შენი თვალები
ამ ქვეყნად უამრავი განსხვავებული ადამიანია და მაინც მე მხოლოდ შენს უძირო, მოცისფერო თვალებში ვიძირები... ვიცი, არ გჯერა, არ იცი, არ გესმის ჩემი... და მაინც მე შენ იმ სიყვარულით მიყვარხარ, რომელიც საუკუნეში ერთია... იცი, ყოველ წამს, ყოველ წუთას ვიზიარებ შენს მნიშვნელობას ჩემთვის და ერთდროულად მავსებს შენი მოცისფერო თვალები ცრემლებითა და სიხარულით... მტკივა, რომ მათი შეხება ჩემთვის ისევე აკრძალულია, როგორც ადამიანთათვის სიამაყის, პიროვნულობის გადათელვა და მაინც მებედნიერებიან, რადგან სადღაც, შორს, თუნდაც კილომეტრებითა და უსაზღვრო ბარიერებით გადახერგილ სივრცეში არსებობენ შენი თვალები... შენს თვალთა სიელვარესა და უძირო სიღრმეს შორეული ჭაობისკენ მივყავარ, რომლიდანაც გამოსასვლელი, ალბათ, არ არსებობს, არ ჩანს... იცი, მაშინ, სულ პირველად რომ მოგკარი თვალი, სწორედ შენმა ზღვისფერებმა დამატყვევა... ო, როგორ გავურბოდი ამ გრძნობას და მაინც შენი დანახვის წუთიდან მივხვდი, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება ამქვეყნად შენი თვალების დანახვაა... იცი, ხანდახან უსაშველოდ ძნელია თავის მოთოკვა და ცხოვრების დინების უბრალო მიდევნა... ხანდახან, აი მაშინ, როდესაც მონატრება, უშენობა რაღაც ენით აღუწერელ, მტკივნეულ ზღვარს აღწევს მე მინდება დავივწყო ყველა და ყველაფერი, გარდა შენი თვალებისა და სწორედ მათ გავანდო ჩემი გულის კუნჭულში ჩამალული გრძნობები... გაგიმხილო რარიგ ძვირფასია ჩემთვის შენი ერთი ამოსუნთქვა, შენი ღიმილი... შენ თვალთა ნათება... და მაინც, მეორე წამს, ამოუცნობი ძალა მქაჩავს და ვგრძნობ, როგორ ვიხლიჩები ორ უფსკრულს შორის... მეშინია,სულის ტკივილამდე ვძრწი იმ აზრის გაფიქრებისას, რომ ჩემი გრძნობები შენთვის არ იქნება ერთადერთი, ისევე ძვირფასი, როგორც ჩემთვის შენი არსებობა... მეშინია, რომ შენთვის მე ერთი ათასთაგანი ვიქნები და არა ერთადერთი... ერთ-ერთი, რომელიც შენმა თვალებმა დაატყვევა და ჩვენს შორის ყველანაირი ძაფი გაწყდება... იმედის პატარა სხივიც ჩაკვდება... ახლა კი, მიუხედავად ტკივილისა, იმედის პატარა სხივი არსებობს... იმისა, რომ ერთ დღეს შენი ზღვისფერები ისევე ჩაიძირება და სამუდამოდ ჩაიკარგება ჩემს თაფლისფერებში, როგორც ეს ჩემსთვის მოხდა...მერე კი,ჩვენ ერთად არა თაფლისფერი,ან ზღვისფერი, არამედ სიყვარულის ფერი თვალები გვექნება... ისეთი,რომელსაც მარტო მე და შენ, ჩვენ, ვიგრძნობთ...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.