შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილი სიცოცხლისა


29-07-2015, 16:26
ავტორი davidovna
ნანახია 1 538

-დედა მცივა-ჩუმად ამოიკნავლა პატარა გოგონამ და დედის ცხელ მკერდს უფრო მიეხუტა.აკანკალებული ხელები წელსზე მაგრად მოხვია,თითქოს ეშინია სადმე არ გაექცესო.
-სუ ჩემო პატარა სუ,ყველაფერი კარგად იქნება-დაამშვიდა დედამ აცახცახებული შვილი და საბანი თბილად ამოუკეცა.
თვალებიდან რამდენიმე ცრემლი წამოუგორდა,თუმცა პატარას რომ არ დაენახა უმალვე შეიმშრალა და თბილად გაუღიმა.
-ძალიან მიყვარხარ-თბილად უჩურჩულა შვილს ყურთან და თავზე ნაზად აკოცა.პატარას ესიამოვნა სითბო და თვალები მილულა.
მალე კარზე ზარის ხმა გაისმა,ბურანში მყოფი გამოერკვა და თვალები ფშვნეტით გაახილა.
დედა უკვე კართან იყო,ხოლო კარს უკან კი ექიმი იცდიდა.
-ექიმო!-შესძახა დათრგუნულმა ქალმა-მადლობა ღმერთს რომ მოხვედით-ჩუმად დაიჩურჩულა ისე რომ იქვე მყოფ ექიმს გაეგო.
შემდეგ კი თეთხალათიანს ავადმყოფისკენ შეუძღვა.
პატარა ლიზა უკვე თითქოს გამოცოცხლებული საწოლზე წამომჯდარიყო და სულგანაბული ელოდა თუ ვინ შემოვიდოდა კარში,მაგრამ ექიმის დანახვაზე მიხვდა რომ კარგად არ იყო,რამაც გუნება წაუხდინა.
-რა საყვარელი გოგონა გყავთ მიმართა მან მშობელს და თბილად გაუღიმა.
მის ღიმილზე გოგონა გამოცოცხლდა,ხოლო ექიმი კი მას მიუჟდა გვერდით და ხელი ძველი მეგობარივით გადახვია.
-აბა მითხარი რა გაწუხებს?-მიუგო თბილად და გულში ჩაიკრა.
-მცივა და სიცხე მაქვს-პასუხი უმალვე დაუბრუნა აკანკალებული ტუჩებით და დედას შეხედა,რომელსაც თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
ექიმმა გოგონა გასინჯა და დედა გვერძე გაიხმო.
-ვწუხვარ,მაგრამ დამაიმედებელს ვერაფერს გეტყვით-წარმოთქვა ჩუმადდედას მიუახლოვდა ჩაეხუტა,პატარას დაემშვდობა ისევე ჩუმად დატოვა სახლი.
დედა კი გაშეშებული,ერთ ადგილზე მიყინული ვერაფერს აკეთებდა თავისი შვილის გადასარჩენად,რომელიც ასე ძალიან სწყუროდა.
ბოლოს კი ამ მდგომარეობიდა შვილის მისუსტებულმა ხმამ გამოიყვანა.
-დედა-კრუსუნებდა პატარა,დედაც მაშინვე მასთან გაჩნდა.-ძალიან მიყვარხარ-უთხრა თბილად.ქალს კი მის ასეთ სიტყვებზე ცრემლები წამოუვიდა-გთხოვ ნუ ტირი-წარმოთქვა და თავისი პაწაწინა ხელებით დედას ცრემლები მოსწმინდა.-ჩამეხუტე-ახლა უფრო სუსტად გაისმა ოთახში ეს ერთი სიტყვა.
დედამ კი სწრაფად მოხვია ერთადერთ შვილს ხელები,დედამ რომელსაც სულ რამოდენიმე წამში გაყინული სხეულიღა შერჩა ჩახუტებული.

დიდი მადლობა ვინც წაიკითხეთ.
ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ.
თუ მოგეწონებათ სხვა ჩანახატებსაც შემოგთავაზებთ.
გმადლობთ ყურადღებისთვის.
თქვენი davidovna




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent