მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ
ჩვენი პირველი გაცნობა , ახლა რომ მახსენდება მეცინება , პირველივე დღესვე გამაბრაზე, მაგრამ ისიც მახსოვს რომ დაგინახე გავიფიქრე რა კაი ბიჭიათქო. მეორე დღეს ჩემმა დაქალმა მითხრა მოეწონეო და სიხარულისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი. ეხლა ვხვდები სასიხარულოდ კი არა სატირლად მქონია საქმე . პირველად რომ მომწერე არ შევიმჩნიე გენაგლე არადა იმ წამს თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვთვლიდი . პირველი შენი სიყვარულის ახსნა ეხლაც მახსოვს როგორ მითხარი : ,, იცი შენდამი რაღაც გრძნობა მაქო '', მე კი გიპასუხე ვიღაც მომწონსთქო და იმ დღეს არ მომასვენე ვინ არის მითხარიო და ბოლოს გამოგიტყდი და გაგეცინა , ჩემი პატარაო. მერე უბრალოდ გადაიკარგე , მაგრამ გამოჩნდი და თითქოს ყველაფერი აგვეწყო, ყველაზე გიჟი წყვილი ვიყავით მგონი, ყველა იმას გვეუბნებოდა როგორ უხდებით ერთმანეთსო . გახსოვს შენმა ძმაკაცმა რომ გკითხა შენი და არისო და რო გაგვეცინა . თითქოს ბანალური იყო ჩვენი ურთიერთობა მაგრამ იმდენს აკეთებდი რორმ რამე შეგეცვალა . მახსოვს ერთხელ გითხარი სნიკერსი მინდათქო და მაპატიე მარ ფული არ მაქო. მეორე დღეს კი კორპუსთან მოხვედი და ჩამოდიო , მაღაზიაში წამიყვანე და რაც მინდოდა ყველაფერი მიიყიდე . იცი ვგრძნობდი როგორ შურდათ ჩვენი , იმიტო რომ ჩვენ მაინც სხვა ვიყავით. ჩვენი ჩხუბი გახსოვს ? 6 თვე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს მაგრამ შენმა ძმაკაცმა შეგვარიგა . 2 წელია რაც ერთად ვართქო რომ გითხარი, ვაა მართლაო , იმ დროს იცი როგორ მეწყინა ? ისიც არ ახსოვს რამდენიხანია ერთად ვართქო .. რატომ შემიყვარდი იცი ესე უცბად იმიტო რომ პირველი ბიჭი იყავი რომელიც ასე სერიოზულად შემომხედა , შენში ყველაზე მეტად ის მიყვარდა რომ არაფერს ზედმეტს არ მკადრებდი.. როგორ მინდოდა რომ გეკოცნა იცი ? და თითქოს ჩემი აზრები წაიკითხე და მაკოცე . ახლა რომ მახსენდება ცრემლები მომდის , როგორი ბედნიერი ვიყავი . გახოვს ძმაკაცის დაბადების დღეზე რომ იყავი და ღამის სამ საათზე ჩემს კორპუსთან რომ დადექი რუპორით და მიყვარხარო რომ იძახდი ? მაგ დროს ვერც კი ავღწერ რა ვიგრძენი , ღმერთს მადლობას ვუხდიდი რომ ასეთი გიჟი და საყავრელი ადამიანი მომივლინა გვერდზე. ჩემი დაბადების დღე იყო 12 შესრულდა და შენს ზარს ველოდებოდი და რომ არ დამირეკე გავბრაზდი ალბათ დაავიწყდათქო და ამ დროს შენ შენი ძმაკაცი და ჩემი დაქაალი ტორტით ხელში ჩემი სახლის კარებთან მიმღეროდით , მაშინ ასმაგად შემიყვარდი .. მერე რამდენიმე თვეში რა მოხდა ? რატო შეიცვალე ? იქნებ მეც შევიცვალ არ ვიცი , მაგრამ პრობლემები შეგექმნა , სულ იმაზე იყავი გადართული და აღარც გახსოვდი , სულ იმაზე გეჩხუბებოდი წესივრად მოიქეცითქო, შენს ძმაკაცს მიწერე უკვე ტვინი შემიჭამაო , იცი რა დამემართა ეს რომ წავიკითე? მიწასთან გამასწორა შენმა ნათქვამმა და დამთავრდა მაშინ ყველაფერი . ცდილობდი ჩემს დაბრუნებას მწერდი მაგრამ დავიღალე. იცი ? მეხუთე თვეა ნორმალურად არ მძინავს სულ შენზე ვფიქრობ, ყველაზე რთული კი იცი რა არის ? ვცდილობ არავის დავანახო ჩემი ტკივილი , ვიცინი მაგრამ მხოლოდ იმიტო რომ არ ავტირდე. შენ გაანადგურე ყველაფერი და ეხლა უკვე გვიანია სინანული.. აღარ იარსებებს ჩვენ აღარასდროს იმის და მიუხედავად , რომ დღემდე ძალიან მიყვარხარ .. ეს ყველაფერი მჭირდებოდა რომ ემოციისგან დავცლილიყავი .. ბოდიშით შეცდომებისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.