შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილე


13-08-2015, 09:50
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 488

ერთი შეხედვით,ლილეც ჩვეულებრივი გოგონა იყო.იღვიძებდა დილას და ღამით ისიც იძინებდა,მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, მისი ბალიში,რომელზეც თავი ედო,მუდამ დაცვარუიყო ცრემლებით.საერთოდ რა არის ცრემლი? ცრემლი,ერთი შეხედვით,მარილიანი სითხეა,მაგრამ რეალობაში ის გულის კვდომისას გამოყოფილი სითხეა.
ლილეც გოგონა იყო.დიახ,თინეიჯერი გოგონა,მაგრამ თანაც არ იყო.ის სულ მარტოობას გრძნობდა.ბავშვობიდან სკდებოდა მარტოსულობის შეგრძნებით.ყავდა ოჯახი,დედა,მამა და პატარა ძმა,მეგობრებიც ჰყავდა.განა არ უყვებოდა ხოლმე გულის ნადებს ნათიასა და თამროს? დიახ,უყვებოდა,მაგრამ იმას არა,რაც აწუხებდა.ზედაპირიდან აიღებდა ხოლმე გრძნობათა ნადებს და მხოლოდ ამას უზიარებდა გოგონებს.ალბათ,დაგაინტერესებს,რატომ.ეს მეც მაინტერესებს.ალბათ,იმიტომ,რომ მათ არ აინტერესებდათ გოგონას ფიქრები.ლილეც ხომ ხედავდა როგორ აგდებულად უსმენდნენ.არასდროს იზიარებდნენ გოგონას ტკივილს.განა ამას ჰქვია მეგობრობა?ლილე ხვდებოდა ამას,მაგრამ მაინც ცდილობდა,რომ შეეცვალა ვითარება,ცდილობდა უფრო გახსნილი და სუფთა ყოფილიყო მათთან,მაგრამ გოგონები არ იცვლებოდნენ.ან იქნებ ლილეს მწუხარება მათთვის ზედმეტი იყო? იქნებ მათი გულები მხოლოდ სილაღეს იმსახურებდნენ? ნათია განა ის გოგო არ იყო,რომელსაც უამრავი ძმაკაცი,დაქალი და მეგობარი ჰყვდა? განა მას ეცალა ლილესთვის?ნათია ხომ მუდამ მხიარული იყო,თავისუფლების მოტრფიალე.ის ხომ მუდამ ვარდისფერ ბუშტში დაფარფატებდა...განა შეეძლო ლილესთვის მეგობრობის გაწევა? თამრო კი განებივრებული გოგონა გახლდათ და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა.რამდენიმე დაქალი ჰყავდა და კმაყოფილი იყო.
ერთი წელიც არ იყო გასული,როცა ლილემ მათ თავი დაანება.განა ნათია არ იყო,რომელმაც შეყვარებული ისე გაიჩინა,რომ ლილესთვის არაფერი უთქვამს? არც არაფერი მოუყოლია „მასზე“.ნათიას ის ხომ არასდროს ახსენდებოდა.შესაძლოა,მაშინ მოეკითხა,როცა სჭირდებოდა.ერთი სიტყვით,ეს უფრო „პონტი“ იყო,ვიდრე რამე რეალური,ამიტომ ერთ ზაფხულის დღეს ლილე მიხვდა,რომ ისინი მხოლოდ სათამაშოები იყვნენ,რეალური მეგობრები კი არ ჰყავდა.
ვინ იყო ლილე? გოგონა,რომელიც ბოლოს სულ მარტო დარჩა..თუმცა სულ მარტო იყო.თუმცა არ იყო მარტო,რადგან ჰქონდა წიგნები,გაკვეთილები და საწერი მაგიდა.იჯდა და მთელი დღე აკლავდა მათ თავს.“ამით მაინც გავიყვან დროს და გულს გადავაყოლებ“-ფიქრობდა ლილე.
მართალიც იყო,ჟურნალის დედოფალი მაინც იქნებოდა,ამით მაინც გამოიჩენდა თავს და ამით მაინც გაიმხიარულებდა ჩაშავებულ გულს,რომლის ფიქრები ბოლომდე არავის სცოდნია.
ლილე ,ის,გოგონაა,რომელიც ახლა ზის და უყურებს ოთხს კედელს,მაგიდასა და იღიმის,იღიმის,მაგრამ,რატომ,არ იცის.უბრალოდ იღიმის,რადგან ცხოვრება გრძელდება,ესე იგი, მისი დღიურიც გაგრძელდება..დიახ,დღიურ დიდი ხანია,რაც წერს,მაგრამ არავის აკითხებს.წააკითხებდა ვინმეს,მაგრამ ჯერ არავინ ჩანს მისი ცხორვების ჰორიზონტზე,რომელიც გაუგებს მას...ამიტომ ისევ ზის და წერს.
-ახლა შენც არ მიკეთებდე რამეს?-ოთახში გაბრაზებული დედამისი შემოდის და სახლის დალაგებას სთხოვს.
-ცოტა ხანს მაცადე-სახეწაშლილი პასუხობს გოგონა და აგრძელებს კრეფას.ათ წუთში დგება და სახლის დალაგებას იწყებს.
დიახ,ლილე,ის, გოგონაა,რომლის არავის ესმის.ის ფიქრობს,რომ არ უყვართ ან არ უყვართ ისე,როგორც საჭიროა.მშობლებს უყვართ,ძმას უყვარს,მაგრამ რა?“მათ გარშემო ტრიალებს ცხორვებათუ?“-ეკითხება საკუთარ თავს და ბალიშს იატაკზე აგდებს,
ისევ დგება და სკოლაში მიდის.წაშლილი სახით შედის კლასში და უჩუმრად იკავებს თავის ადგილს,მერე სახლში ბრუნდება და გაკვეთილებს უკირკიტებს.
-ლილე,როგორ ჩაიარა დღემ?-დედამისი, მოვალეობის მოხდის მიზნით, ეკითხება.
-მშვენივრად-ირონიაშერეული ხმით პასუხობს გოგონა და ოთახის კარებს ხურავს.
მთელი დღე წინაა,მთელი ცხორვება,ალბათ,არა,მაგრამ ნაწილი მაინც...ლილე ისევ ზის და უყურებს იმას,რაც აქვს.ეს რა არის? „ეს შენი მონაპოვარია“=პასუხობს თავს..
ცარიელი ოთახი და ლილე...მარტოსული ლილე..მარტოსულობის ათეულზე მეტი წელი და კიდევ ვინ იცის რამდენი...



№1  offline მოდერი ^paradise^

ძალიან მაგარია love მომწონს შენი სტილი love საინტერესოდ წერ feel

 


№2  offline წევრი maridb

კარგიაა მომეწონა ძალიან <3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline წევრი cancara

კარგია მალე დადე და თან დიდი თავები

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

^paradise^
ძალიან მაგარია love მომწონს შენი სტილი love საინტერესოდ წერ feel

cancara
კარგია მალე დადე და თან დიდი თავები

maridb
კარგიაა მომეწონა ძალიან <3

მადლობა.
ჩანახატი იყო და არა ისტორია..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent