შენ ხარ მე
შენ, მეგობარო შენ. სხვას არავის, შენ გელაპარაკები, ჰოდა, ვალდებული ხარ მალევე დამიმეგობრდე და მომისმინო. მომისმინო რა, გამიგო. მოდი ყველაფერი დავიკიდოთ და წავიდეთ. ჰო რა, აი ასე, უბრალოდ წავიდეთ. პრობლემა ჩემშია, ანუ შენში. არ ვიცი სადაა ჩემი სახლი. ახმელა პლანეტაზე დაკარგულად ვგრძნობ თავს. მოდი რა, წავიდეთ. აბა აქ რაღა გვინდა ? კონკრეტულ ადგილას კი არა, დაუსრულებელ გზას დავადგეთ. წავიდეთ უმისამართოდ. შენი მდგომარეობაც ვიცი, არ ხარ კარგად, ისევე, როგორც მე. მეგობარო, ჩემო საუკეთესო მეგობარო, მომბეზრდა ყოველივე ეს. მზის ამოსვლა და ჩასვლა. მთვარის ყურება, რომელიც არაფერს მარგუნებს. ღალატი. სიბინძურე. კომპიუტერის ეკრანი, რომელიც რობოტს მხდის. რაღაც ჰარმონიული მინდა. თითქოს ყელაფერი მინდა, მაგრამ ამასთან არაფერი. აი, შობამდე როგორც ვიყავი, უდარდელად, ისე მინდა ვიყო ახლაც. რელიგიებზე ფიქრის მომბეზრდა და ღმერთის ძიებაც. დაპირისპირებებიც და ეჭვიანობაც. არაფერი იქნება უკეთესად, უკეთესობაზე მხოლოდ ფიქრი შემიძლია. მუსიკაც უკვე ყელში ამოვიდა. მერამდე ღერია არ ვიცი, მაგრამ ფილტვები ვეღარ იტევს ამდენ კვამლს. მიდი, მელაპარაკე შენც. მელაპარაკე. მელაპარაკე. უბედური ხარ არა ? ჰოდა, წავიდეთ, მარტო არ მინდა ყოფნა, თორემ მეც კი წავიდოდი, თანაც ახლავე. ბორბლებიანი სახლი მინდა. ჩემი განუწყვეტელი მოგზაურობა გახდებოდა ჩემი სახლი. გაგიზიარებდი ჩემს ბედნიერბას და ეს იქნებოდა მხოლოდ. ჩემი ცხოვრების ნაწილი შენ, მანქანა და ჩემი თავი იქნებოდა. ჰოდა, ასე მინდა დავლიო სული. არ მინდა უაზრო სიკვდილი. მინდა სიამაყით ვამბობდე, მე ცოცხალი ვარ, შემომხედეთ მკვდრებო, ეს მე ვარ, ცოცხალი. აღარც შენი მიწის ქვეშეთში მგზავრობა მინდა, და არც ბაჰამზე გადაფრენა. რაღაც სხვა მინდა. სხვა. სხვა.ყველაფერი ელექტრონული ხდება, მათ შორის მეც. მე უწიგნურს, აღარს წიგნიერება მინდა, და მე კინომანს, აღარც ფილმები. საკმარისი ვნახე თვრამეტი წლის მანძილზე. იმაზე შიში მომბეზრდა, რომ დედამიწა რამდენიმე სანტიმეტრით ღერძიდან გადავარდება და ჩვენ ბოლო მოგვეღება. არც მთვრის აფეთქებაზე ფიქრი მინდა, რომელიც დიდ ტალღებს იწვევს დედამიწაზე. არც მზის ენერგიების ამოწურვაზე ფიქრი მინდა, რომელიც ბოლოს მოგვიღებს ტანჯვით. არც შავი ხვრელის მოახლოვება მინდა, და არც ჭიის ხვრელის გაჩენა, რომლის თეორიული ვარაუდებმა უკვე ტვინი ამხადა. სიგიჟეც არ მინდა, მე ნორმალურების მოძლეს, და არც ნორმალურობა მე სიგიჟის მოძულეს. ხანდახან ვგიჟდები, ხანდახან ვწყნარდები. თავს ვაიძულებ მშვენიერებაზე, რომ არ შევიყვარო, ვინაიდან მშვენიერებას სჩვევია ღალატი. არც ეს სიყვარული მინდა, რომელსაც ახლა ვგრძნობ, და არც ის მშვენიერება, რომელიც ჩემგან შორსაა. და რას მოელის ჩემგან ის ? არ ვიცი და არც მაინტერესებს, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ჩემს სიყვარულს. უბრალოდ მეგობარი მინდა, რომელსაც ვეტყვი, თუ რა ბედნიერი ვარ, რომ სახლიდან წამოვედი. ყველაფერი რაოდენ მოსაბეზრებელია, ამის გაგება გჭირდება შენ, რომ ახლა კითხვა შეწყვიტო და წამომყვე. საკმარისად ვგრძნობ ყველაფერს. მოვითხოვ პატივისცემას, მე უვარგისი, და მოვითხოვ სიყვარულს, უსიყვარულოდ. ისიც კარგად ვიცი მეგობარო, რომ შენ ხარ მე, უბრალოდ ვინმესთან საუბარი მჭირდებოდა.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.