შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დააფასეთ მოხუცები


10-08-2015, 14:36
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 384

მახსოვს,ერთხელ,სახლში ვბრუნდებოდი.ნელი ნაბიჯით მივუყვებოდი გზას,რომელიც ავტობუსის გაჩერებისკენ მიდიოდა,რაც უფრო ვუახლოვდებოდი გადაფარებულ ადგილს,რომელიც ჩრდილს აკავებდა,უფრო ვუნელებდი ნაბიჯს და ვაკვირდებოდი დაბალ,წელში მოხრილ მოხუცს,რომელმაც ჩემი ყურადღება ყვითელი შარვლითა და სათვალით მიიქცია,სათვალით,რომელიც მთლად გაჭაღარავებულ თავზე მოეთავსებინა და გზას ალმაცერად უყურებდა..“ტაბლუს“ შეხედა და უსიამოვნოდ მოიღუშა.გაზაფხული იყო,მაგრამ მზე საშინლად აცხუნებდა,მალე ხომ ზაფხული შემოვიდოდა და გარემოს უფრო აახუხუნებდა.
ჯერ წინ იხედებოდა,შემდეგ უმისამართოდ აკაკუნებდა ასფალტზე ჯოხს,თითქოს შველას ითხოვსო,შემდეგ ისევ მომავალ ავტობუსს გახედავდა და თავს უაზროდ აქიცინებდა.“საწყალი..ალბათ,შინ არავინ ელის“-გავიფიქრე და მოშორებით დავდექი.
როგორ მეცოდება უპატრონო მოხუცები..ვუყურებდი მაშინაც და ლამის იყო ავტირებულიყავი მისი საცოდაობით..ათიოდე წუთში ავტობუსში ძლივს ავიდა,ჯოხი ასწია და ძლივს შენარჩუნებული წონასწორობით თავს ზემოთ უბიძგა.
არაერთხელ ვხვდები მსგავს სიტუაციებში და მახსენდება ჩემი ბებიები და ბაბუები..გული მიკვდება ამდენი ხალხის საცოდაობით,მაგრამ ისაა უბედურება,რომ არ შემიძლია გავაკეთო რამე..უბრალოდ უმოქმედო ჭირისუფალი ვარ,რომელიც შორიდან ადევნებს ამ ყველაფერს თავს..როგორ შეუძლიათ არ მიაქციოს შვილმა მშობელს ყურადღება,მშობელ დედას,რომელმაც ცხრა თვე მუცლით ატარა,სამი წელი ხელით და მთელი ცხოვრება გულით და ვინ იცის იქნებ მკვდარმაც ზეციდან დაიწყოს მასზე ზრუნვა..თუნდაც მამას,რომელიც მუდამ მასზე ზრუნავდა,თვალები და გული უკვდებოდა,როცა მას სტკიოდა,როცა ის ტიროდა და როცა მას ეშინოდა,მაგრამ შვილი,რომელიც უკვე მშობლებმა ფეხზე დააყენეს,აღარ უყურებს მას,მოხუცს უსარგებლოსთან აიგივებს და ზურგს აქცევს,უშვებს მოხუცებულთა თავშესაფარში და ან სახლში კუთზეც მიუგდეს და ყურადღებასაც არ აქცევს,შეიძლება,კვირაში ერთხელ, მოვალეობის მოხდის მიზნით,უგულოდ მიუგდოს კითხვა:“დედა, როგორ ხარ? ან მამა,როგორ ხარ?“
მან მთელი ცხორვება მოგიძღვნა,რამდენი ღამე ათენა შენთვუს..ნეტავ,იცოდე,რამდენი ამაგი აქვს შენზე,რამდენჯერ გაძინებდა ხელში რწევით და რამდენჯერ გიმღეროდა „იავნანას“ ან სულაც სხვა რამეს.მან ხომ ყველაფერი მოგიძღვნა..დრო,ძილი,ჯანმრთელობა,სიყარული...და რაღაც დარჩა? მან შენ მთელი ცხოვრება მოგიძღვნა...მოგიძღვნა და გაიფლითა შენს გამო..რას არ აკეთებდა...ახლა კი უბრალოდ მიაგდე და ექცევი ისე,როგორც პირუტყვსაც არ მოექცევა არსება,რომელიც არის ნამდვილი ადამიანი...ახლა ზიხარ და გეღიმება..ამბობ,რომ მან გაიარა ცხოვრება,თავისი დრო მოჭამა,მაგრამ შენ არ გესმის,რომ ისიც ადამიანია...გახდები მისხელა და მიხვდები,რომ ცხოვრება ნებისმიერ ასაკში ტკბილია,არ აქვს მნშვნელობა,18-ის ხარ თუ 28-ის,38-ის თუ 88-ის...ყველა ადამიანია..ის იყო შენხელა და შენც შეხვალ მის ასაკში.შეხვალ და მხოლოდ მაშინ ჩაწვდები ამ აზრს,გააანალიზებ,გაიხსენებ მშობელს და თვალები ცრემლებით აგევსება,მაგრამ მაშინ უკვე გვაინი იქნება..ყველაფერს აქვს დრო..დიახ,აქვს...
კიდევ მინდა გავიხსენო დღე,როცა დედასთან ერთად მაღაზიაში მივდიოდი.15 იამვარი იყო ანუ ბედობა,დღე,როცა ყველა ოჯახთან თუ საყვარელ ადამიანებთან უნდა იყოს..ამ დღეს მაინც უნდა იღიმოდეს და შეიგრძნობდეს სიყვარულსა და სიხარულს...მახსოვს,ერთმა შავებში ჩაცმულმა მოხუცმა გაგვაჩერა..წელში მოხრილიყო,ხელში რაღაც ჩანთები ეკავა და ძირს იყურებოდა,ზოგჯერ თავს ამოსწევდა და გამვლელებს აყოლებდა თვალს.
„შვილო,რა რიცხვია? 14-ია?“-დედაჩემს მორიდებით ჰკითხა და ახლოდან უფრო შესამჩნევი გახდა მისი ნაღვლიანი და სევდანარევი თვალები.
-15-ის.15-ი იანვარი-უპასუხა დედამ და გაკვირვებულმა გამომხედა.მეც შევძრწუნდი..“ნუთუ,ოჯახი არ ყავს ან ერთი ადამიანი მაინც,რომელიც მასთან გაატარებდა ამ დღეს და გარეთ არ დააწყებინებდა ხეტიალს ამ საწყალ მოხუცს...თანაც ისიც არ იცი რა რიცხვია..“
დედაჩემი გვერიდთ გავიდა,მაგრამ მაღაზია ჯერ კიდევ დაკატილი იყო,ამიტომ უკან გამოვბრუნდით და ვცდილობდით დრო გაგვეყვანა.
-საწყალი..ჯერ კიდევ აქ დგას-დედამ მოხუცზე მანიშნა.
დაახლოებით ნახევარი საათი დავყავით მაღაზიასთან,მარგამ მოხუცი ისევ არ შორდებოდა ჩვენს ჰორიზონტს.მაღაზიაში შვდიოდით,როცა შევნიშნე,ვიღაც კაცმა როგორ მისცა ლარიანი და გული მომიკვდა...“საწყალი ამ ბედობა დღეს ლარიანიც არ აქვს...“
არ მესმის რატომ არ უდნა მოუარო მშობელს...მას ვერასდროს გადაუხდი სამაგიეროს,ვერც მატერიალურად და ვერც მორალურად,მაგრამ ეს ხომ უბრალო სიყვარულია,სიყვარული და ელემენტარული მოპყრობა..როგორ არ უნდა გიყვარდეს ის არსება,რომელმაც მოგიყვანა აქამდე? როგორ არ უნდა გწყდებოდეს გული,როცა დედაშენი ან მამაშენი,ბებია ან ბაბუა გარეთ ხელგაწვდილი დგას ბედობის დღეს,როცა შენ არ იცი,როგორ გაერთო და რითი გაილამაზო ეს წუთები..არ მესმის როგორ უნდა გაიღიმო,როცა ის,რომლის თვალებში ჯერ კიდევ კიაფოობს შენი სიყვარული,უჭირს და შენი დახმარება სჭირდება..დიახ,სწორედ შენი..შენი,შენი,რომელსაც სულ ფეხებზე გკიდია მშობელი..იქნებ მისი მნიშვნელობა აღარ გესმის და ვერც წვდები რას ნიშნავს იყო მშობელი.
როგორ უნდა იყოს ის უპატრონო და უმწეო,როცა სახლში ჰყავს ადამიანი,რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა..დააფასეთ ის,ვინც თავი შემოგწირათ,აგრძნობინეთ,რომ ცხოვრება მათვისაც არსებობს...
დააფასეთ ისინი და თქვენც დაგაფასებენ შვილები,რომლებიც ხედავენ თქვენს თითოეულ ქმედებას და მომავალში მაგალითად აიღებენ ამ ყველაფერს...როგორ ფიქრობთ,რას გააკეთებს,შენი შვილი,როცა დაინახავს,რომ მის ბებიასა თუ ბაბუას საჭმელად რკინის თეფშს აძლევ,ხელიდან გაუვარდება და გაუტყდება?



№1  offline წევრი ხარხელი

რა იყო ეს ცრემლები მომადგა თვალებზე :(

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ხარხელი
რა იყო ეს ცრემლები მომადგა თვალებზე :(

მადლობ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent