შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი ბნელში


12-08-2015, 09:35
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 742


ზოგისთვის რა არის რთული,ზოგს რა სტიკვა,ზოგს რა უჭირს...ეს ყველაფერი ინდივიდუალურია,მაგრამ დამეთანხმებით,რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება ეგრეთწოდებული კრიზისური პერიოდი.ზოგისთვის ეს ემოციური განწყობითაა განპირობებილი,ზოგს ფინანსური პრობლემებია აქვს,ზოგს კარიერული ჩამორჩენილობა...
ეს პერიოდი ზოგისთის ხანგრძლივია,ზოგისთვისაც მალე სრულდება..მაგრამ ყველასთვის საშინლად დამთრგუნველი და გამანადგურებელია..
საშინელ კრიზისსა და ვაკუუმს მოეცვა ჩემს გარშემო ყველაფერი...ვერაფერს ვგრძნოდი გარდა მარტოსულობისა..ტკივილი იყო ერთადერთი რამ,რაც თავს არ მანებებდა.ეს იყო რაღაც შემზარავი და სიტყვებით აღუწერელი.
გარშემო ვიხედებოდი და არავინ იყო..ვითომ მეგობრები მიმოფანტულიყვნენ და ან რაში მჭირდებოდნენ? არც არაფერში...გარშემო არავინ იყო,ვისაც ნორმალურად დაველაპარაკებოდი,გულს გადავუშლიდი.ესეც კი არ შემეძლო,რაც ბოლოს მიღებდა...
მხოლოდ გამარჯობა,როგორ ხარ,რას აკეთებ..ეს იყო ჩემი საუბარი..ქუჩაში ვერ დავიჭერდი ვინმეს და მოსმენას ვერ ვაიძულებდი....ეს ხომ სრული სისულელე იქნებოდა?
არ ვიცოდი,რა გამეკეთებინა...ემოციების მოკვლა მინდოდა,მაგრამ არც ეს გამოდიოდა..წიგენბს ვკითხულობდი,მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო ემოციურს მხდიდა...ადგილს ვერ ვპოულობდი,სადაც ოდნავ მაინც დავმშვიდდებოდი.
თვაის მწარე ტკივილი დამრცენოდა მხოლოდ...ცრემლებიც კი არ მეკარებდოა..თითქოს ჩემი ეშინოდათ და გამირბოდნენ..
ტკვილის გარდა ყველაფერი და ყველა გარბოდა...მეჩვენებოდა,რომ სამყაროს დასასრული ახლოვდებოდა...სიკვდილი მინდოდა..გარშემო ყველაფერი მძულდა..მინდოდა,რომ ცხოვრება დამესრულებინა...
რამდენჯერ არ მიფიქრია თვითმკვლელობაზე? გუშინდელი დღესავით მახსოვს ყოველ ღამე,როგორ ვგეგმავდი დასასრულზე.
„ნუთუ,ასეთი ძნელი უნდა იყოს?“-ვეკითხებოდი საკუთარ თავს..თვითმკვლელეობაზე დავიწყე კითხვა..ეს უკანასკნელი არასდროს მცილდებოდა...მუდამ თან მსდდევდა...
საკუთარი თავიც კი შემძულდა..არავის ვუყვარდი და რატომ უნდა მყვარებოდა ის? მძულდა,მინდოდა წერტილი დამესვა ამ შემაძრწუნებელი არსებობისთვის..
განა ღირდა დილას გაღვიძება თუ არავისგან მოდიოდა ის,რაც მინდოდა? თუ ვერც სიყვარულს ვგრძნობდი და ვერც სითბოს...
არავისგან მოდიოდა გრძნობა და ჩემი გულიც ნელ-ნელა იყინებოდა...
მინდოდა,სამუდამოდ გავქვავებულიყავი და მასაც შეეწყვიტა ძგერა...ეს ხომ მხოლოდ სტიმულირება იყო და მეტი არაფერი? ფეთქავდა,მაგრამ უაზროდ...მხოლოდ იმიტომ,რომ სისხლი გაენაწილებინა...და რად მინდოდა ეს უკანასკნელი?!
თოკი...დანა..ესენი ჩემი სანატრი აქსესუარები იყო,რომლებზეც მუდამ ვფიქრობდი..
რამდენიმეჯერ კინაღამ გამეპარა დანისკენ ხელი...მინდოდა მაშინვე გულში ჩამერჭო და მალევე დამესრულებინა ყველაფერი....
მაინც რა? ცოტა ხანს მიტირებდნენ,მერე დამმარხავდნენ და მალევე ყველას დაავიწყდებოდი...განაგრძნობდნენ ძველებურ ცხოვრება და გულის სიღრმეში გაუხარდებოდათ კიდეც...
მახსოვს ლეპტოპთან ვიჯექი და თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი...ყველაფერი „დავგუგლე“ ამ თემაზე...
ბლოგებზე ვკითხულობდი,თუ როგორ სჯობდა ამის გაკეთება.
მაგრამ იმ დღეს ხომ ყველაფერი შეიცვალა,ყველაფერი...
შემთხვევით „ვორდის“ პროგრამა გამოვიყვანე ეკრანზე...თითები საბედისწეროდ ამოქმედდა..ეს,მართლაც,საბედისწერო აღმოჩნდა...
რატომღაც აღარ გავაქრე ის და რამდენიმე ასე დავწერე..
„თ“..“ვ“..საბოლოოს თვითმკველობა გამომივიდა..ის ხომ თვითონ აიკრიფა,ჩემდა უნებურად...რამდენიმე წინადადება და ჩანახატიც გამოვიდა...
მას შემდეგ წერა დავიწყე...ფურცელს ვუზიარებდი გრძნობებს,განცდებს,ემოციებს...ის ჩემი მეგობარი გახდა...ადამიანის მაგივრობას მიწევდა და მეტსაც კიდევ...
აღარ ვგრნობდი მარტოსულობასა და უკიდეგანო ვაკუუმს...ჩემი გული მას დაეკავებინა...თითქოს ეს რაღაც საოცარი იყო..არა,მართლაც,რომ იყო..
მას შემდეგ ჩვენ მეგობრები ვართ..არასდროს მაგრძნობინებს,რომ გარემო ყალბია...ისე შემიყვარდა,რომ მისი ნაწილი ვარ...არ წარმომიდგენია ცხოვრება,რომ არა ის...
მას შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარს ცარიელი ფიურცელი..ის ხომ ჩემი გულისთქმით უნდა გაიჟღინთოს...
მას შემდეგ ის ჩემთვის განუყრელია..
და დღემდე ვერ მიპოვია რეალობაში ის,ვინც მას ჩაანაცვლებს..ალბათ,ვერ ვიპოვი,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ისევ თვითმკვლელობაზე ვიფიქრებ..
ჩემთვის ესეც საკამრისია..ილუზიურ სამყაროში ყოფნა ჩემთვის უფრო ტკბილია,ვიდრე რეალურ ცხორვებაში ტყუილი ღიმილი...
დიახ,მინდა,რომ მისი ნაწილი გავხდე..
მძულს რეალობა და მისთვის შეხედვაც აღარ მინდა..
ჩემს გარშემო არაფერია რეალური...ილუზია კი მუდამ ლამაზი ფერებით მავსბს..
მიყვარს ის...
იცი,რას ნიშნავს სიყვარული?
როცა არა მარტო შეს,არამედ საერთო ბედნიერებაზე ფიქრობ..

10.07.15



№1  offline წევრი maridb

მომეწონა ძალიან, კარგი სიტყვებიააა <3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

maridb
მომეწონა ძალიან, კარგი სიტყვებიააა <3

მადლობ..

 


№3  offline წევრი The scientist

როგორ კარგად მესმის შენი ვერ წარმოიდგენ :)

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

The scientist
როგორ კარგად მესმის შენი ვერ წარმოიდგენ :)

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent