შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარისფერი თვალები მაქვს...


30-07-2015, 22:36
ავტორი MyLove
ნანახია 2 415

პატარა ვიყავი, მახსოვს.. გარეთ ბნელოდა და ცას ღრუბლები გადაჰკროდა ნაფლეთ-ნაფლეთ,
მათ შორის კი კენტად გამოჰყიოდა ბაცი სინათლე, რომელსაც მანათობელი ბურთი - მთვარე ჰფენდა გადაბნელებულ ქუჩას.
დედა ხელს არ მიშვებდა.
ასე 4-5 წლისა თუ ვიქნებოდი.
ჩემი საყვარელი, იისფერყვავილებიანი კაბა მეცვა, რომელსაც ნაზად აფარფატებდა გრილი, ზაფხულის სიო.
არ მადარდებდა არაფერი - ვაკვირდებოდი მხოლოდდამხოლოდ მთვარეს, რომელიც "გასსაოცარი ჯადოქრობით" უკან მომდევდა..
შევანელებდი სვლას? ისიც შეანელებდა. მიკვირდა, მაგრამ არ მეშინოდა, ვხვდებოდი, მასში "რაღაც ისე" რომ არ იქნებოდა.
დედას ხელი შევუშვი და ჯიუტად დავდექი ერთ ადგილას.
წარბები შევკარი, ძალიან გავბრაზდი, რად მომყვება-მეთქი, ვფიქრობდი გულში. დედაც გაჩერდა და ჩემი მზერის სამიზნეს გააყოლა თვალი.
გაეღიმა.
დამელოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
დიდხანს, ძალიან დიდხანს ველოდი მთვარის წასვლას.
ის კი ჩემთან ერთად იდგა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ისიც მე მიყურებდა.
პატარ-პატარა ღრმულებით მიყურებდა, ოდნავ მუქი ფერის რომ იყო.
-დე, რატომ არ მიდის? -მივუბრუნდი დედას, რომელიც აშკარად რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო.
მერე გამოერკვა და მომიბრუნდა.
-ხომ იცის, რომ არ მიყვარს, როცა მომდევენ?
არაფერი მიპასუხა.
მეც ვიფიქრე, რომ სათქმელი, უბრალოდ არაფერი იყო.
ისევ ჩავჭიდე ხელი და გავყევი.
პირველი სამი წუთი მთვარისკენ არ გამიხედავს.
ვჯიუტობდი. (ახლა მეცინება)
გაბრაზებული ვიყავი მასზე.
მერე გული მომიბრუნდა, სახლში შესვლის წინ და ცალი თვალით, სულ რამდენიმე წამით შევხედე.
გავუღიმე, მჯეროდა დამინახავდა და სახლში შევედი.

გავიდა 10 წელი და მთვარე აქ არის.
ბევრჯერ მსმენია, როგორ ამბობდნენ მეზობლები და ნათესავები ჩემზე - ეს გოგო მთვარეს ჰგავსო, შეხედავ და მთვარე მოგაგონდებაო.
მეღიმებოდა და ახლაც მეღიმება.
მთვარეს როგორ მამგვანებენ-მეთქი, მიკვირდა.
მერე დავაკვირდი და მივხვდი, რომ მთვარესთან მირჩევნია.
ღამ-ღამობით, რამდენჯერ მიწერია მთვარის შუქზე ჩუმად, ან რამდენჯერ მიმზერია მისი მუქი ლაქებისთვის, კრატერებისთვის.
მზე არ მიყვარს.
სულ გავურბივარ.. არც მზიანი ამინდები მიტაცებს დიდად.
უბრალოდ, მიყვარს ცაზე თეთრი ღრუბელი და ცისფერი ფონი.
მოწმენდილ ცაზე ამოსული კაშკაშა მნათობი კი უცნაურად მაღიზიანებს. სიცოცხლის წყაროა მზე, მაგრამ არა ჩემთვის.
სულ მწვავს და მაწუხებს.
მთვარე კი, როცა მოწმენდილი ცაა, ან ნაფლეთ-ნაფლეთ გაფანტული ღრუბლები, ჩუმ-ჩუმად, მაგრამ მაინც უტეხად მომდევს ხოლმე.
მიყვარს მთვარე და ხშირად ვუყურებ მას. ის მზესთან შედარებით თავმდაბალია,
როდესაც გავბედავ მზეს გავუსწორო თვალი, მაშინვე მტკივდება ისინი და უცებვე ვაცილებ მზერას,
ხოლო როცა მთვარეს ვუყურებ, ვსუნთქავ და ვტკბები,
არც ვფიქრობ, არც განვიცდი, არც ვგრძნობ,
უბრალოდ თვალებით ავირეკლავ მას.
ახლაც, მე და ჩემი მეზობელი პატარა მარიკუნა ვიჯექით ქუჩაში და ერთდროულად ვუყურებდით მთვარეს.
-მთვარე რატომ დამსდევს ხოლმე? -მკითხა მან.
-მეც მასე მეგონა, ბავშვობაში. -გავუღიმე და თვალებში ჩავაჩერდი,
წამიერად, როდესაც მზერა გაუსწორა მთვარეს, მის თვალებში ციური მნათობი დავინახე და უცნაური სიხარულით ამევსო გული.
-იცი? მიყვარს მთვარე, მზეზე მეტად, მთვარე მიყვარს, მზე ცუდია! სულ მეჭყუტუნება ხოლმე. მთვარეს კიდევ, დიდხანს ვუყურებ და არ მბეზრდება.
-მეც შენსავით ვარ. -გავუღიმე, -იცი? წეღან მთვარე აირეკლა შენმა თვალებმა. მთვარისფერი თვალები გაქვს, მარიკუნა.
-შენც მთვარისფერი თვალები გაქვს?
-არ ვიცი, ეს არავის უთქვამს. -მხრები ავიჩეჩე.
-კი, კი, შენც მთვარისფერი თვალები გაქვს. -გამიღიმა მან. -დედა სულ მთვარეს გადარებს. სულ! მთვარესავით გოგოაო, ასე ამბობს.
გამეღიმა,
ან იქნებ გამიხარდა კიდეც?
ვინ იცის.




№1  offline წევრი სტიქია

რა პატარა იყო და რა თბილი და სევდიანი :)))

 


№2  offline მოდერი MyLove

სტიქია
რა პატარა იყო და რა თბილი და სევდიანი :)))

მადლობაა.. მიხარია, თუ მოგეწოონა... ♥
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent