შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვებსაც უყვარდებათ


8-08-2015, 14:05
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 333

ქართველები მუდამ ყურადღებას ვაქცევთ ასაკს.შეიძლება ითქვას,ზედმეტადაც კი.ბავშვს როგორ შეუძლია უყვარდეს?-ჩვენთვის ეს წარმოუდგენელი რამაა.სოციალურ ქსელებში დავცინით ხან 12 წლის მარის და ხან 16 წლის სალომეს.რატომ?რადგან ჩვენ არ განგვიცდია ეს სიყვარული.“მჭირდები“-ასეთ სტატუსს დავინახავთ და მაშინვე ირონიას ვუშვებთ.მკერდი სჭირდებათ,აშკარად-სიცილისგან ვიხევით და საზიზღარ კომენტარებს ვასაჯაროვებთ.ნუთუ,ამით კარგი გოგო-ბიჭები ვჩანვართ?
ქართველებო,რატომ ამდენი სტერეტიპები?მერე რა,რომ პატარაა..განა მას არ აქვს გული? ჯულიეტა 13 წლისაც კი არ იყო,როცა სულიშემძვრელად ეტრფოდა მასზე ოდნავ უფროსს რომეოსს..განა ეს არ იყო წრფელი სიყვარული?დიახ,უმეტესობას გრძნობა ყალბია,გატაცებაა ან ვნება,თუნდაც ოდნავი ბედნიერების აღტკინებული გამოსახვა,მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს,რომ ბავშვს არ შეუძლია უყვარდეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი?ნუთუ,ბავშვის გული არ ბადებს წრფელ გრძნობას? დიახ,ბადებს..ჩვენ კი რატომ ვართ ასეთი შებოჭილნი,თითქოს ვიღაც გარეთ გამოსვლავ გვაიძულებდეს...რატომ არ შეგვიძლია გვესმოდეს ეს?
ზოგჯერ პატარებს ზრდასრულ ადამიანებზე წრფელი სიყვარული შეუძლიათ...ერთი გოგონა,რომელიც ცოტა ხნის წინ გავიცანი,ისე გამენდო და გული გადამიშალა,რომ ადამიანი გავშტერდი.17 წლის იყო,როცა ჩვენი საუბარი შედგა.
მდუმარე კაფეში ვისხედით ერთმანეთის პირდაპირ და დაძაბული თვალებით შევყურებდით ერთმანეთს...მან მითხრა,რომ მხოლოდ ახლა აღიარა და ძირფესვიანად მიხვდა,რომ მესამე კლასიდან მოყოლებული უყვარდა ერთი ადამიანი...სულ ამავიწყდა ახლადგაცნობილს ანასტასია ერქვა.გოგონამ მითხრა,რომ მასეთი რამ მას შემდეგ არ განუციდა.აღიარა,რომ ეს გრძნობა რამდენიმე წლის წინ ჩაკვდა მის გულში,მაგრამ მისი კვალი ჯერ კიდევ დარჩენილიყო....ადამიანები მიდიან,მაგრამ მათი საფლავები რჩება,ცრემლები ქრებიან,მაგრამ მათი ნაკვალევი საფლავებთან კვლავ რჩება...
მესამე კლასელის გულში გაჩენილიყო სიყვარული,რომელიც მუდამ გულს უმძაფრებდა.როგორც უნდოდა სატრფოების როლში ყოფილიყვნენ იმ სპექტაკლზე,რომელიც წლის ბოლოს უნდა დაედგათ...უნდოდა,მაგრამ სხვა გოგო შეარჩიეს,ანასტასია კი-გულამღვრეული ადევნებდა თვალს და კიბეზე ჩაცუცქულიყო.უსმენდა მათ როლს,ძილის წინ კი დახუჭავდა თვალს და იმ გოგოს ადგილას თავს წარმოიდგენდა.როგორ უნდოდა მისი როლი,მაგრამ რა ექნა...პატარასა და გამოუცდელს,ვერ გაეგო ამ ყველაფრის არსი,ვერ ჩაწვდომოდა საკუთარ არსებას და გულის ისევ ჩვეულად ეჯიუტებოდა...მთელი ღამეები იმ ბიჭზე ფიქრობდა,ოცნებობდა....წლების მანძილზე ვინ იცის მათი ხელის ჩაკიდევის სცენა რამდენჯერ წარმოუდგენია,თან ისე,რომ სანამ თვალს მოხუჭავდა სულ ამაზე ჰქონდა გადატანილი კონცენტრაცია,თავი რეჟისორი ეგონა,მაგრამ პროფესიონალისტისგან განსხვავებით,გოგონა მხოლოდ ერთ სცენას დგამდა და ისიც ისე ჭიმავდა,რომ ადამიანს გაუკვირდებოდა.იმ მომენტში,ალბათ,მას ვერავინ გაუგებადა..იცოდა ეს და მეგობრებსაც კი არ უზიარებდა გულის ნადებს...ზოჯერ ეჭვიანობდა კიდეც სხვა გოგონებზე,რომლებსაც მისი რჩეული მოსწონდათ...საღამოობით საათობით იჯდა გადაშლილი ალბომის წინ და „მას“ ადავნებდა თვალს,საათობით შეეძლო ექცირა ბიჭის სახისთვის,მის თვალებში ჩამძვრალიყო წარმოსახვაში...გამოსამშვიდობლებლად კი,როცა ალბომს დახურავდა,აკოცებდა რჩეულს და გარდერობის კარსაც დახურავდა.
მომწონსო,ფიქრობდა გოგონა,მერე ძალიან მომწონსო,მაგრამ იყო მომენტები,როცა ამ გრძნობას სიყვარულს არქმევდა...ცოტა რომ წამოიყარდა,შეყვარებული ვარო,გულში ზეიმობდა,მაგრამ იყო მომენტები,როცა ეს გრძნობა სულ სხვა ეგონა ...რაღაც არაჩვეულებრივი და აღიწერელი უნდა იყოსო,ფიქრობდა და თავს სულელად მიიჩნევდა...
არაერთხელ დაბრუნებულა სახლში გახარებული,ის ბიჭი მიყურებდაო..ეგონა,რომ მთელი გაკვეთულები უკან იმიტომ ბრუნდებოდა,რომ მისთვის ეცქირა..ასე გადიდოა წლები...ზოგჯერ მათ შორის დაილოგიც კი იმართებოდა,აჯავრებდნენ ერთმანეთს,მაგრამ მალევე სრულდებოდა ეს ყველაფერი..ხშირად ანასტასია ეხმარებოდა ხოლმე საკონტროლო წერების დროს..ისეთი ბედნიერი იყო,როცა ბიჭი გვერით დაუჯდებოდა და დახმარებას სთხოვდა...
მაღალ საფეხურზე დამრიგებელმა ერთხელ უთხრა,შენ მაინც სულ იქით გაქვს სახე და არ გინდა რიგები სგაცვლაო,რაზეც გოგონა შეკრთა და იფიქრა,ხომ ვერ მიმიხვდა გრძნობებშიო.მასწავლებელი ამბობდა,რომ ის ყველაფერს ხვდებოდა,რაც აშინებდა ანასტასია,ნუთუ,გამიგოო,მაგრამ ეს გრძნობა ისეთი ძლიერი იყო,რომ ბიჭის ერთი მზერაც კი ფლეთდა...მისი სიტყვები ლექსივით ახსოვდა და ძილის წინ ესიზმრებოდა...წლების მერე,ეღირსა და სიზმარში ნახა როგორ ეამბორა ბიჭი ლოყაზე.ახსოვს,მერე მთელი კვირა გახარებული დადიოდა,მოსიარულე პოზიტივი ვარო,ამბობდა...ზოგჯერ მეორე „მე“ დასცინოდა,რა იცი რა არის სიყვარულიო,მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ანასტასია მას ყურს არ უგდებდა და,მითუმეტეს,გულს.
ერთხელ,დამრიგებელმა ჩაილაპარაკა მეორე მასწავლებელთან,ანასტიასიას ეს ბიჭი რაღაც სულ ეტმასნებაო.გოგონა ამ სიტყვებზე შეკრთა და გაიფიქრა,კიდევ კარგი „ის“ არ არის მოსული დღესო.სახლში რომ მივიდა და გაიაზრა,ბიჭ სულ მის გარშემო ტრიალებდა,ხშირად ჯდებოდა მის გვერდით ან მის ახლომახლოს....ისიც გაახსენდა როგორ ჰკითხა ერთხელ დამრიგებელმა,მასზე შენთან იჯდაო,როგორ დაებინდა გონება და როგორ უარყო,მაგრამ არ მოუტუებია,მასე ახსოვდა,ხოლო შემდეგ დამრიგებელმა კიდევ დაიწყო ამ ამბის გარკვევა,ის ხომ „მას“ უკრძალავდა ადგილის შეცვლას,ვითომ გაკვეთილებს არ უსმენო....
ბიჭის ხუმრობა ყველაზე მეტად მოსწონდა და ამხიარულებდა..მის გამო უხაროდა დილას გაღვიძება და სკოლაში წასვლა,მისს ახლოს აკანკალებდა,მთელი სხეულით თრთოდა და მუცელში პეპლები უფრინავდნენ.უხაროდა,რომ არსებობდა „ის“...ზოგჯერ ისიც კ ეგონა,რომ ეს გრძნობა ორმხრივი იყო..
ერთ დღეს,კი სიზმრები დასრულდა,მალე ფიქრებიც მიჰყვა მას,მაგრამ გოგონამ გააანლიზა,რომ ეს გრძნობა წრფელი იყო..მიხვდა,რომ მისი სიყვარული სხვა ბავშვთა გრძნობისგან განსხვავდებოდა....სრულად აღიარა ამ გრძნობის ჭეშმარიტება,მაგრამ მხოლოდ დიდი ხნის მერე,მხოლოდ ზრდასრულობის ასაკში..დიახ,აღიარა და დარწმუნდა,რადგან მსგავსი რამ არასდროს ეგრძნო..მას მერე არავიზე ეფიქრა ამდენ ხანს და არავინ ენახა ამდენჯერ სიზმრებში...
-ცხოვრებაში ნანახი სიზმართა 60% მას ეკუთვნის...პირველი სიყვარული მართლაც არ ქრება-დაასრულა მოყოლა და თვალები აუცრემლიანდა...-მეც მომეძალა ცრემლები და ხელი ჩავკიდე...
-პირველი ვარ,ვისაც ამას უყვები?-თაფლისფერ თვალებში შევხედე და ვიგრძენი როგორ კანკალებდა.
-კი,პირველი-გადამეხვია და უფრო ატირდა...
-შენზე რომ დავწერო შეიძლება?
-კი,შეიძლება-დამშვიდობებისას კიდევ გადამკოცნა და გზას გაუდგა,მაგრამ მის მხრებს თრთოლვა ისევ შემორჩენოდათ...
„პირველი სიყვარული და ბავშვობა“-გავიფიქრე და გოგონას გავაყოლე თვალი...-„რა უცნაურია ცხორვება“-შევბრუნდი საპირისპირო მხარეს და გავემართე სახლისკენ.



№1 სტუმარი okay

დაწერე პატარებზე ისტორია, მშვენიერი იდეაა :)
საინტერესო იქნება.
მე წავიკითხავ :*

 


№2  offline წევრი Firefly

ძალიან, ძალიან კარგი იყო♥♥♥
--------------------
M.T

 


№3  offline მოდერი sopiko

მშვენიერი იყო. მე ვაპირებ ბავშვობიდან დაწყებულ სიყვარულზე დავწერო მოთხრობა რომელსაც "მომავლის გზა უცნობია" ერქმევა. რაც შეეხება ჩანახატს შესანიშნავი იყო, შენ კი დაკვირვებული ვარ რო. გამოირჩევი ორიგინალური იდეებით და განსხვავებული წერის სტილით რაც ძალიან მომწომს ♥

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

okay
დაწერე პატარებზე ისტორია, მშვენიერი იდეაა :)
საინტერესო იქნება.
მე წავიკითხავ :*

♥მარიამი♥
ძალიან, ძალიან კარგი იყო♥♥♥

sopiko
მშვენიერი იყო. მე ვაპირებ ბავშვობიდან დაწყებულ სიყვარულზე დავწერო მოთხრობა რომელსაც "მომავლის გზა უცნობია" ერქმევა. რაც შეეხება ჩანახატს შესანიშნავი იყო, შენ კი დაკვირვებული ვარ რო. გამოირჩევი ორიგინალური იდეებით და განსხვავებული წერის სტილით რაც ძალიან მომწომს ♥

მადლობთ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent