარც ჩამოსულა!
ბედი რა არის, არა? …
გადაირევი!
ჰოდა, გადარეული იყო დედაჩემის დაქალიც…
მე მაგრად გამიხარდა… იმიტომ, რომ ვთვლი, იმასთან ერთად უნდა იყო, ვინც ყველაზე ძალიან გიყვარს..
ძალით დააშორეს და ხომ ხედავ, ბოლოს მაინც ერთად აღმოჩნდნენ …

ხო, მარა..
ჩვენი ისტორია,
საერთოდ სხვა რაღაცაა და მგონია, რომ ყველაფერი თუ გაიფილტრა, აღარ იქნება საინტერესო ჩემთვის და ალბათ, არც შენთვის.

ვერ გეტყვი რისი ბრალია ასე რომ ვართ, მაგრამ ერთი რამეში დარწმუნებული ვარ: ათ წუთში რომ არ ჩამოფრინდე, მე ამ “ალი-ბაბას” ძალიან ვაწყენინებ, არადა, დილის 4-ზე სულ არ მაქვს აურზაურისა და “სკანდალის” თავი

მოკლედ, რა….
არ უნდა მოვსულიყავი დღეს აქ, ვინ მექაჩებოდა..
საკუთარ თავს ვცდი, ალბათ მაინტერესებს, ამჯერადაც ამიჩქარდება გული რომ დაგინახავ, თუ არა..
კი,
თუ
არა..

მერე ზაფხული გამახსენდა..
ბათუმი, შენ და შენი მეგობრები…
მაშინ ყველაზე მხიარულები ვიყავით…
თბილისი მაინც სულ სხვაა..
ყველა ქუჩით,
ყველა უბნით,
ყველა სკვერით,
ჩემია,
მარტო ჩემია და ძალიან ძვირფასია,

ეჰ, შენ როგორც ყოველთვის, იგვიანებ,
მე კი უკვე ფანტაზია აღარ მყოფნის, რითი გავირთო თავი,
თან მიხარია და თან არა,
მეშინია,
და არვიცი რისი და ვისი.
უბრალოდ მეშინია, არ გამომრჩეს რეისი, რომელსაც
ერთი ლამაზი
და ძალიან მარტივი სახელი –
“  – თბილისი” ჰქვია.



№1  offline წევრი ნენე

თეკლა იორდანიშვილის ჩანახატი :)
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№2  offline წევრი Protège-Moi

გახლავართ თეკლა იორდანიშვილი :)
ნენე
თეკლა იორდანიშვილის ჩანახატი :)

 


№3  offline წევრი yvavi

თეკლა? :ო
ვაიმე ^^
კიიდევ მინდია ჩანახატები, კიდევ, კიდევ...
ძალიან კარგი ხარ ^^ უკარგესი ^^

 


№4  offline წევრი ნენე

თეკლა ო.ო
აი ემ სოუ გამცვიფრებული.
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№5  offline ადმინი შამანი

თეკლა,შენს ბლოგზე განთავსებული თითოეული შენი ნაწერი ზეპირად ვიცი ♥
ძალიან,ძალიან ნიჭიერი და მაგარი გოგო ხარ! ♥
არ ველოდი,შენს ამ საიტზე ხილვას.ძალიან გამიხარდა, იმედია შენს სხვა ნამუშევრებსაც შემოგვთავაზებ.^^ ♥
შენი ნიკი მომეწონა ძალიან ^^ ♥
და მინაწერში დავიწერ თუ წინაარმდეგი არ იქნები :დდ
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№6  offline წევრი Protège-Moi

მადლობა დიდი:)მიხარია თუ მოგწონს და კითხულობ♥♥ ბლოგზე ყველა სტატია არ დამიდია და ვაპირებ აქ ავტვირთო ისინი რომლებიც ჯერ კიდევ უცნობია ჩემი მკითხველისთვის:) წაიღე არ ვარ წინააღმდეგი;დ
შამანი
თეკლა,შენს ბლოგზე განთავსებული თითოეული შენი ნაწერი ზეპირად ვიცი ♥
ძალიან,ძალიან ნიჭიერი და მაგარი გოგო ხარ! ♥
არ ველოდი,შენს ამ საიტზე ხილვას.ძალიან გამიხარდა, იმედია შენს სხვა ნამუშევრებსაც შემოგვთავაზებ.^^ ♥
შენი ნიკი მომეწონა ძალიან ^^ ♥
და მინაწერში დავიწერ თუ წინაარმდეგი არ იქნები :დდ


აჰაჰ, რა საყვარელი ხარ:)♥♥ მადლობა! იქნება კიდევ ჩანახატები;დ
ნენე
თეკლა ო.ო
აი ემ სოუ გამცვიფრებული.

 


შეგიძლიათ ბლოგის ლინკი დამიდოთ? ძალიან მაგარი ხარ :)

 


№8  offline ადმინი შამანი

ალუბლის გოგონა
შეგიძლიათ ბლოგის ლინკი დამიდოთ? ძალიან მაგარი ხარ :)

მე მოგცემ ლინკს,თუმცა ახლა ეს ვინც თავს ასაღებს თეკლად ,არ არის თეკლა :)))
თუ კარაგდ დააკვირდებით ფბ-ს კომენატრებით თავად ავტორმაც დაწერა ეს. :))

აი თეკლა იორდანიშვილის ბლოგი - teklaiordanishvili.wordpress.com
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№9 სტუმარი კკკკ

მგონი ყველა წაკითხული მაქ . სრული ჩამონათვალი სად ვნახო? თუ რაიმე გამომეპარა წაკითხვა მინდა აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent