მჭირდები
დაიჭირეს .. დაიჭირეს . გიჭირავს ხელში ტელეფონი და კითხულობ ამ სიტყვებს , არ გჯერა , გინდა რომ სიზმარი იყოს ეს ყველაფერი . გგონია გეხუმრებიან , დგები და წერ ყველაა მის ძმაკაცს მაგრამ არავინ გპასუხობს . ელოდები როდის მოგწერენ მარ გეხუმრეთო . მაგრამ არა ყველა რაღაცას გიმალავს , არ გეუბნება . გავარკვიე ყველაფერი და ახლა უბრალოდ ვცდილობ თავს დავაჯერო რომ ეს სიზმარია , რომ შენ ისევ სახლში ხარ და შენს დას ეთამაშები . შოკირებული ვარ და არ ვიცი რა გავაკეთო . აიი უკვე მეორე დღეა რაც ეს ამბავი მოხდა . უბრალოდ მითხარი რატომ გააკეთე ეს ? რატო არ იფიქრე მშობლებზე , შენს პატარა დაზე , ძმაზე ? ჩემზე ერთხელაც არ გიფიქრია დავიჯერო ? გახსოვს რამე ჩხუბი რომ მოგივიდოდა მშობლებთან , მათ მე ვაწყნარებდი . ახლა რა ვუთხრა ? რითი გავამხნევო ?? იცი დღეს დედაშენს ველაპარაკე , გავშეშდი როცა მისი ხმა გავიგე .. მამაშენსაცც ველაპარაკე, განადგურებულები ვართ . მე რა გავაკეთო მითხარი ? როგორ ვისუნთქო მაშინ როცა ვიცი რომ შენ იქ ზიხარ . როგორ გავიცინო ან გავიღმო როცა ვიცი რომ შენ საშინლად ხარ . როგორ მინდა გნახო , ჩაგეხუტო , გაგამხნევო . მაგრამ მაგის ბედნიერება მე არ მაქ .. არ ვიყავით ერთად ვიცი მაგრამ ახლა უფრო ვგძნობ დანაკლისს შენსას .. გახსოვს როცა ჩემი ცრემლიანი თვალები ნახე , მაშინ მითხარი შენს მწვანე თვალებს ცრემლი არ უხდებათო , როცა ბედნიერი ხარ ეგ უხდებათო . ახლა როგორ ვიყო ბედნიერი მითხარი როცა შენ ოთ კედელს შორის ხარ გამოკეტილი და მოწყვეტილი ხარ ყველაფერს ? სულ ვიძახდი შემიცვალესტქო ბიჭი და მართლაც ასეა . ადრე რომ გთხოვდი სულ ითვალისწინებდი , ახლაც გთხოვ გევედრები უბრალოდ მოდი და მითხარი რომ ეს ყველაფერი სიზმარია , უბრალოდ კოშმარი . ნუ ვიქნებით ერთად , მაგრამ უნდა ვიცოდე რომ შენ კარგად ხარ . ნეტა იქ თუ ანალიზებ ყველაფერს ? ერთხელ მაინც გაგახსენდი ? თუ მეც იმ ყოფილების სიას შევემატე რომლებიც არც კი გახსოვს , მაგრამ ამას ვერ დავიჯერებ ვერა . მე აქ ვარ თავისუფალი ვარ შენ კიდე იქ ხარ ჩაკეტილი . მენატრები ტკივილამდე . რომ ვფიქრობ იქ როგორ იკვებები აქ ლუკმა არ გადამდის პირში , არ შემიძლია გესმის შენ ცუდად იყო და მე კარგად . რატო ვწერ ამას? არვიცი , ალბათ იმედი მაქ რომ ოდესღაც გადააწყდები ამ ჩანაწერს და წაიკითხავ , ემრე მიხვდები რომ ამ ქვეყნად შენ მარტო არ ხარ . ყველაფრის და მიუხედავად გყავს ადამიანი , რომელიც მზად არის ყველაფერში დაგეხმაროს . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.